ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრია თორელი
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2011


სიდონიას

შენს ციცქნა ხელებს თვით სამყაროს ჩატევა ძალუძთ..
გაიღიმებ და ყველაფერი მკრთალდება ირგვლივ.
ანგელოზები დაგიწნავენ სინათლის გვირგვინს
და იავნანას გიმღერებენ ნაკადულები.
ალიონიდან დაისამდე და ან პირიქით,
შენი თვალები მოელიან ჩემს დაბრუნებას.
,,მამიკო მოვა!", ,,მამა მოდის!", ,,მამა მოსულა!" -
უფალმა ნუ ქნას შენი მამის არ დაბრუნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები