ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უცნობი მოხეტიალე
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2011


მეტრფიან

სასახლეებს შორის აჭრილი სული, სტვენა სტვენით ჩაუქროლებს დედამიწის
პარანორმალურ მოვლენებს..
და გულით ვცდილობ აგარ გავუშვა გზები,
რომელიც გველივით მიიკლაკნება ხელის გულებზე!
თვალები დავხუჭე!ქაოსი!ფერები!მორევი!ნახატები!
არეული ღრუბლები მეტრფიან.
მეტრფიან!
მეტრფიან ფეხებთან მომავალი რელსები,
თავიდან ამოვარდნილი ფიქრები მეტრფიან,
და ყავის ჭიქაში დალექილი თვალები მიყურებენ,
ელიან ჩემს გაგიჟებას!
სტვენა!
ზანზარი ფანჯრების, კედლებზე ნახატები,
და მეტრფის გონება!
დაბინდული სუნთქვა!
ერთი,
ორი,
სამი,
გარდაცვალების გაშიფვრა,სიკვდილი მეტრფის.
სიკვდილი მეტრფის!
შევიშალე!
შევიშალე!
შევიშალე!
შევიშალე!
შეშლილები ჩაივლიან სტვენა სტვენით სასახლეებს,
და ხალხი ტაშს დაუკრავს.
ახლა ადრეა!
ახლა ადრეა!
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები