ყოველ წელს ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ჩემს ოჯახში კამათი იწყებოდა: -მა, წელს ხომ ბათუმში მივდივართ? ნიშნისმოგებით გამომხედავდა ლუკა და ცდილობდა ღიმილით დაეყოლიებინა მამაჩვენი, რომელიც ისედაც ზღვაზე ვოიაჟის მომხრე იყო. -კი მამი, აგვისტოს მეორე ნახევარში წავალთ აუცილებლად. პასუხობდა მამა. ლუკაც კმაყოფილი მომიბრუნდებოდა და ენას მიყოფდა, უხაროდა ასე მარტივად რომ "შეაბა". -კარგით რა, ყოველ წელს ერთსა და იმავე საკითხზე უნდა მაჩხუბოთ? ხომ იცით, 28-ში ყოველთვის ხაშურში ვარ. იტრიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერში, დედა პელაგიას ვეხმარები ხოლმე, დღესასწაულზე ბევრი ხალხი მოდის. -მერე შენ ვინ გეპატიჟება? მე და ჩემი კაცი მივდიართ... -კარგ რა მა, შენ დედას გარეშე სადმე წამსვლელი ხარ? ვპასუხობდი ჩემსავე სიტყვებში ღრმად დარწმუნებული. -დედაშენიც მოდის. -კი, როგორ არა... დედიკო არსადაც არ წამოვა, ორივე ერთად დავდივართ ტაძარში. მითუმეტეს მარხვისას დედა პლაჟზე არ გამოვა, ასე რომ, მასეთ წამოსვლას რა აზრი აქვსო იტყვის. -ჩვენ რა ვერ წავალთ მარტო? რაში გვჭირდებით "კაბიანები"? იქ მაგათ შესაბმელად მიდივართ მე და ჩემი კაცი... ამბობდა ღიმილით, თან თავისი სიტყვების სიმართლის თვითონაც არ სჯეროდა. სად წავიდოდნენ ჩვენს გარეშე? მამაჩმი ხომ ყველაზე ამაყი მაშინ იყო, როდესაც მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებოდით. ყველამ იცოდა, რომ ეს საუბარი არაფერს შეცვლიდა. ყოველი წლის აგვისტოს ხაშურში გავატარებდით, დღესასწაულზე ტაძარს მოვილოცავდით და მხოლოდ ამის შედეგ გავემგზავრებოდით ზღვის სანაპიროსაკენ. ბათუმის ხსენებაც სულ ტყუილად ხდებოდა, ვერ ვიტანდი ამ ქალაქს და გადაწყვეტილებაც ბოლოს მანც ჩემს სასარგებლოდ ხდებოდა. კვარიათი, გონიო, სარფი ან გრიგოლეთი...
-მარ, წამო კლუბში... -დამცინი ანი ხო?.. ბათუმში კლუბი არის? ან თუ არის წარმომიდგენია რა იქნება... -უყურე ამა!.. ვის დასცინი გოგო შენ... დოინჯი შემოყარა ჩემმა ბათუმელმა მეგობარმა. -კარგი ხო შეიძლება არის კიდეც, თან მაზე უკეთესი ვდრე თბილისში, მაგრამ ახლა არ ვარ ცეკვის ხასიათზე. ვცადე თავის დაძვრენა, ის კი ვეღარ განვსაზღვრე ანის გადაკიდებას ყველაფერი რომ სჯობდა და წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა... ან რა მინდოდა ამ შუა ზამთარში ბათმში? მეგობრის მონატრებას რა ვუთხარ მე...
საათნახევრის შემდეგ "ინტურისტში" ვისხედით... ბართან მისულმა მიმტანში ჩემი ჯგუფელი გიორგი ვიცანი. მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ გამაფრთხილა: "მარ, თქვენს გარდა აქ ყველა ქალი "სამუშაოდაა" მოსული, გთხოვ ისე ნუ იზამ, რომ შენც მათში აერიო ვინმეს და ნახევარ კლუბს ნუ გამაყრევინებ გარეთ ოკ?" მეც დიდსულოვნად დავპირდი... -უნდა დაგათრო... დამპირდა ანი ისეთი სახით, თითქოს მაიამი ბიჩიზე საგზურს მჩუქნიდა... -ვერ შესძლებ დამიჯერე. ავურევ სასმელს, თან ყველაზე ძლირს, მაგრამ არ დავთვრები გინდა?.. -მოდი მაშინ სანაძლეო დავდოთ... -კარგი, ოღონდ მე ავირჩევ რას დავლევ. -შენ სუსტებს აარჩევ. -ლუკას გეფცები პირიქით. -კარგი, მაგრამ თუ მოგიგე ერთ სურვილს შემისრულებ გაწყობს? -კი ბატონო.
ერთმანეთში არეული ალმოდებული "შტრო" და "აბსენტის", ორი "ტეკილას", ერთი ორმაგი "ჯეკის", ერთი ცალკე "აბსენტისა" და სამი "ვოდკა-რედბულის" შემდეგაც რომ ფხიზელი ვიყავი, ანი დამნებდა. თუმცა სურვილის ასრულებას მაინც დავპირდი და მაშინათვე ვინანე იმდენად "აღმაშფოთებელი" რამ სურდა... -არ ვეცეკვები მე მაგ ტიპს! გამორიცხულია! ვერ ნახე დორბლი ყარა დაგვინახა თუ არა?.. ვერ ვიტან მასეთ "აზაბოჩენ" მამრებს ხომ მიცნობ... -კარგი რა მარ, ეს ხომ მხოლოდ ერთი საღამოს გართობაა, უბრალოდ დროის კარგად გატარება... თანაც დამპირდი... -იქნებ არ უნდა ჩემთან ცეკვა ადამიანს?.. მაინც გავიბრძოლე. -მოიცა მოვალ... მითხრა და გატრიალდა. მერე ჩემს მიერ "აზაბოჩენ ტიპად" მონათლულ ახალგაზრდასთან მივიდა, რაღაც უთხრა და ისიც ჩემსკენ გამოემართა. იმ წუთას მინდოდა დამეხრჩო! ნეტავ რა უთხრა?.. -შეიძლება ვიცეკვოთ? -არა! -მე მგონი რომ არაფერი დაშავდება. -სწორედაც რომ დაშავდება. ჩემი თანმხლები მამაკაცი არ მოიწონებს. ვიცრუე უტიფრად. -თქვენ აქ მარტო შემოხვედით. რა საჭიროა ამდენი ტყუილი, ეს ხომ მხოლოდ ცეკვაა და არა ღამის ერთად გატარების შემოთავაზება? -თავხედიც ყოფილხარ! გამეცალე... ვუთხარი რაც შემეძლო უხეშად მხარი გავკარი და გავიარე. მოცეკვავეებს შევერიე და ვინც პირველი მომხვდა ხელში იმ მამაკაცთან გადავწყვიტე ცეკვა... გამიმართლა ლათინოამერიკული ცეკვების მასწავლებელი შემრჩა ხელში და როგორც იტყვიან "ისეთი ცეცხლი დაანთო", მელოდია რომ შეიცვალა და მიმოვიხედე მხოლოდ ჩვენ ვცეკვევდით, დანარჩეები ღიმილით გიყურებდნენ. ამით გათამამებულმა მთელი ღამე მასთან ცეკვაში გავატარე.
-გიო, რამდენია ჩვენზე? მივედი ბართან. -თქვენი მთლიანად გადაიხადეს. -დამცინი? ვინ გადაიხადა? ამ ქალაქში არავის ვიცნობ შენი და ანის გარდა, გთხოვ შენს თავზე არ აღო რა, თუ გიყვარდე... -მე მხოლოდ 25% -იანი ფასდაკლება შემიძლია. მაგრამ მაგის გარეშე გადაიხადა ჩვენმა ხშირმა სტუმარმა. შენ რომ ცეკვაზე უარი უთხარი და მხოლოდ შორით ატკბობდი აი იმან...
აჰა, "აზაბოჩენი" ეძხე და როგორი გალანტური ყოფილა... ვფიქრობდი ჩემთვის და დაბნეული ვტოვებდი კლუბის ტერიტორიას, როდესაც ვიღაც "ტუტუცმა" თოვლის გუნდა მესროლა. მწარე ნასროლი ყურსა და საფეთქელს შორის მომხვდა მახსოვს როგორ ვიკივლე, როგორ დატრიალდა ყველაფერი და სანამ დავეცემოდი წამის მეათასედში ვიღაცის ბინძური სიტყვები ჩამესმა "მოდი აქ შენი დედა მო...ან შე ნაბი..არო"...
to be continued...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. გაგრძელბას ველი.... +2 გაგრძელბას ველი.... +2
5. დუმბაძის ,,სააგარაკო ნოველა” გამახსენა :)
კარგია :) დუმბაძის ,,სააგარაკო ნოველა” გამახსენა :)
კარგია :)
4. მეც მოვედიი მარ, ჯერ თავს შევიკავებ ჩემი აზრის დაფიქსირებიდან , ველოდები დანარჩენებთან ერთად ....... :* მეც მოვედიი მარ, ჯერ თავს შევიკავებ ჩემი აზრის დაფიქსირებიდან , ველოდები დანარჩენებთან ერთად ....... :*
3. მხარს ავუბამ ქვედა დუეტს და უკვე ტრიო ველოდებით გაგრძელებას... :) აბა, ვინ შეგვავსებს კვარტეტამდე... დროზე, დროზე... სანამ გაკვინტეტებულა :))) მხარს ავუბამ ქვედა დუეტს და უკვე ტრიო ველოდებით გაგრძელებას... :) აბა, ვინ შეგვავსებს კვარტეტამდე... დროზე, დროზე... სანამ გაკვინტეტებულა :)))
2. ვაა,რა კარგი იყო ეს ჰა?:)ალალია +++++ ები შენზე;) ვაა,რა კარგი იყო ეს ჰა?:)ალალია +++++ ები შენზე;)
1. ინტერესნო, საინტერესო გაგრძელების იმედად დარჩენიილი:) ინტერესნო, საინტერესო გაგრძელების იმედად დარჩენიილი:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|