ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გვანტსულა
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2008


ცივი ლოდები

წარწერებიც კი წაუშლია, უგუნურ წვიმას,
ობლად დარჩენილან ტიტველი ლოდები,
ცრემლად წამოსულა ზეციდან წვიმა
და წაუღია მოგონებები....

აღარ დარჩენილან არსად ეს ფიქრები,
ჩუმად რად ვიტანჯავ თავს?!
გაყინულ ლოდებზე უმალ ჩამოვჯდები
და ფიქრებს გავატან ქარს....

გაყინულ ლოდებზე წარწერებს დავეძებ,
ქარი მეუბნება რას?!
ჩურჩულით მიყვება წარსულის ზღაპარს
და წამს მიარბენს წამს...

რას მერჩის, უბედურს, რატომ არ მინდობს
და რატომ მესხმის თავს?!
გაყინულ ლოდებზე დაყინულ ტუჩებს
რაღატომ ვადებ კვლავ?!


სულმთლად წაუშლია წვიმას წარწერები,
აღარსად იჩენენ თავს,
ალბათ მოგონებას ვერასდროს მოერევა,
იგი დაიმარხა აქ...

აბო აწამეს და აქვე დაწვეს,
ფერფლი გაატანეს ქარს,
ჩემი ფიქრებიც ასევე გაიბნა,
მე აღარ დამრჩა გზა...

ღამე არ ჩამოვა ციდან ელვის სვეტი
და არ გაანათებს ხატს,
არც ჩემს სხეულზე არ ილოდებენ,
მე არ შემადრიან მას...

თუმცა, მოწამე ვარ, მე ამ სიყვარულის,
ცრემლები მომდის კვლავ,
ოხ! არ დამინდო ამ ურცხვმა წვიმამ
და დამისველა თმა...

ქარი კვლავ ზმუის, მოკვლას მიპირებს,
მტკვრისკენ მიბიძგებს თან,
გაყინულ ლოდებზე არ ჩანს წარწერები
და მეც მივყვები მათ....

20.04.07

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიო ზედვაკელი ვულოცავთ დაბადების დღეს