 | ავტორი: ხუჭუჭა13 ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 24 მარტი, 2011 |
არ ღირს! არ ღირს იმ ადამიანზე ფიქრი, ვისაც არ ახსოვხარ, არ აინტერესებს როგორ ხარ და იმასაც კი ფიქრობ შენთვის ხანდახან, შენ თავთან მარტო დარჩენილი, რომ არ შეიძლება მისი ნდობა და ცხოვრების მძიმე წუთებში მის იმედად ყოფნა.
მართლა არ ღირს, შეცდო წარსულში დაშვემებული შეცდობის ნაცვლად წარსულს მისტიროდე და მომავალს ან კიდევ დღევანდელ ყოფას შავ, ქუფრ ფერებში აღიქვამდე. ყველაფერი ხომ ცვალებადი და არამდგრადია. მთავარია, დაშვებული შეცდომა და ჩადენილი ცოდვა ვაღიაროთ და მოვინანიოთ უფლის წინაშე( შეცოდება ხომ სამოთდაათჯერ შვიდგზის ითქმის, როგორც ამას შეახსენებს ,,ვეფხისტყაოსანში'' ავთანდილი ასმათს). უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ დაღმართს ყოველთვის აღმართი მოსდევს. ამასთანავე, მრავალი ტანჯვისა და წვალების შედეგად მიიღწევა სწორედ ჭეშმარიტი ბედნიერება. თუმცა არ არსებობს ჭეშმარიტი ბედნიერება ისევე, როგორც არ არსებობს სხვა დანარჩენი ჭეშმარიტი, გარდა რწმენისა და უფლის სიყვარულისა...
არ ღირს მეგობარს იმის გამო წაეჩხუბო და სამუდამოდ დაშორდე, რომ ის ცანცარაა ან რაიმე შეეშალა შენთან ურთიერთობაში. შეუშლელი არავინაა...
არც ის ღირს, რომ, თუ იმ ადამიანმა,ვინც გიყვარს და ვისგანაც სითბოს, სიყვარულს და ყურადღებას ელი, გული გატკინა და, საერთოდაც, მიგატოვა, მის გამო ცრემლი დაღვარო და საკუთარი საქმე დაივიწყო. უნდა გვახსოვდეს მუდამ, რომ საყვარელი ადამიანი არასოდეს აგვატირებს და გულის ტკენაზე ხომ ზედმეტია საუბარი...
არ ღირს ბევრი ფიქრი და ნერვიულობა, თუმცა ეს ცარიელი სიტყვებია. ვისაც ტკივა შიგნიდან და ყოველ წამს სიცარიელის გრძნობას განიცდის, შესაბამისად ბევრს ფიქრობს და განიცდის.
არ ღირს ცხოვრების მტვრიან სცენას უმიზეზოდ ჩამოშორდე და, საერთოდ,არ ღირს არც სიყვარულის და არც იმის გამო,რომ მისაღწევი მიზნის რაღაც ნაწილი ჩაგივარდა, თავის მოკვლა და საშვილიშვილო ცოდვის ჩადენა.
სიყვარულის, მეგობრობის, საკუთარი საქმის კეთებისა და უფლის რწმენის გარდა, არაფერი არ ღირს ამქვეყნად...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მიმტევებლობა და უანგარო სიყვარული... :)ყველაზე კარგი რამეა :) მიმტევებლობა და უანგარო სიყვარული... :)ყველაზე კარგი რამეა :)
7. ღმერთის-მარადიულობის-ჭემარიტების-სიყვარულის გარდა არაფერი ღირს ამქვეყნად ; ) ღმერთის-მარადიულობის-ჭემარიტების-სიყვარულის გარდა არაფერი ღირს ამქვეყნად ; )
5. ხო, რა თქმა უნდა, მეოცნებევ, მთავარია გვიყვარდეს, მაგრამ ამ გრძნობასს დაფასება უნდა იმ ადამიანის მხრიდან, ვინც გვიყვარს და დღედაღამ გვაფიქრებინებს:) ხო, რა თქმა უნდა, მეოცნებევ, მთავარია გვიყვარდეს, მაგრამ ამ გრძნობასს დაფასება უნდა იმ ადამიანის მხრიდან, ვინც გვიყვარს და დღედაღამ გვაფიქრებინებს:)
4. "არ ღირს იმ ადამიანზე ფიქრი, ვისაც არ ახსოვხარ, არ აინტერესებს როგორ ხარ", მაგრამ სწორედ რომ იმ ადამიანზე გვეფიქრება. მთავარია, გვიყვარდეს! "არ ღირს იმ ადამიანზე ფიქრი, ვისაც არ ახსოვხარ, არ აინტერესებს როგორ ხარ", მაგრამ სწორედ რომ იმ ადამიანზე გვეფიქრება. მთავარია, გვიყვარდეს!
3. ,, სიყვარულის, მეგობრობის, საკუთარი საქმის კეთებისა და უფლის რწმენის გარდა, არაფერი არ ღირს ამქვეყნად..."
მართალი ხარ ჩემო კარგო და სწორადაც ფიქრობ!!!
მომწონს და წარმატებები! ,, სიყვარულის, მეგობრობის, საკუთარი საქმის კეთებისა და უფლის რწმენის გარდა, არაფერი არ ღირს ამქვეყნად..."
მართალი ხარ ჩემო კარგო და სწორადაც ფიქრობ!!!
მომწონს და წარმატებები!
1. "სიყვარულის, მეგობრობის, საკუთარი საქმის კეთებისა და უფლის რწმენის გარდა, არაფერი არ ღირს ამქვეყნად..." - კარგი ფიქრები გეფიქრება... :)
ასე განაგრძე... წარმატებები... "სიყვარულის, მეგობრობის, საკუთარი საქმის კეთებისა და უფლის რწმენის გარდა, არაფერი არ ღირს ამქვეყნად..." - კარგი ფიქრები გეფიქრება... :)
ასე განაგრძე... წარმატებები...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|