ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არმანი
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2011


მოგონება

ბავშვობაში დედის გულით, ნამღერ იავნანას,
მამის მიერ დღეგრძელობას, უთვალავს და მრავალს,
სამშობლო და დედაენა, ჩვენ რომ შეგვაყვარა,
მარად უნდა დაფასება, წინაპართა ამაგს.

უდარდელი ბავშვობა და უღრუბლო ზეცა,
მშობლიური თბილი კერა, მომავლისკენ სწრაფვა,
უტკბილესი სიყვარულის, პირველი შეგრძნება,
მოგონებად ჩვენში რჩება, სათუთ მოგონებად.

ცხოვრების გზას მივუყვებით, აღმართს მალე ავალთ,
წლები გარბის, დრო კი მიდის, თმა ჭაღარა ხდება,
ბავშვობიდან სიყვარულით, მოვიგონებთ ყველას,
გადმოვხედავთ ტკბილი გრძნობით, მრავალ წარსულს ჩვენსას.

სიჭაბუკის ჩვენი წლები, თვალწინ მიდგას განვლილი,
ღრუბელივით ცის ლაჟვარდი, მოგონების აჩრდილი,
მომავალზე ოცნება, ჩვენი დარდი და ფიქრი,
მოგონებად დარჩება, იმ წარსული ცხოვრების.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს