ჩემი სახელია იაკობი,იაკობ დადეშქელიანი. ოდესღაც ცნობილი ვიყავი,ქვყენაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახლდით.მე,გაბრიელ სვანიძის მენეჯერი. გაბრიელი ნიჭიერი ადამიანი იყო,მას თითქმის ყველაფერი ეხერხებოდა.მეც,როგორც გამოცდილმა მენეჯერმა დავინახი მასში წყარო,რომელიც ბევრ ფულს მომიტანდა. მთელი ჩემი ქონება ჩავდე ალბომში,გაბრიელის სოლო ალბომში.ამ ალბომმა არა ერთი მილიონი მოგვიტანა.იგი ცნობილი გახდა ქვეყანაში,ის უყვარდათ გოგოებს,მას უსმენდა სხვადასხვა ასაკის მსმენელი. წარმატება არ გვაცდიდა უსაქმოდ ყოფნას,ჩვენი მოღვაწეობის დაწყებიდან ერთ წელიწადში გაბრიელი მიიწვიევს ფილმის მთავარ როლზე,რომელმაც შემდეგ წლის საუკეთესო ფილმი და აგრეთვე საუკეთესო მსახიობის ჯილდო მოიპოვა. შემოსული თანხისგან შევქმენით გაბრიელის სუნამოს ქსელი,შემდეგ რესტორნები ავაშენეთ სხვადასხვა ქვეყნებში,კაზინოები,სავაჭრო ცენტრები,კლუბები,კინოთეატრები,სტუდიები და ასე შემდეგ. რამოდენიმე წელიწადში გაბრიელმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა.ჩვენ ყველაფერი გვქონდა,რასაც ადამიანის ფანტაზია გაწვდებოდა. ცხოვრება მშვენიერი იყო... ახლა?ახლა ქუჩებში მძინავს,მათხოვრობით ვირჩენ თავს.პასტა და ფურცელი ვიშოვე ძლივს,რადგან ვგრძნობ,რომ ვკვდები და სიკვდილის წინ დაწერა მინდა მის უცნაურ და მოკლე ცხოვრებაზე. ზუსტად არ მახსოვს თარიღი,დაახლოვებით ორი წლის წინ,მე და გაბრიელი ქალებთან ერთად,იახტაზე ვიყავით და ოკეანეში ვსეირნობდით.გაბრიელს როგორც ყოველთვის ქალები ეხვეოდნენ.ის იყო მაღალი,ათლეტური აღნაგობის,შავგვრემანი,ნაცრისფერი თვალებით,მკაცრი სახითა და გრძელი,ყავისფერი თმებით.მართალია,ხშირად მის გარეგნობას აბრალებდნენ მისივე წარმატებას,თუმცა გაბრიელი ერთ-ერთი უნიჭიერესი ადამიანი იყო,შეიძლება ითქვას ყველაზე,რაც კი ოდესმე გამიგია.ის კარგად ნასწავლიც იყო,ამიტომაც ხშირად ვერ ვუგებდი ხოლმე,რადგან ის,როგორც ყველა განათლებული ადამიანი ცოტა უცნაურად იქცეოდა. მშვენიერი დღე იყო,სანამ წყალმა აღელვება არ დაიწყო. ყველაფერი რამოდენიმე წუთში მოხდა,ძლიერი ტალღა დაეჯახა იახტას და გაბრიელი აღარსად სჩანდა. გადიოდა თვეები,პოლიცია მთელი დღე და ღამე ძიებაში იყო მსოფლიო ვარსკვლავის,მაგრამ ვერაფერს შვებოდნენ. ზუსტად ერთ წელიწადში პოლიციამ მიაგნო გაბრიელს,ერთ-ერთ უკაცრიელ კუნძულზე მყოფს. გაბრიელი ფიზიკურად შეცვლილი იყო.ის ძლიერ გამხდარიყო. შეიცვალა აზროვნებითაც.აღარ იზიდავდა აღარც ქალები,აღარც მანქანები,აღარც ვარსკვლავური ცხოვრება. მეტიც,მან მთელი თავისი ფული უპატრონო ბავშვთა სახლს და ეკლესიას შესწირა. სამწუხაროდ მე ვეღარაფრით შევაჩერებდი,ყფელაფერი მის სახელზე იყო გაფორმებული. იმის მიუხედავად,რომ ვხვდებოდი გაბრიელის გონებიდან შეშლას,მაინც ვერ გავიმეტე და საგიჟეთში ვერ მივიყვანე,უბრალოდ გავუშვი.იმის მერე მასზე არაფერი მსმენია. მახსოვს ჩვენი ბოლო საუბარი,წვერი მოშვებული ჰქონდა,თმები დაგრძელებული მხრებამდე,რაღაც ძონძები ეცვა და ბებერს დამსგავსებოდა. რაღაცეებს მიყვებოდა,მეუბნებოდა,რომ კუნძულზე მიაგნო სამარხს,სადაც მსოფლიოს ნამდვილი ისტორია ინახებოდა,სადაც ეწერა ყველაფერ,რაც რეალურად მომხდარიყო სამყაროში.მეუბნებოდა,რომ შევშვებოდი ქალებში სიარულს,აზარტულ თამაშებს,მეუბნებოდა,რომ ეკლესიაში მევლო. რაღაც გამოთქმებსაც ამბობდა,ვიღაც ცნობილი ადამიანების.მეუბნებოდა,ყველას პატიება სთხოვე ვისთვისაც გიწყენინებია და ბალანსირებულად იცხოვრეო. ახლაც ვერ ვხვდები ვერაფერს. რამოდენიმე დღის წინ გაბრიელი გარდაიცვალა. ამბობენ გულის შეტევით მოკვდაო.გაბრიელს არავინ ჰყავდა ჩემს გარდა,მისი ნივთები გადმომცეს,ტანსაცმელი და ჩანაწერები. ამ ფურცლებზე ყველაფერი წერია,რაც იმ კუნძულზე ნახა... როცა გამოვფხიზლდი,უცნაურ ადგილას აღმოვჩნდი. ცა არ ჩანდა,ჩემს გარშემო დახურული სივრცე იყო,დიდი აუდიტორია ცარიელი იყო,რომელიც სავსე იყო ლოგინებით. კედლებზე სხვადასხვა ნაწერები იყო გაკრული,უცნაური დამწერლობით,ისინი არ გავდნენ იმ დამწერლობებს,რომლებიც ჩვენ გაგვაჩნდა. გარეთ გამოვედი,უზარმაზარ გამოქვაბულში ხუთასამდე ადამიანი ცხოვრობდა.ზოგი საკვებს აკეთებდა,ზოგი ხმლით ვარჯიშობდა,ზოგიც რაღაცეებს წერდა ფურცლებზე უცნაური დამწერლობით. რამოდენიმე წუთში ჩემთან მოვიდა ამ ადამიანების მეთაური,ათეოსი. ის ძალიან მაღალი იყო,წელს ზემოთ შიშველ ტანზე თხელი მოსაცმელი ეცვა,როგორც ყველას გამოქვაბულში. მისი კანი დაფარული იყო სვირინგებით,სწორედ ისეთი ასოებით,რომლებიც ეწერა კედელზე. ათეოსი ლიდერი იყო,ამ ხალხის,რომლებიც საუკუნეებია იმალებიან გამოქვაბულში,იმალებიან იმ სამყაროსგან,რომელშიც მე ვცხოვრობდი. დიდი დრო დამჭირდა,რომ მათი ამბებისთვის დამეჯერა,თუმცა მალე ვაღიარე მათი სიმართლე,რადგან მათ ყველა ფაქტი ქონდათ ხელთ,ქრისტეს შობამდე 1000 წლიდან დღევანდელ დღემდე. დაახლოვებით 200 წელს,ქრისტეს შობიდან.შეიქმნა საძმო,რომელსაც უნდოდა მსოფლიოს ხელში ჩაგდება და კონტროლი,მათ უნდოდათ,რომ მთელ სამყაროში ერთი რელიგია ყოფილიყო,რაც დაეხმარებოდათ ადამიანების მართვაში. სხვადასხვა დროს,მათი საძმო სხვადასხვა სახელს ატარებდა. ამ საძმოში იყვნენ საუკეთესოები საუკეთესოებს შორის,ყველანაირი ტიპის ადამიანები. ბანდიტები,სამურაები,მმართველები,რომანტიკოსები,ტირანები,ფილოსოფოსები,მამათმავლები,დედათმავლები,რაინდები,გენიოსები,მეცნიერები პოლიტიკოსები და ასე შემდეგ. ისინი ნელ-ნელა ძლიერდებოდნენ. შუა საუკუნეებში,მათი სიძლიერე პიკს მიუახლოვდა,თუმცა ფილიპე ‘’ლამაზმა’’ გაანადგურა საძმო. სამწუხაროდ,რამოდენიმე საუკუნუნეში ისინი აღზდგნენ ფერფლისგან,მათმა შთამომავლებმა გააგრძელეს წინაპრების საქმე. ისინი ყოველთვის იყვნენ ჩვენს გარშემო,ჩვენ კი ვერ ვხედავდით იმას რაც ცხვირ წინ გვქონდა. დღევანდელ დღეს მათ ორგანიზაციას მასონებს უწოდებენ.ხალხმა თითქოს იცის მათი არსებობა,მაგრამ ამ ამბავს მითად ტოვებენ,ისევ მასონების ძალისხმევით. ისინი იმდენად აკონტროლებენ ყველაფერს,რომ ჩვენ ვერც ვერასდროს მივხვდებოდით... მასონებმა ჩაიგდეს ხელში თითქმის მთელი სამყარო. როდესაც მათი საიდუმლო გეგმა დასასრულს მიუახლოვდება,ისინი გააქრობენ ადამიანებს,რომლებიც წინააღმდეგი იქნებიან მათი წყობის. მათ უკვე ვეღარავინ შეაჩერებს... ერთადერთი გამოსავალია მათი განადგურება,რაც უბრალო ადამიანს არ შეუძლია. ათეოსი და მისი ხალხი საუკუნეები მუშაობდნენ უნივერსალური აბჯრის შექმნაზე,რომელიც გაუნადგურებელი იყო,რომელსაც ვერაფერს უშავებდა ვერც ტყვია,ვერც რკინა,ვერც ცეცხლი,ვერც სიმძიმე და ვერც ვერანაირი ქიმიური იარაღი. ერთადერთი პრობლემა ის იყო,რომ მისი ჩაცმა ყველას არ შეეძლო,სამოსი უხორცდებოდა ადამიანს,ანუ აბჯარი და ადამიანი ერთ მთლიან ორგანიზმად იქცეოდა. მის ჩასაცმელად არამხოლოდ ფიზიკურად და სულიერად უნდა იყო მზად,არამედ დეზოქსირიბონუკლეინი უნდა ჰქონოდა ადამიანს განსაკუთრებული,სხვებისგან განსხვავებული,რომელიც ძალზედ იშვიათი იყო. ჩემი დნმ-ი დადებითი აღმოჩნდა,მაგრამ დიდი ხნის ვარჯიში მჭირდებოდა სამოსის ჩაცმისთვის მზად რომ ვყოფილიყავი.ჩემ თვალწინ სცადეს ვითომ მზად მყოფმა მებრძოლებმა მისი მორგება,მაგრამ მათი ორგანიზმები ვერ უძლებდნენ ფსიქოლოგიურად მას,რადგან სამოსში უსაზღვრო ინფორმაცია იდო. მე აჩქარებული ტემპით ვვარჯიშობდი,რათქმაუნდა მეთვითონ დავთანმხმდი მის ჩაცმაზე და მსოფლიოს გადარჩენაზე. ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა,სანამ მასონებმა არ მოგვაგნეს.ზუსტად ერთი წლის შემდეგ,რაც ამ კუნძულზე აღმოვჩნდი.სპეციალური დანიშნულების ბატალიონი ჩამოვიდა გამოქვაბულში. ყველა ამოხოცეს.ბავშვები,ქალები,კაცები. მხოლოდ მე დამტოვეს ცოცხალი და სახლში დამაბრუნეს,რათა აინტერესებდათ,არსებობდნენ თუ არა სადმე აჯანყების დამგეგმავები. ყოველ ღამით ისინი დაკითხვას მიწყობენ,ჩემ სახლში. ალბათ დარწმუნდნენ,რომ არაფერი ვიცი.დღე-დღეზე მომიშორებენ. ასე მთავრდება გაბრიელის ჩანაწერი,არაფერი წერია აბჯარის ადგილმდებარეობაზე.არ იყო ნათქვამი,მასონებმა ჩაიგდეს თუ არა ხელთ. არ ვიცი ეს ამბავი მართალია,თუ გაბრიელი უბრალოდ გაგიჟდა,თუმცა მაინც მინდა ეს წერილი განვათავსო,რომელიმე გაზეთში.მკითხველო,გთხოვ,დამეხმარე ამ ინფორმაციის გავრცელებაში. იაკობ დადეშქელიანი გარდაიცვალა ორ დღეში,წერილის გაზეთში განთავსებიდან,მისი გვამი არ არის ნაპოვნი. 2039 წელი.მასონებმა,თურმე არაადამიანური რასის წარმომადგენლებმა ღიათ გამოუცხადეს ომი მთელ კაცობრიობას.ადამიანები გაერთიანდნენ მათ წინააღმდეგ.დაიწყო მესამე მსოფლიო ომი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მასონებმა,თურმე არაადამიანური რასის წარმომადგენლებმა ღიათ გამოუცხადეს ომი მთელ კაცობრიობას ეს არის სრული სისულელე მომიტევოს ავტორმა მასონებმა,თურმე არაადამიანური რასის წარმომადგენლებმა ღიათ გამოუცხადეს ომი მთელ კაცობრიობას ეს არის სრული სისულელე მომიტევოს ავტორმა
2. ახლა ვიხუმრებ პაწას:
არ ვიცოდი ჯასტინ ტიმბერლეიკი ქართველი თუ იყო! :D ახლა ვიხუმრებ პაწას:
არ ვიცოდი ჯასტინ ტიმბერლეიკი ქართველი თუ იყო! :D
1. ჰმ, ასეა, მასონებზე საუბარს დაიწყებ და გიჟივით გეპყრობიან. :) ჰმ, ასეა, მასონებზე საუბარს დაიწყებ და გიჟივით გეპყრობიან. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|