ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მენთოლლ
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2011


***

როგორც ლოცვა და როგორც სიმღერა,
აქ მოვლინების სამადლობელი,
ხეთა რტოებზე ცრემლად იღვრება,
ცათა უშორეს საგალობელი.
და დედამიწა-ერთი საყდარი,
მიტოვებულა,როგორც აკლდამა,
შიშველ ქალივით გადაირბინა
თავთუხისთმება
ღამის ვარსკვლავმა...
ჩემი სევდაა,ჩემი ნაღველი,
და კიდევ უფრო ცრემლი კამკამა.
ცათა უშორეს მტრედის თვალთაგან
ჩამომწვეთარი საგალობელი,
მიტოვებული, როგორც აკლდამა.

ზაალ ჯალაღონია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები