 | ავტორი: ხუჭუჭა13 ჟანრი: პოეზია 11 ივლისი, 2011 |
* * * ზოგჯერ სინამდვილე მტანჯავია, ზოგჯერ დაფიქრება საზარია, ზოგჯერ უსიტყვობაც საჭიროა, ზოგჯერ აღსარება წამალია. ზოგთან გაზაფხული იგვიანებს, ზოგშიც სინანულიც გვიან აღწევს, ზოგჯერ მარტოობა ტკივილს ფარავს, ზოგჯერ საიდუმლოც ხიბლს დაკარგავს... ზოგჯერ ოცნებაა ყველაფერი, ზოგჯერ გესიზმრება არაფერი, განა,არაფერს აქვს არაფერი, თუმცა ყველაფერს აქვს თავის ეშხი. ზოგჯერ უაზრობა აზრსაც იძენს, ზოგჯერ სიყვარული ლხენას იწვევს, ზოგჯერ იბადება,ზოგჯერ კვდება, ზოგჯერ უაზროა ვინმეს დაბრუნებაც... ზოგჯერ გაიმარჯვებ,ზოგჯერ მარცხს იგემებ და,თუ არ დამარცხდი,მიზანს ვერც მიაღწევ... ზოგჯერ სიყვარული გვიანია, ზოგჯერ სიხარული მტვრიანია, ზოგჯერ ატირება ტკივილს შველის, მაგრამ სულ ტირილი ნერვებს ებრძვის. ზოგში მეტად ჭარბობს ქალურობა, ზოგსაც ემეტება ავი ჩვევა, რატომ გადაგვარდით?რატომ დაივიწყეთ? ლოცვას მოუხშირეთ,სევდა შეამცირეთ! ზოგთან ბოღმა მეფობს, დამთრგუნველი, ზოგთან სინათლეა,სასურველი, ზოგი უნებურად მიდის ამქვეყნიდან, ზოგან თვითმკვლელობა მეფობს იუდადან. ზოგან ზარს რეკავენ მწუხრის ჟამსა, ზოგან ლოცულობენ უფლის ხატსა, ზოგი ცხოვრობს,იღწვის,რათა მიემსგავსოს უფალს,რომლის მსგავსიც ჩვენ დღეს არვინ არ გვყავს. ზოგი სიამაყით გრძნობას კარგავს, მე კი სიამაყეს ვერ დავმალავ, თუკი ჩვენ,ყველანი,ვიოცნებებთ, მაშინ რეალობაც აზრს დაკარგავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ძალიან ცუდია ძალიან ცუდია
12. ...მაპატიეთ, მაგრამ ბოლომდეც კი ვერ წავიკითხე...... ...მაპატიეთ, მაგრამ ბოლომდეც კი ვერ წავიკითხე......
11. კორექტურისათვის მომიტევეთ!... კორექტურისათვის მომიტევეთ!...
10. ჩემო კარგო! არ ვიცი, მე რატომ მომმართავთ მაინცდამაინც, მაგრამ ერთ რამეს გირჩევდით – ზდმეტად მტკივნეულად ნუ აღიქვამთ კომენტარებს, მშვიდად წაიკითხეთ და თუ ხედავთ, რომ მთლად დადებითი არაა, შეეცადეთ, გააანალიზოთ საკუთარი ნაწერი უფრო კრიტიკული თვალით, მეტი იკითხოთ, ზოგადად და ესეც დაგეხმარებათ "გაზრდაში"... რაც შეეხება ცინიკურ კომენტარებს, მე პირადად, მართლაც არ მსიამოვნებს, როდესაც ცინიზმს ვაწყდები (ჩემთან არ ვგულისხმობ...) ნებისმიერ გვერდზე და ვფიქრობ, თუკი შენიშვნა გაქვს და არ გსურს დააკონკრეტოარც კომენტარში და არც პირადში (თუკი გულშემატკივრობით უდგები ავტორსა და მის ტექსტს), ტონი მაინც უნდა იყოს კორექტული...თუმცა, ზოგიერთს ურჩევნია მხოლოდ ცინიზმი დატოვოს. ეს, ჩემი აზრით, მათთვის რაღაცის კომპენსაციაა..არ ვიცი – რისი... ხშირად, სადაც დისკუსია ლიტერატურულ ჩარჩოებს სცილდება და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაში გადადის, ვერიდები კომენტარის დატოვებას, რადგან არ მინდა, მომიტევეთ, ბალაგანის მონაწილე ვიყო, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც სიჩუმეც არ შეიძლება... მოკლედ, არ ვიცი ეს ამდენი აქ რისთვის დავწერე, მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ მხოლოდ ამ გვრდის ავტორის გულისტკივილი არ არის და ეს ტენდენცია, ზოგადად, ამ ლიტერატურული (და არა მარტო ამ) სივრცის განუყოფელი ნაწილი გახდა... ჩემო კარგო! არ ვიცი, მე რატომ მომმართავთ მაინცდამაინც, მაგრამ ერთ რამეს გირჩევდით – ზდმეტად მტკივნეულად ნუ აღიქვამთ კომენტარებს, მშვიდად წაიკითხეთ და თუ ხედავთ, რომ მთლად დადებითი არაა, შეეცადეთ, გააანალიზოთ საკუთარი ნაწერი უფრო კრიტიკული თვალით, მეტი იკითხოთ, ზოგადად და ესეც დაგეხმარებათ "გაზრდაში"... რაც შეეხება ცინიკურ კომენტარებს, მე პირადად, მართლაც არ მსიამოვნებს, როდესაც ცინიზმს ვაწყდები (ჩემთან არ ვგულისხმობ...) ნებისმიერ გვერდზე და ვფიქრობ, თუკი შენიშვნა გაქვს და არ გსურს დააკონკრეტოარც კომენტარში და არც პირადში (თუკი გულშემატკივრობით უდგები ავტორსა და მის ტექსტს), ტონი მაინც უნდა იყოს კორექტული...თუმცა, ზოგიერთს ურჩევნია მხოლოდ ცინიზმი დატოვოს. ეს, ჩემი აზრით, მათთვის რაღაცის კომპენსაციაა..არ ვიცი – რისი... ხშირად, სადაც დისკუსია ლიტერატურულ ჩარჩოებს სცილდება და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაში გადადის, ვერიდები კომენტარის დატოვებას, რადგან არ მინდა, მომიტევეთ, ბალაგანის მონაწილე ვიყო, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც სიჩუმეც არ შეიძლება... მოკლედ, არ ვიცი ეს ამდენი აქ რისთვის დავწერე, მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ მხოლოდ ამ გვრდის ავტორის გულისტკივილი არ არის და ეს ტენდენცია, ზოგადად, ამ ლიტერატურული (და არა მარტო ამ) სივრცის განუყოფელი ნაწილი გახდა...
9. გაზრდაში არა დაფრთიანებაში :))
00000 000 00000 გაზრდაში არა დაფრთიანებაში :))
00000 000 00000
8. გეთანხმებით ჯინა, მართლაც და უსიტყვობა სჯობს ასეთ უაზრო და არაფრისმომცემ კომენტარებს, რადგან , იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს ურჩიოთ რაიმე და გაზრდაში დავეხმაროთ, პირიქით, ვჭამთ და არაფრად აღვიქვამთ... თუმცა, რა გვიკვირს... ჩვენ ხომ ქართველები ვართ:) გეთანხმებით ჯინა, მართლაც და უსიტყვობა სჯობს ასეთ უაზრო და არაფრისმომცემ კომენტარებს, რადგან , იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს ურჩიოთ რაიმე და გაზრდაში დავეხმაროთ, პირიქით, ვჭამთ და არაფრად აღვიქვამთ... თუმცა, რა გვიკვირს... ჩვენ ხომ ქართველები ვართ:)
7. "ზოგჯერ უსიტყვობაც საჭიროა..." "ზოგჯერ უსიტყვობაც საჭიროა..."
6. ფორმა მომეწონა მარტო : ) ფორმა მომეწონა მარტო : )
5. სიტყვის მრავალფეროვნება არ გაწყენდათ ისე... სიტყვის მრავალფეროვნება არ გაწყენდათ ისე...
4. არ მომწონს, არაფერია მოსაწონი. ნუ ეწყინება ავტორს, მაგრამ შინაარსიც კი გაუგებარია. არ მომწონს, არაფერია მოსაწონი. ნუ ეწყინება ავტორს, მაგრამ შინაარსიც კი გაუგებარია.
2. პირველ სტრიქონზე გავჩერდი...
პირველ სტრიქონზე გავჩერდი...
1. მტანჯავია-მტანჯველია.
ზოგჯერ მიკვირს საკუთარი თავის-რატომ ვკითხულობ ასეთებს ბოლომდე:) მტანჯავია-მტანჯველია.
ზოგჯერ მიკვირს საკუთარი თავის-რატომ ვკითხულობ ასეთებს ბოლომდე:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|