ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვაზიმოდო
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2011


არ დააგვიანო დღეს ციურ ტაძარში (ესმერალდას)



ქარები გუგუნით იძვროდა ზეციდან
და შენი თვალების ცად იდგა ნათელი,
ვარსკვლავთა მხედრები მოვიხმე შენთვის და
ეს ჩემი მუზები სულ ფეხქვეშ გავთელე.

არ დააგვიანო დღეს ციურ ტაძარში,
დილაა,მაისი...ვარდების ბურია,
მე წუხელ ვიღაცის ედემი გავძარცვე
და ყეფით მომდევდა ფეხდაფეხ მურია.

ღრუბლების ეტლებში შევაბი ქარები
და ჩემი ლექსებით დავჭედე სრულიად,
გავაღე დღეს შენთვის სამყაროს კარები,
მაგ თვალთა სხივებით ცა შეისრულია.

არ დააგვიანო დღეს ციურ ტაძარში,
ავანთე მე შენთვის ღვთიური კანდელი,
მე წუხელ რატომღაც სამყაროც გავძარცვე
და გადავაფარე ცის ლურჯი მანდილი,

არ დააგვიანო დღეს ციურ ტაძარში,
დილაა,მაისი...ვარდების ბურია,
მე წუხელ ვიღაცის ედემი გავძარცვე
და ყეფით მომდევდა ფეხდაფეხ მურია.

არ დააგვიანო დღეს ციურ ტაძარში...


                          კვაზი უმახინჯესი,ორიათასოცდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები