ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2011


ჩვენ ვქმნით...

      ჩვენ ვქმნით...

ჩვენ ვქმნით სიმშვიდეს,
ღმერთმა ჩვენ შეგვქმნა,
ცოდვებს ჩავდივართ,
ღმერთი მას კრძალავს!
ფერთა სიმშვენეს
ვქმნით ნატურმორტით;
წმინდა სიკეთით
ვლოცულობთ: აწ და...
ჩვენ ვქმნით ნაზ სახეს,
ზღაპრებს, საოცარს,
ალეგორიით კალამს მივმართავთ,
ჩვენ, პოეტები, მუზას ვერ შევქმნით,
მუზა თვითონ გვქმნის,
მუზა გრძნობას ჰგავს...
ჩევნ ვქმნით სილაღეს,
ღმერთმა ხომ შეგვქმნა?
ჩვენ ვქმნით ყველაფერს
და არ გვსურს დაღლა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები