ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუიზიანი
ჟანრი: პროზა
11 მაისი, 2011


გზა სიცოცხლისკენ

ზარები რეკავენ. ეს ტაძრის ზარებია. სასიამოვნო ხმა სულის სიღრმემდე აღწევს.
-მეძახის! გაისმა გოგონას ცრემლნარევი ხმა. ამაოდ ცდილობს საწოლისგან გათავისუფლებას. ახალგაზრდა, მებრძოლი სული ვერ ერევა ავადმყოფობისგან დაუძლურებულ სხეულს. დაღლილი თვალებით გასცქერის ტაძრისკენ მიმავალ  გზას. ზეწარს ჩაეჭიდა, უფერული ტუჩები ნერვიულად მოიკვნიტა და მამას სთხოვა ყველა ძვირფასი ნივთი ოთახში შეეტანათ. მამა დაიბნა, თუმცა თხოვნა შეუსრულა.
-მამა! მიდით, სთხოვეთ ამ ნივთებს სიცოცხლე მაჩუქონ!... თქვენ ტაძარში სიარული ამიკრძალეთ, სანაცვლოდ ფუფუნებით გამანებივრეთ. გეგონათ უფალს ამქვეყნიურ სიმდიდრეზე გავცვლიდი?! სიცოცხლე ხომ უფალთან ერთად ცხოვრებას მოაქვს.
სიჩუმე...
მამის ცრემლები ეფერებოდნენ გოგონას გაყინულ სახეს, რომელიც  მზესავით ნათდებოდა.  შიშმა მოიცვა, დაიჩოქა, ხელები აღაპყრო და სინანულით ამოიკვნესა: შემინდე უფალო, ვერ შეგიცანი!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები