ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2011


შენ ცხოვრობ

                        და თუ შენ ღმერთო არ მოგვიტევე,
                        ვინღა დარჩება ქვეყნად უბიწო.

                                                                ჰაინრიხ ბიოლი.


გარეთ ისვრიან,მზე ამოდის უკიდურესად
გვიან და აღარ გეშინია, შაქარზე როცა
გაგზავნის დედა.(მიათრევენ მოჭრილ კიდურებს)
შენ ყოველ ღამით კედლებიდან სიჩუმეს რეცხავ.

დედის საწოლში „ბიძა“ ერთი,დროდადრო მერე
„ბიძების“ რიცხვმა შენ ასაკთან ერთად იმატა..
საწოლი შენი– ოთხი გრძელი მოჭრილი მორი.
უძილობა და გამოშრობა.თვალებში–მტვერი.

დილა და ზეცა.უმნიშვნელო ქაოსი.სახლი–
ორი ოთახი.სიყვითლე და ფანჯრიდან მხოლოდ
საფუნთუშეა შენი ხედი და შორი–ახლოს,
კვირაში ერთხელ არიგებენ პურსა და ხალვას.

გართობა შენი,მეგობრები,ძველი შენობა...
გამოხეული ფეხსაცმელი .წვიმა და გუბე–
სხეულში შენში.გულში შენში იმ დღეს ინიშნავ.
მეზობლის კაცი, როცა გივსებს ვაშლებით უბეს.

რომელსაც შენ დას ერთი კვირა გამოუზოგავ.
ხელები შენი,უმოქმედო ხელები ნაჭრის.
ეზოში–ჩრდილში გაწოლილი შავი ნაგაზი.
შენ იხუთები სხეულში და არ აღებ ფანჯრებს.

სიმშვიდე შენი.ვადაგასულ ღამეებს შორის
დრო ისე ჩქარა გეპარება,უყურადღებოდ.
საწოლი შენი ოთხი გრძელი მოჭრილი მორი.
წევხარ და მამის გადიდებულ სურათს უყურებ.

შენ ცხოვრობ ომში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები