ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვაზიმოდო
ჟანრი: იუმორისტული
4 მარტი, 2011


ასინეთის დაკიდული ბაღები,ანუ მსოფლიოს უკვე პირველი საოცრება. (მე-კალ-მეს) :)

დაიბადა,აწრიალდა ქვეყანა,
გოგო ბატი-(გოგო)-ბუტი მეკალმე,
და სიანცით მან ქვეყანა შეყარა,
ენაზე რომ უჩხვლეტავდეს ეკალი
დაისვენებს მთელი კაცობრიობა,
დაისვენებს “ადნებიც” და ურაკიც,
ავღანეთში თურმე კალმით იომა,
ჰყვარებია ასკილი და მურაკი.
საოცარი მზარეული ყოფილა,
სუპი,ბორში,გულიაში,ჩიხირთმა,
გოგო ჯუჯღუნ-პატრულ-თვალებფოფინა,
კერძს ამზადებს რახითა და რიხითა,
სიმწარისთვის ცოტა ენას ჩაურევს,
(ამოიღე უსწრაფესად გოგონიიი!!!!)
აქვს ფერადი,თუმცა მწარე აურა,
ჰყვება ამბებს მეგრულსა და მოგონილს,
ჰოდა მსმენელთ ცხარე ცრემლით ატირებს,
ოჯახში კი ცხარე საჭმლით ტირიან,
გოგო არის არეული მარტივით,
ძირითადად ყველა კმაყოფილია.
მე საჩუქრად ავუშენე ქალაქი,
ქალაქს ჰქვია თვით გოგონას სახელი,
ბლომად დადის პატრული და დალაქი,
თქვენ იცოცხლეთ ასინეთის ნახვამდე.
ასინეთში ყვავის ყველა ბუჩქი და
ვარდებსაც კი წამოზრდიათ ყურები,
მზემ სარკმელში ჩუმად შემოიჭყიტა,
მთვარე ახლა უფრო დაჩაგრულია.
ასინეთის დაკიდული ბაღები,
საოცრება არის ახლა პირველი
და სეირნობს ჩაჩებით და წაღებით
დედოფალი პატრულ-გასაკვირველი.
ზოგგან ყვავის,ზოგგან მწიფს და ზოგგან დუღს,
ალუჩა და ატამი და მაჭარი,
ასინეთის ჩამოკიდულ ბაღებში
ხეს ასხია ყველის დიდი ნაჭრები,
მის გვერდით კი მუდამ ჭყივის გოჭის ხე,
იქვე სადღაც წიწილის ხე წივწივებს,
წუხელ ყავის ჭიქების ხე მოჭირხლა,
დილით პატრულ-ასინეთამ იწივლა…
აბანო აქვს სულ ოქროთი ნაგები,
დუშად ძროხის ძუძუები ჰკიდია,
ხელს მოჰკიდებს,მოდის რძე და ნაღები
და მე-კალ-მეს გაოცება დიდია.
წააწყდებით ბაღში ლუდის შადრევნებს,
უამრავი ლიმონათის წყაროა,
ყვავის ღომის ბუჩქი ნაზი ვარდივით
და მჭადები ხეზე ფარო-ფაროა,
ანუ ხეებს ფოთლის ნაცვლად მკითხველნო!
მჭადები და ხაჭაპური ასხია
და დედოფალ ასინეთას სარკმელთან,
დიდ ხეს თურმე ტორტი გაუნასკვია,
თანაც ტორტი 24 სანთელით,
მეორე ტოტს აგერ ტოლმა ეზრდება,
ბუჩქს მოუსხამს სულ ცხელცხელი ხინკლები,
დედოფალს რომ არასოდეს ბეზრდება.
ნაყინის ხე სასთუმალთან ხარობს და
ხელს გაიწვდის,მოიწოდებს ნაყნებს
დედოფალი ასინეთა,ჩქარობს რომ
"სრაზუ"ჭამოს კარამელის ნაყინი,
'სრაზუ"როგორც მძინარ თვალებს გაახელს,
ტოტს ჰკიდია ნაყინ-შოკოლადებიც,
ნაყინის ხეს გულის ნადებს გაუმხელს,
სჭამს და უყვარს ურაკიც და "ადნებიც"....
აი ასე ცხოვრობს ფუფუნებაში
ასინეთა-ჩვენი ახალშობილი,
არ აწუხებს თოვლი-ზამთრის მებაჟე
და ძროხაა დუშიცა და დობილიც,
ქალაქი კი პატრულებით სავსეა,
გოჭებს კრეფავს ხიდან ვინცხა დალაქი,
აქ რა უნდა უსაქმურს და ბასიაკს?
ასეთია ასინეთას ქალაქი..
                კვაზი უმახინჯესი ორიათასოცდა…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები