| ავტორი: მენთოლლ ჟანრი: პოეზია 11 ივნისი, 2011 |
ჩვენ მარადიულს მივემსგავსებით, უკანასკნელი თუ გვიდგას ღამე. და მთვარიანში სავსე თასებით, თეთრი ვარდები სიჩუმეს სვამენ. ოთხივე მხარეს გავხედავ მთვრალი, ეს სილამაზე არასდროს წახდეს. მოილოგინებს ცა, მიწა, ქალი, და დაბადება სასწაულს ახდენს. აქ გაოგნების წამია ახლა, მე ვეკითხები ყოველთვის გამჩენს. დაბადებული თუ მივალ მაღლა, არმოვლენილი,სად,როგორ, დარჩეს?! თეთრი ღრუბელი ტკივილებს უძლებს, ოთხივე მხარეს ვუწვდინე თვალი. თითქოს სხეული მივეცი ღრუბელს, სამაგიეროდ მან მომცა ქალი. და სადაც ვდგავარ,ეს ველი უცებ, კვლავ მოიქცევა მაგნიტურ არედ. ქარი კი აშლის და ფანტავს ფურცლებს, და შემოდგომის ქარია გარეთ.
ზაალ ჯალაღონია . .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მშვენიერი ლექსი კიდევ ერთხელ...
მშვენიერი ლექსი კიდევ ერთხელ...
3. მიყვარს ამფერი რაკრაკა და პოეტური ლექსები. გეიხარე ძამია. მიყვარს ამფერი რაკრაკა და პოეტური ლექსები. გეიხარე ძამია.
1. მოილოგინებს ცა, მიწა, ქალი, და დაბადება სასწაულს ახდენს.
მაგარია ძმაო!!! 55555 მოილოგინებს ცა, მიწა, ქალი, და დაბადება სასწაულს ახდენს.
მაგარია ძმაო!!! 55555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|