ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პროზა
16 აპრილი, 2011


უმნიშვნელო

უმნიშვნელო 

უმნიშვნელო!- ხშირად ამბობენ ადამიანები ამ სიტყვას, თუმცა უმნიშვნელო და, უფრო მეტიც, არაფრისმთქმელი არაფერია ამქვეყნად. რაღაც შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში გამოუსადეგარი იყოს, მაგრამ იმის გამო, რომ ის უმნიშვნელოა, ნაგავზე არ უნდა მოვისროლოთ და არაფრად არ უნდა ვაქციოთ.      შესაძლოა, ადამიანის ცხოვრებაში სწორედ ის საგანი, თვისება ან სულ სხვა რამ აღმოჩნდეს საჭირო და მნიშვნელოვანი, რომელიც ადრე უმნიშვნელო იყო მის ცხოვრებაში და ღიმილსაც კი გვრიდა ხოლმე. ბევრჯერ მომისმენია ჩემი მეგობრებისგან ეს სიტყვები, რომლებიც რამდენიმე ბიჭზე უთქვამთ ხშირად: ,,უმნიშვნელოა ჩემთვის მისი გრძნობები და ჩემდამი დამოკიდებულება'',- მაგრამ გასულა რამდენიმე დღე, კვირა, თვე, წელი და... ეს უმნიშვნელო გრძნობები მათი სანატრელი სიყვარულისა და სასურველი ბედნიერების საწინდარი გამხდარა...

  ზოგჯერ უმნიშვნელო გარემოს, ქმედებასა და სიტყვას ისეთი ატმოსფეროს შექმნა ძალუძს, რომ ატირებულ ადამიანს გულს მოულბობს და ანუგეშებს, ბედნიერების ნაპერწკალს გაუღვივებს ყინულგარეულ გულში...

  ალბათ, ფიქრობთ, რომ უმნიშვნელო ადამიანები ხართ ქვეყნისთვის და ის, რასაც თქვენ აკეთებთ ყოველ წუთს, წამს, დღეს, კვირას, თვეს, წელს... უმნიშვნელო და არაფლისმთქმელია სხვა ადამიანებისათვის, მაგრამ უნდა ეცადოთ, რომ უმნიშვნელო გარემო დანიშნულებისამებრ გამოიყენოთ და თვენივე ქმედებით მნიშვნელობა და აზრი შესძინოთ თქვენსავე ცხოვრებას.

  არ არსებობს უმნიშვნელო რამ ამქვეყნად... ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები