ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვაზიმოდო
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2011


საბრალო ჯალათი ღიმილის მახვილით.(პოეტური მონო პიესა ესმერალდას)

შენ სასტიკი ხარ,როგორც ჯალათი და მასზე უფრო მეტად სასტიკიც.
სილამაზეა შენი ნიღაბი და ის ღიმილიც ბაგეს რომ ასე გიმშვენებს მუდამ...
და ამ ნიღბების უკანა დგას სასტიკი გონი.
შენ შეგიძლია გაღიმებულმა ამომიღო მკერდიდან გული თავად ღიმილით და ჭრილობაზე დამაყარო პეშვით მარილი,
მაგრამ ამასაც არ დასჯერდე და გულის მსგავსი სუროგატი,რაც აღმოცენდა გულის ნაცვლად შენ რომ წარმსტაცე,
გინდა რომ ისიც მიითვისო ისევ ღიმილით...
მე გივიწყებდი,
გამოხდა ხანი და ვებრძოდი ჩემს თავს სარკეში.
ის სარკე თავად სულში მქონდა და იყო ომი ჩემს და ჩემს შორის...
შენ კი გამოსჩნდი როგორც აფთარი,თუმცა ღიმილი ნაზი გქონდა,რიმლის იქითაც მალავდი ზრახვებს ჯერ არ გაგონილს..
მომიბოდიშე,თუმც რად მინდოდა შენი ბოდიში,ღიმილნარევი მაცდურებით გაჯერებული?
მე ხომ ბოდიში არასოდეს არ მითხოვია!?
შენ კი რომ მთხოვე განშორება(ის ბევრჯერ მთხოვე)
მე მივდიოდი,მე ვქრებოდი,როგორც სანთელი ძლიერ ქარის დროს,
ხოლო ჩემს გულში მღელვარებდა დარდის ტალღები
და უსასრულოდ აწყდებოდა სულის ნაპირებს,
ჩემი გული კი სიყვარულით გაჯერებული,
გრძნობდა დაკოდვას ოთხი მხრიდან შხამიან ისრით...
შენ სასტიკი ხარ,არსაით მაქვს მაინც ნუგეში
და ერთადერთი მელანდები ცამდე სრულიად,
და რაც ვარდები მიჩუქნია,მისი ეკლებით
შეუბრალებლად ჩემი გული შეისრულია...

მე გივიწყებდი,უფრო სწორად ვცდილობდი ამას
და სისხლიც დაწყდა იმ გულიდან შენ რომ დაკოდე,
მაგრამ ჯალათი რის ჯალათია ეს რომ იკმაროს?

როგორ ვცდილობდი ამომეჭრა მოგონებების მძლავრი ტალღა თავად ტვინიდან,
მაგრამ რას იზამ,ვერ ამოშლი,რაც სამუდამოდ ჩაბეჭდილა ტვინში და გულში,
რაც ამოშანთა ბედისწერის მსახვრალმა ხელმა..
მე შენ მიყვარდი,
გივიწყებდი,
აღარ ვფიქრობდი,
თუმცა გატყუებ,რადგანაც ალბათ არ გასულა განშორებიდან უბრალოდ წუთიც,შენ რომ არ მეგრძენ...
და ტკივილები აწყდებოდა ჩემი სხეულის ცარიელ კედლებს,თითქოს შიგნიდან...
ვერ დაგივიწყე,თუმცა ვცდილობდი...
და მუდამ როცა გიხსენებდი,გადამივლიდა ტკბილ-მომწარო ტუჩზე ღიმილი.

შენი სახლის წინ ხეთა ჩრდილში ხშირად შევმდგარვარ,
რათა მეხილა საოცნებო შენი მშვენება
და მივდიოდი კმაყოფილი,როცა გნახავდი,
ეს კი ძალიან იშვიათად,სულ სამჯერ მოხდა,
ხოლო მამალმა არ იყივლა თითქოს ჯინაზე,
რომ შეგემჩნიე,რომ გავეცი თუნდაც ერთ ვერცხლად..
რატომ მოხვედი,რატომ მთხოვე კვლავაც ბოდიში,
მითხარ ჯალათო ეს ქმედება რამ გაიძულა?

შენ სასტიკი ხარ,თუმცა ლამაზი
და ღიმილი გაქვს ძალზე ცბიერი,
რისგანაც ალბათ თავისდროზე თვით ეშმაც ცდუნდა...
გთხოვ გამარკვიე მაგ ბოდიშით რისი თქმა გსურდა!?
რატომ გამოჩნდი?
ეს გამოჩენა მე ხომ შენთვის არ მითხოვია,
ასე მგონია რომ უშენოდ არ მიცხოვრია...არცერთი წამით.
შენ გამაოცე ჩემი თავით,
რადგანაც ჩემში აღმოვაჩინე სიყვარულის დიდი უნარი და მხოლოდ შენით,
და ჩემი სულის ნაკუწები მოგიძღვენი ლამაზ წვიმებად,
რომელთა წვეთებს თითოს თითო ლექსი მოსდევდა.
შენ კი სულ ერთი ციცქნა სითბო შემომატყუე სიყვარულად და დაგიჯერე,რადგან მიყვარდი....
მაგ სისასტიკით რაც შენშია,ყველაფერი დაიმსახურე:-ჩხუბი,ღალატი,სიძულვილი,ბოლოს სიკვდილიც,
მაგრამ მიყვარდი და რატომღაც ვერ გაგიმეტე.
ვერც გაგიმეტებ,რადგან მიყვარხარ
და შემიძლია მხოლოდ შენსკენ ვისროლო ვარდი ტყვიის სანაცვლოდ,
ჩხუბის სანაცვლოდ მოფერებას მოგივლენ ციდან
და სიძულვილის ნაცვლად ალბათ დიდ სიყვარულს გამოვიმეტებ.

ღალატზე მკითხავ?რა ღალატი?რომელი ლატი?
ფიქრები მხოლოდ შენს გარშემო ჰკრავენ კამარას
და იმ ქალებთან,ვისთანაც ვწევარ გართობის მიზნით,
მხოლოდ და მხოლოდ შენზე ვფიქრობ,
შენ მახსენდები,და უნებურად შენს თავს ვადრი მათ,
და მწარედ ვხვდები იმ განსხვავებას შენში რომ არის...
ვერ გიღალატე,სული მაინც დამრჩა სპეტაკი,
ხოლო ტვინი კი მაგ სურნელით გაჯერებული
და განგასხვავე მათგან ისე,მათ ვერ ვუთხარი...

ეს განსხვავება მიყვარდა ზუსტად და ამის გამო გაპატიე ყველა ტკივილი,
რაც ერთადერთმა ყველაფრისთვის გამოიმეტე.

მე კი მიყვარდი ამის გამოც,ახლაც მიყვარხარ,
თუმც ხარ სასტიკი,ლამაზი და უფრო საბრალო,
კარგად იფიქრე გაარკვიო იქნებ რას ეძებ,
იქნებ იპოვო შენი ნავი ამ სამყაროში
და თუ ოდესმე დაგჭირდება ნავში მენიჩბე,
ანდა უბრალოდ თანამგზავრი დიდი გრძნობებით,
არ მოგერიდოს,მომაკითხე,ნუ გაწითლდები,
რადგან მე ერთ ქალს გავუწოდე ოდესღაც ხელი
და ჩემი ხელი არასოდეს არ დაეშვება,
თუ არ მომკვეთეს რა თქმა უნდა ხმლით ან ღიმილით..

მე ის მიყვარდა,შევთავაზე მიტომაც ხელი,
მან კი ამ ხელით ბეწვის ხიდი გადაიარა,
და რომ გავიდა სამშვიდობოს ცბიერ ღიმილით,
წარმტაცა გული,სუროგატიც,რაც აღმოცენდა
და გადაფხიკა ჭრილობებიც ბასრი ღიმილით
და მოისროლა ჩემი გული სადრაც შორეთში...

მე ის მიყვარდა,კვლავაც მიყვარს და მეყვარება
და თუ ინებებს სიცოცხლესაც არ დავიშურებ.
ის ქალი შენ ხარ,ტკივილს მეტად ნუ მომაყენებ
და ჩემთან მოსვლის ნუ შეგრცხვება,რადგან მიყვარხარ!..
თუმც შემიძლია დაგივიწყო ისეთნაირად,
შენ მოგეჩვენოს,ან გეგონოს რომ დამავიწყდი....

                                  კვაზი უმახინჯესი ორიათასოცდა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები