ჩვენ ჩვენს ფიქრებში ისევ ვვარდებით,
უერთმანეთო ცხოვრებას ვბარდებით,
მაგრამ ვარსკვლავო,მე თქვენ ყოველდღე,
ყოველდღე კვლავ მიყვარდებით.
ნეტავ ახლა სადა ხართ,სად?
მე რომ მგონია ვუცქერ თქვენს თვალებს,
იქნებ ცაზე ვუყურებ ვარსკვლავებს.
მე რომ მგონია ვეფერები თქვენს თმებს,
იქნებ ტყეში ბალახს ვუსმევ ხელს.
მე რომ მგონია ვეალერსები თქვენს ბაგეს
იქნებ ყოველდღე ვცლი ღვინით სავსე თასებს,
მე რომ მგონია მოწყენილობაში ჰგავხართ მთვარეს
იქნებ სულაც არ განიცდით მარტოობას ღამეს.
ამ ჩვენს ფიქრებში ცხოვრება მიილევს,
უერთმანეთო ცხოვრებას ჩვენ ვიწყენთ
და მაინც ვარსკვლავო,თქვენ მე ყოველდღე,
დღითიდღე უფრო მივიწყებთ.
ნეტავ ახლა რას შვებით,რას?
თქვენ თუ ცოტათი მაინც მოგწონდით,არასდროს დააპირებთ თქმას,
რადგან ეძებთ ჩემგან განსხვავებულ კაცს,
არადა მე ჩვენთვის ვაგებდი ბედნიერების გზას,
თქვენ კი ყოველთვის ითვალისწინებდით უცხო ხალხის აზრს...
ასე იქნება მუდამ,თქვენ ბედნიერებას ეძებთ სხვას,
რაც ჩემს სულსა და გულს კლავს.
ჩვენ ჩვენი ფიქრებით გავთელეთ დრო
და ყოველდღე ნელ-ნელა ვბერდებით.
მაგრამ ვარსკვლავო,მე თქვენ ყოველდღე
ყოველდღე კვლავ მიყვარდებით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ოხ, ღმერთმანი ეს არ არის ლექსი:D ოხ, ღმერთმანი ეს არ არის ლექსი:D
6. "თქვენ თუ ცოტათი მაინც მოგწონდით,არასდროს დააპირებთ თქმას,
რადგან ეძებთ ჩემგან განსხვავებულ კაცს,
არადა მე ჩვენთვის ვაგებდი ბედნიერების გზას,
თქვენ კი ყოველთვის ითვალისწინებდით უცხო ხალხის აზრს..."
ეს ნამდვილად არაა ლექსი – არც რითმა, არც რიტმი, არც აზრი!.. რაღაც უნიჭოდ დაწერილ წერილს ჰგავს!.. ნუ მიწყენთ! წარმატებები! "თქვენ თუ ცოტათი მაინც მოგწონდით,არასდროს დააპირებთ თქმას,
რადგან ეძებთ ჩემგან განსხვავებულ კაცს,
არადა მე ჩვენთვის ვაგებდი ბედნიერების გზას,
თქვენ კი ყოველთვის ითვალისწინებდით უცხო ხალხის აზრს..."
ეს ნამდვილად არაა ლექსი – არც რითმა, არც რიტმი, არც აზრი!.. რაღაც უნიჭოდ დაწერილ წერილს ჰგავს!.. ნუ მიწყენთ! წარმატებები!
5. +2 მაშ ასე! facebook-ზე შეიქმნა გვერდი, სახელად Funny Room. ამ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მრავალი სასაცილო ვიდეო, ანეკდოტები, ლექსები, მოთხრობები, სხვადასხვა სახის სასაცილო ნაწარმოებები და კიდევ ბევრი სხვა რამ. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა გვერდის (Funny Room) მიერ ორგანიზებულ კონკურსებში და გახდეთ გამარჯვებული. შემოგვიერთდით, გახდით ჩვენი მეგობარი და გაერთეთ ჩვენთან ერთად. დაპოსტეთ ვიდეოები, სურათები, სასაცილო ამბები, მოკლედ რაც გინდათ, მხოლოდ ცენზურის ფარგლებში. კონკურსების დაწყების დრო გამოქვეყნდება გვერდის (Funny Room) კედელზე (wall)
+2 მაშ ასე! facebook-ზე შეიქმნა გვერდი, სახელად Funny Room. ამ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მრავალი სასაცილო ვიდეო, ანეკდოტები, ლექსები, მოთხრობები, სხვადასხვა სახის სასაცილო ნაწარმოებები და კიდევ ბევრი სხვა რამ. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა გვერდის (Funny Room) მიერ ორგანიზებულ კონკურსებში და გახდეთ გამარჯვებული. შემოგვიერთდით, გახდით ჩვენი მეგობარი და გაერთეთ ჩვენთან ერთად. დაპოსტეთ ვიდეოები, სურათები, სასაცილო ამბები, მოკლედ რაც გინდათ, მხოლოდ ცენზურის ფარგლებში. კონკურსების დაწყების დრო გამოქვეყნდება გვერდის (Funny Room) კედელზე (wall)
4. წარმატებებს გისურვებ....... წარმატებებს გისურვებ.......
3. მესუსტა, თუმცა რამდენიმე კარგი ადგილი დავიჭირე, დაამუშავე მეგობარო და გამოგივა კარგი ლექსი, წარმატებები! მესუსტა, თუმცა რამდენიმე კარგი ადგილი დავიჭირე, დაამუშავე მეგობარო და გამოგივა კარგი ლექსი, წარმატებები!
1. სამწუხაროდ, ნაწერში ბევრი აზრობრივი, სტილისტური და კორექტურული შეცდომებია! გადახედე, გიორგი! უახლოესი მეგობარი და ძმა მყავდა, ბრწყოვნალე პოეტი ზურაბ ჯაფარიძე! მის გამო ყველა მის მოგვარეს პატივს ვცემ! :) სამწუხაროდ, ნაწერში ბევრი აზრობრივი, სტილისტური და კორექტურული შეცდომებია! გადახედე, გიორგი! უახლოესი მეგობარი და ძმა მყავდა, ბრწყოვნალე პოეტი ზურაბ ჯაფარიძე! მის გამო ყველა მის მოგვარეს პატივს ვცემ! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|