ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2011


მარხვის ბოლო ლოცვა

სად არს მოყვასი?! მტერი აქ რა მოსატანია...
ბოლო ლოცვაა მარხვის თუმცა ღვთის საკრალურით
კვირის წინ ცაზე დაფრინავდა თეთრი სატანა -
ვნების დღეები, რომ იწვიმა და დავსნეულდით.

გადამწვარ სახლთან ღამეს ისევ ეცვა შილიფად!
და ლიანდაგის ხმა მერყევი... (თითო სადგური
საზვერეს ჰგავდა) სინათლისკენ ფეხი შემიცდა
და მაშინ, როგორც სარეველა ფესვებ-გადგმული -

ვჭამდი მზის კიდეს და წყვდიადთან გა(რ)დავინაცვლე…
(ცხელოდა ისე, რომ სხეულში ადუღდა სისხლი)
გაშლილ სუფრაზე მიტევებულ ცოდვილებს-ცოდვას
მავანი (აღარ) განიკითხავს - შეახვევს თალხში.

ასე დაცლილი, უთვისტომო მომჟავო ხანა
იმ ჩვილს წააგავს - ძუძუს განგებ რომ ააცლიან...
მკვდარი ცნებებით იუდამ - ხომ სამყარო დახნა,
ახლა იმ ბელტებს ვინაწილებთ ცოდვა-ბრალიანს.

აპრილის გული წყალში იდგა დაღამებამდე...
როცა ღრუბლები ბათქაშებად ელაგათ მიწებს...
სად არს მოყვასი?! და რა ვიმკე... - თუ მოყვასს ვანდე?!
ახლა ხომ მტერი მასში სახლობს და ნაყოფს იწევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები