ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლილე დარიანი
ჟანრი: პროზა
6 მარტი, 2011


უბრალოდ, გმადლობ!

დე!
შენ ახლა გძინავს, ვინ იცის რას ხედავ სიზმარში, რომელ მონაკვეთს შენი ცხოვრებიდან, არადა, რამდენი რამ გადაიტანე, მაგრამ არასდროს არავის უნახავს შენს გამოხედვაში ტკივილის ჩრდილიც კი... დე, შენ ჩემთვის (და არამარტო ჩემთვის) საქალეთის იდეალი ხარ, რომ გიყურებ, ვხვდები, რას ნიშნავს იყო ქალი და დედა. შენი სუნთქვა მესმის ახლა ისე, როგორც მესმოდა მაშინ, ჯერ კიდევ დაუბადებელს, მათბობდა და მიცავდა ყოველგვარი განსაცდელისგან... სავსე ვარ შენი თვალების სითბოთი, დიდებული ქალი ხარ შენ, ცხოვრებას არასდროს უშინდებოდი, შეუდრეკად მიიწევდი წინ და ახლაც... არადა, მე ხომ ვიცი, ყოველი შენი გაღიმების უკან, როგორ ლანდივით იმალება გამჭვირვალე ცრემლის ნაკადი, მაგრამ არ აძლევ გადმოსვლის ნებას, არა, იმიტომ რომ შენ ხარ შენ, შენ დიდებული ქალი ხარ, ყველას არ შეუძლია იყოს შენნაირი, არც მე, დე! არადა, როგორ მინდა გგავდე, შენსავით ვცხოვრობდე, არავის წყენას არ ვიდებდე გულში, მაგრამ არ შემიძლია, რადგან მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, შენ კი... შენ ღვთისმშობლის მადლით ხარ გასხივოსნებული, დედა ღვთისამ მოგანიჭა დიდებული სული და სხვანაირი ვერც იქნებოდი. ხანდახან ვფიქრობ, როგორი დაუნდობელია ცხოვრება, რამდენი რამ გამოგატარა, მაგრამ შენ ამ სასტიკ სამყაროზე ძლიერი აღმოჩნდი, ცხოვრების და სულის მამოძრავებელი კვერთხი არასდროს გაგიგდია ხელიდან, ყოველთვის ჩუმად ვაკვირდებოდი შენს თითოეული ნაოჭის გატოკებას, მაგრამ ისინისც კი სხვანაირად იბნევიან შენს სახეზე, ამითაც არ ჰგავხარ სხვას... როგორ მინდა მოგეფერო, ჩაგეხუტო და გითხრა: შენ ჩემი ღვთისმშობელი ხარ, თუმცა ვერ შობე მაცხოვარი, მხოლოდ ცოდვილი ადამიანი, მაგრამ ეს სულაც არ გიშლის ხელს, რომ იყო „შენ“. წამოვიწიე, ჩაგეხუტო მინდა, მაგრამ... გძინავს და ვერ დაგიფრთხობ მაგ სპეტაკ, აუღელვებელ სუნთქვას... სუნთქვაშიც რომ არაფერს იმჩნევ... ჩემი ოცნება ხარ, ფიქრი, გონება, კიდევ ის ხარ, რასაც ვერ გამოვთქვამ... დე, მადლობელი ვარ შენი, ცხოვრება რომ ასე სრულყოფილად შემასწავლე... ათასჯერ წაკითხული წიგნივით კიდევ ერთხელ მიფურცლავ, იქნებ რამე ადგილი გამოგვრჩა და „წაუკითხავი“ არ დაგვრჩესო, რა სასწაული ქალი ხარ... შენ იმსახურებ იყო ბედნიერი, არა უბედნიერესი, თუმცა არ არსებობს იმის გამომხატველი დიდებული სიტყვა, რასაც შენ იმსახურებ...
დე, უბრალოდ ძალინ მიყვარხარ, სუნთქვას მიადვილებ, ნაბიჯებს მიმსუბუქებ და კიდევ ერთხელ გმადლობ ამისთვის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს