ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა გამგებელი
ჟანრი: პროზა
16 იანვარი, 2012


გეძებ

მარტოობა მკლავს. ძველ დროს ვერასდროს დავიბრუნებ, და ვერც ძველ განცდებს ვიშორებ... არ ვიცი რა ვქნა ცარიელ ადგილს ვერაფრით ვავსებ. სიცარიელეა, სიცივე ძვალში ატანს, არ ვიცი რა ვქნა. გული გამოსვლას ცდილობს, ეძებს, არ ვიცი რას, არც თითონ იცის. კარი არსადაა რომ გააღოს და გამოვიდეს, ძლივს ვაჩერებ. თითქოს გული სუნთქვას იკავებს, უნდა გაჩერდეს მაგრამ არ შეუძლია, ძალა არ ყოფნის და ისევ აგრძელებს მომაბეზრებელ ფეთქვას, წამში ერთხელ, ან ორჯერ... ჰაერს ვისუნთქავ და ფილტვებიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვუშვებ, მზის სხივები ღრუბლებს ჭრის და ნისლში ირეკლება, თვალები მხუჭება. დავიღალე, საშინლად მეძინება. ვეძებ ოცნებებს და მახსენდება რომ არაფერი მინდა, არ ვიცი რა მინდა. თვალებს ვხუჭავ და შემდეგ გახელაზე ვიცი რომ კიდევ ერთი, ერთერთი დღე გათენდება. მზე აგვიანებს. მზეს ვასწრებ. ნისლში სინათლე იკვეთება და ცაზე, ისევ იმ ცაზე ისევ ის მზე ჩნდება, მასაც ეტყობა რომ დაიღალა. მზე იწვის, არ იცის რისთვის, არც მე ვიცი. ვეძებ, ვეძებ ვინმეს. ვეძებ თვალებს რომლებიც ჩემს სიცარიელეს შეავსებს. რომლებიც ზღვასავით ვრცელი იქნება და შემეძლება მასში ჩავიძირო, და აღარასდროს ამოვიდე. ვეძებ სახეს, სადაც ვიპოვი ოცნებებს, ახალს. ან ძველს. ვეძებ ღიმილს, რომელიც ჩააღწევს გულამდე და გააღებს კარს, კარს გზისკენ, საითაც წავალ, და ვივლი. ვეძებ სხეულს, რომელსაც გულში ჩავიკრავ და არასდროს მოვიშორებ. გეძებ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები