შემაყვარე,შენ უკვე შემაყვარე შენი სითბო კანის, სულის სარკეში დანთებული თეთრი ცეცხლი. დამიტოვა,შენმა არსებამ დამიტოვა სიგიჟეში ჭკუა ლამის, შენი თვალების სიღრმის უსასრულობას ველტვი. ალბათ ხელს მიწვდის ერთადერთი ღმერთი... მისი თმა ოკეანეს არა,უფრო ჰგავს გალაქტიკას, სამოთხის სურნელით,სირბილის სინაზით. მასზე ოცნებებით აგებულ ნათელ პირამიდას ვერას ავნებს ვერაგი ვაების ბოროტი ზმანება. უბრალოდ არსებობდეს და გადავიტან შავი ამინდის გრგვინვას, შევაჩერებ უმოქმედო ცხოვრების წინსვლას. დაე დაიწყოს ის,რაც დამთავრდა,სიყვარული დაიწყოს თავიდან, თუმცა უკანასკნელად,რადგან ჯერ უპოვნელის დაკარგვა არ მინდა. ნეტავ ხელს მიწვდის ერთადერთი ღმერთი? ის ხომ გზავნილია მიწაზე ზეციდან, უფრთო ანგელოზების წმინდა კერიდან. გულით მშვენიერ,სულით სიმშვიდით ყველა ვარსკვლავზე ნათელი სიწმინდით... დღეს ზეცამ მაჩუქა შენი არსება წვიმად, იასამნისფერი ზაფხულის თოვლი. სიყვარული ამ გრძნობამდე ახლოც ვერ მივა, ამ სამყაროში ყველა-ფერს შევძლებთ ჩვენ ორი. მთვარეს გავათბობთ,მზეს დავამშვიდებთ. გზას ვერ ჩაკეტავს ვერც ერთი მორი. გემს ვერ ჩაძირავს ვერც ერთი შტორმი. მართალია,შენთან ყოფნით ვერ ვძღები,ვერც გეტრფი,ვერც გელტვი. მაგრამ რომ არსებობ ვმშვიდდები,ვცოცხლდები,ვოცდები. თაყვანს ვეღარ ვცემ ვეღარც ერთ ღმერთს, ჩემი სული ეკუთვნის შენ ერთს. შენით ვიღვიძებ,შენით ვნელდები, შენით ვარსებობ,შენით ვბერდები. შენი ღვთიური სილამაზით ვსუნთქავ და ასე იქნება ყოველთვის მუდამ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. დამუშავება არ აწყენდა, ანუ უფრო ლამაზად ჩამოყალიბება აზრის.... დამუშავება არ აწყენდა, ანუ უფრო ლამაზად ჩამოყალიბება აზრის....
5. ჩემი სული ეკუთვნის შენ ერთს.
შეცდომითაა, თუ ახალი ხედვაა რამე? ამ შინაარსს უკეთესი ლექსი ეკუთვნოდა..(ნუ მიწყენ,მე ასე აღვიქვი და..) წარმატება შემდეგისთვის:) ჩემი სული ეკუთვნის შენ ერთს.
შეცდომითაა, თუ ახალი ხედვაა რამე? ამ შინაარსს უკეთესი ლექსი ეკუთვნოდა..(ნუ მიწყენ,მე ასე აღვიქვი და..) წარმატება შემდეგისთვის:)
4. "შევაჩერებ უმოქმედო ცხოვრების წინსვლას" – თუ უმოქმედოა, რაღა შეჩერება უნდა!? აზრობრივი წინააღმდეგობაა აქ და საერთოდაც სუსტია ლექსი – აზრობრივად, სახეებითაც და შესრულების თვალსაზრისითაც (რიტმი–რითმა)
წარმატებები! "შევაჩერებ უმოქმედო ცხოვრების წინსვლას" – თუ უმოქმედოა, რაღა შეჩერება უნდა!? აზრობრივი წინააღმდეგობაა აქ და საერთოდაც სუსტია ლექსი – აზრობრივად, სახეებითაც და შესრულების თვალსაზრისითაც (რიტმი–რითმა)
წარმატებები!
3. მე დამეზარა წაკითხვა :( მე დამეზარა წაკითხვა :(
2. მელოდიურობა საერთოდ ვერ ვიგრძენი (პირადად მე). ფრაზები მომეწონა.
+2 მელოდიურობა საერთოდ ვერ ვიგრძენი (პირადად მე). ფრაზები მომეწონა.
+2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|