ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლანდი_ქიმერა
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2011


შენ დამასწარი...

მე საუკუნე ტანზე შემაშრა...
მტკივა სხეული,
ცოდვების ზიდვით...
ნეტა შემეძლოს, მოვკვდე ხელახლა...
რომ მერე,
აღარ ვიცხოვრო ნიღბით...

მომბეზრდა  უკვე,
ყალბი ღიმილი...
უაზრო ლოდინს არა აქვს ბოლო...
მჭირს უშენობა, მტკივა ტკივილი...
და ასე,
ნატვრა, იმედი მხოლოდ...

მე იმედს დღესაც,
ისევ არ ვკარგავ...
არადა,
წლები სადღაც გაფრინდა...
როცა წავა და როცა დაკარგავ...
მერე მიხვდები,
შენთვის რად ღირდა...

გაივსო ზეცა ნისლით, ნიღბებით...
თავს იმძინარებს ღამე, ზღაპარი...
გინდოდა,
მაგრამ მერე მიხვდები...
რამდენი რამე ვერ მოასწარი ...

ისევ, ის ძველი სიმღერა ისმის...
და ბნელი ღამეც, თითქოს ნათდება...
იმ სიყვარულზე,
არაფერს იტყვი...
ყველაზე მეტად რომ გენატრება...

და მაინც,
შენს თავს ვიპოვი ჩემში...
არ ვკარგავ იმედს,
ვიცი, მოვა დრო..
უშენოდ გული, მაკვდება ხელში...
და უნდა, შენი ნახვა მოვასწრო...

წარსულმა გული ისე ჩარაზა...
დამტოვა ასე, ნაავადარი...
მინდოდა წასვლა,
მაინც ლამაზად...
და ახლაც,
წასვლა შენ დამასწარი...



-----------------------
www.zviad.runet.ge



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები