ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩერქეზი ლუბა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
6 სექტემბერი, 2008


ომი

-უკაცრავად....რა ღირს თქვენთან ომი?
-მილიონობით დაკარგული ოჯახი, მილიონობით დაკარგული ღიმილი, მილიონობით უდანაშაულო ადამიანი......მილიონობით.......
და თქვენ მზად ხართ ამდენი გადაიხადოთ?
-შემიფუთეთ......
და მილიონობით დედა ცრემლებში , შიშში, ტანჯვაში, დარჩენილ სიცოცხლეში უხვევს შვილს ომს....ცრემლებში და შიშში შეფუთული ომით მიდიან ომში...
-უკაცრავად...რა ღირს თქვენთან ომი?
-მილიონობით დაკარგული საფლავი, მილიონობით ახალგარზდა, მილიონობით დაკარგული იმედი, მილიონობით გაყინულ სახეზე მიმხმარი ღიმილი......მილიონობით........
-როგორ ომიც გაძვირდა?
ეს ის მილიონობით ღიმილია, დღეს რომ ყველაზე მეტად აკლია ჩვენს ქვეყანას......
ეს ის მილიონობით იმედია...ჩვენი იმედი......
ეს ის მილიონობით ახალგაზრდააა.........
-რა ღისრს თქვენტან ომი?
-ომი? ომი აღარ გვაქვს, გაგვითავდა.....არც არასდროს აღარ გვექნება.....მორჩა, დამთავრდა.......ჩავკიდოთ ხელები....იმ მილიონობით დაკარგული ღიმილის ხათრით ჩავკიდოთ და ჩვენც გავიღიმოთ....
გავიღიმოთ.....
რომ აღარასდროს იკითხონ:
-რა ღისრს თქვენთან ომი?
რომ აღარასდროს ვუპასუხოთ:
-მილიონობით ცრემლი, მილიონობით მკვდარი შვილები, ძმები, მამები........... მილიონობით ახალგაზრდა.....
და მილიონობით სიყვარული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები