იყო და არა იყო რა, იყო ერთი დათო ჭინჭარაული და ლიკა (ნახევრად ჭინჭარაული) ერთხელ ლიკა ეწვია დათოს ფეისბუქის კედელზე და უთხრა: ”შენ რომ სულ მე მთხოვ ყავის მოდუღებას, რატომ ერთხელ ჩემთვის არ დაგილევინებიაო?”
რა უნდა ექნა დათოს, ახტა-დახტა და წავიდა მაღაზიაში, ყავის საყიდლად.
"ქალო, ”იაკობს” მომეცი, მე მოვადუღებ ყავასა, წავიღო, დავალევინო, ჩემს მზე_ქალ დობილ ქალასა..."
გამყიდველმა უთხრა, შენ რომ ჩემთვის ფული არ მოგიტანიაო? დათო ახტა-დახტა და წავიდა სამსახურში უფროსთან:
"მომეცით ჩემი ხელფასი, მივუტან გამყიდველსაო, ყავას ვიყიდი, მივუტან, ლიკას, დობილსა ჩემსაო..."
უფროსმა უთხრა: - ”ჯერ რომ შემოსავალი არ მიგვიღიაო?” დათო ახტა-დახტა და წავიდა ფირმებში კლიენტთა მოსაზიდად. ”გახდით კლიენტი ჩვენი და თქვენ მოგვცემთ შემოსავალსა, ხელფასს ავიღებ, მივუტან, გამყიდველს ფულსა ამასა, ის მომცემს მერე ყავას და დავალევინებ ქალასა...”
კლიენტებმა უთხრეს: ”თუ კარგად იმუშავებთ, შემოსავალიც გექნებათო”
”წავიდა, რა ქნას დათომა, მუშაობს თვეა მთელიო, იცის, რომ დობილ ლიკასთვის, ყავა აქვს საყიდელიო, ამდენი მუშაობითა სულ დაკარგვია ფერიო...”
კლიენტებმა დაინახეს რა ასეთი მონდომება, გახდნენ დათოს წარმოების მომხმარებლები.
”შემოსავალი აიღეს, ხელფასს უხდიან დათოსა, ძალა გამხდარა მემგონი, მთელი ფირმისა მარტოცა, გამყიდველს ფული მისცა და იყიდა ყავა ლიკასთვის, ლხინი გქონოდეთ სუყველას, ეს წაიკითხეთ ვინაც კი...”
ლიკა ოხანაშვილი 13.03.2011
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. რა საყვარლობაააა! როგორ მომეწონა, რომ იცოდეეე!!! და სახალისოა როგორი კიდევ!!! :)))) 55555 რა საყვარლობაააა! როგორ მომეწონა, რომ იცოდეეე!!! და სახალისოა როგორი კიდევ!!! :)))) 55555
13. ვაიმე, რა საყვარლადაა დაწერილი :) თბილი ღიმილი მომგვარა :) ლიკა, როგორც შენი შემოქმედებაა საყვარელი, ასეთივე ხარ შენც :x :x :x :x :x ვაიმე, რა საყვარლადაა დაწერილი :) თბილი ღიმილი მომგვარა :) ლიკა, როგორც შენი შემოქმედებაა საყვარელი, ასეთივე ხარ შენც :x :x :x :x :x
10. გაიხარე ლიკა :)
შენ რომ არა დღეს, ამ ჟანრზე საბოლოოდ ჩავიქნევდი ხელს :) გაიხარე ლიკა :)
შენ რომ არა დღეს, ამ ჟანრზე საბოლოოდ ჩავიქნევდი ხელს :)
8. ძალიან სახალისოა...ლიკა... 5555 მოკითხვა და კეთილი სურვილები ;) :) :) ძალიან სახალისოა...ლიკა... 5555 მოკითხვა და კეთილი სურვილები ;) :) :)
7. კარგი და ხალისიანიიი!!! მოგიკIთხე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!! კარგი და ხალისიანიიი!!! მოგიკIთხე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!!
6. რწყი_ლიკა :D:D მომეწონააა ;))))) +2 რწყი_ლიკა :D:D მომეწონააა ;))))) +2
5. :D კარგი იყო... მოკითხვაააა :-* ++ :D კარგი იყო... მოკითხვაააა :-* ++
4. სახალისოა... სახალისოა...
3. სათაური კარგადაა მიგნებული. სათაური კარგადაა მიგნებული.
2. კარგი იუმორისტულია, ვიხალისე. :)))))))))) კარგი იუმორისტულია, ვიხალისე. :))))))))))
1. გაიხარე ლიკაა!!! :-* ნამდვილად ვისიამოვნე :))) გაიხარე ლიკაა!!! :-* ნამდვილად ვისიამოვნე :)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|