ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამელ გრინი
ჟანრი: პროზა
29 აპრილი, 2011


ნახვამდის! (ჩემს თანამემამულეებს)

მე არ ვაპირებ გარდაცვალებას,
მე არ ვაპირებ შიმშილს,
მე არ ვაპირებ წყურვილს,
აღარ დამიპირებია მარხვა...
მაპატიეთ, რომ ცოცხალი ვარ,
მაპატიეთ, რომ არ მშია,
მაპატიეთ, რომ არ მწყურია,
მაპატიეთ, რომ სხვებზე ცარიელი ვარ,
მაპატიეთ, ჩემზე ცარიელებო,
რომ წახვედით, რომ ისევ გშიათ,
რომ ისევ გწყურიატ, რომ მარხულობთ,
რომ სიცარიელის
გამო თქვენ წახვედით ჩემგან, თოჯინებო...
მე მაპატიეთ, რომ აღარ ვსვამ,
აპატიეთ ჩემს ძმას,
რომ არასდროს ნდომია ჩემთან სექსი,
მაპატიეთ მე,
რომ არასდროს მდომია მასთან სექსი,
გვაპატით ორივეს,
რომ თქვენ ვეღარ აღშფოთდებით ამით.
აპატიეთ ღმერთს,
რომ საქართველოში დაიბადეთ,
აპატიეთ ღმერთს,
რომ მართმადიდებლები ხართ.
აპატიეთ გრანელს,
რომ გაიცანით ის, მაგრამ ვერ შეიცანით.
აპატიეთ მეფეს,
რომ აზნაურის გვარი არ გაქვთ.
აპატიეთ დედებს,
რომ ზვიადის დროს სხეულით გარჩენდნენ,
აპატიეთ მამებსაც,
რომ დედები გარჩენდნენ.
აპატიეთ სიკვდილს,
რომ ბებია და ბაბუა აღარ გყავთ.
აპატიეთ მუსიკას,
რომ არსებობს: ჯენისი, ჰენდრიქსი და გილმორი.
აპატიეთ დედამიწას,
მწვანე რომ დაარქვით.
აპატიეთ სამარშუტო ტაქსის მძღოლს,
რომ გადავიდა და არ გაგიჩერათ.
აპატიეთ საკუთარ თავს,
რომ მე არ ვარ სავსე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები