ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანგო
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2011


მარჯვენა კისერი

მიყვარს და რა ვქნა
                    -რეი, თავისი მიზნებით!
კლოუნის თვალთახედვა
                      -"მორწმუნე" კათოლიკებზე!
დამპირდა მუშა
                          -ზეცას მალე მივწვდებით!
თბილისის ტუჩები კი
                          -სიყვარულობენ პანტომიმებზე!
რა ბებერია, ახლაღა მივხვდი
                        -შიშველი მთვარე!
მიყვარს და რა ვქნა,
                        -კისრის მარჯვენა მხარე!
რომეოსაც დეზდემონა
                        უთევდა ღამეს!
განა არ  უყვარს რუსთაველი,
                        - ორივე სახეს?!
მზე კი, როგორც ვირუსი
                        - მინათებს "შავ ხვრელს"
-მამაო შემინდეო, ეხვეწება
                          -ჰიტლერი შავ მღვდელს!
რა ნაოჭებით მოხატულა
                          -ნახეთ ეს მთვარე!
მიყვარს და რა ვქნა,
                        -კისრის მარჯვენა მხარე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს