ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კოლხიდელი1987
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
31 მარტი, 2011


წამებულ ძმისადმი

ერზე მჭმუნვარი ძმათა კრებული
ერის საფიცარ რაინდს გიწოდებს,
უკვდავ საქმისთვის ჯვარზე ვნებული
სასუფეველში შეხვალ, იცოდე!
ქრისტემ მოგმადლა ცის გასაღები
და სერაფიმთა ჰაეროვნება,
არ გწამს მონღოლის ნატრაბახები
და არც მარდოხეს ყალბი ცხოვრება.
გვეტანებოდნენ ძაღლნი და ღორნი,
შემუსვრა სურდათ ელვარე ჭაღის,
მაგრამ ხომ დავრჩით მაინც ჩვენ ორნი,
მკრთალნი რაინდნი მწუხარე სახის.
კვლავაც დავუდგეთ დარაჯად საფლავს,
ყველა ცოცხალთა მიზანს და მიზეზს,
ამგვარ წამებს ხომ შვებაც ახლავს,
ხვალეც იმედის თვალებით გვიმზერს.
ცხოველმყოფელი თვალები იგი
გვიწამებია ცხოვრების წყაროდ,
დაგვცქერის თვალი არსთა გამრიგის,
ის აგვარიდებს ბედის შავ ტაროსს.
და ოცნებებიც ცას მისწვდნენ ჩვენნი,
ცა გარდაგვეხსნა მარადჟამული,
ხელთუქმნელ ხატის დიდებით მშვენი
ღვთის წილხვდომილი ჩვენი მამული.
დე, ელვარებდეს ივერთა ცაზე
მზე შუაღამის, ბარძიმი წმინდა,
გვწყალობდეს, ვინაც გვიკურთხა ვაზი
და ღვთისმშობელი ვინაც დაწინდა.
ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე,
ბნელში მსხდომთ კვლავაც ავუნთოთ კვარი
და მიგვიძღოდეს ეკლიან გზაზე
წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი.


ზვიად გამსახურდია


1985 წელი


პ.ს. 31 მარტი-ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები