 | ავტორი: mer@bi ჟანრი: პოეზია 23 აგვისტო, 2011 |
ნუ დარდობ, მე ისევ აქა ვარ ჩვენს სახლში აქ,სადაც ნაბიჯი გადადგი პირველად. შენ ალბათ არ გახსოვს,მე კი მათ ვეღარ ვშლი ამ კადრებს,რომლითაც ეს სახლი ირთვება.
ყველგან მელანდები.დარბიხარ,ოხუნჯობ. (მგონია, მირაჟი დროს უკან მიბრუნებს). როდესაც სარკიდან მიყურებს მახინჯი, ვხვდები,რომ ტერფებით არ ვთელავ დიუნებს,
ვხვდები,რომ მე ისევ აქა ვარ და რა ვქნა, მირაჟი ახერხებს გონების გაფანტვას. მოდის შემოდგომა ხეების დალაქად მოყვება ზამთარიც ქათქათა საფანტით.
მერე კი აპრილში ვაგროვებ კესანებს. მიმაქვს დედაშენთან, საფლავის ქვაზე ვდებ. ფიქრები დაფლეთილ აწმყოს მიკემსავენ, როცა მონატრება კვლავ დარდებს მაჭედებს.
იცოდე,მე ისევ აქა ვარ ძველ სახლში აქ,სადაც კედლებსაც დაეხათ სამოსი, აქ,სადაც ჟანგისგან კარებს აქვთ წელკავი და წვიმაც ჭერიდან წვეთ–წვეთად ჩამოდის.
მე ხშირად ვერთობი წვიმასთან საუბრით. იატაკს შევარქვი კერიის ჭრიჭინა და როცა მაგიდას ფეხები გაურბის, ვუმალავ სტუმრებს და ხელ–ფეხით მიჭირავს.
ხარებიც გავყიდე,ვეღარ შევინახე (საშინლად დამძიმდა სიბერის უღელი.) შარშანწინ სიყვითლით სნეული ვენახი ბოლოს ნაპერწკლებით ტიროდა ღუმელში.
მაგრამ არ იდარდო, როგორღაც ვარსებობ. ჰაერი ფილტვებში მეღვრება თაფლად და მეზობლებს შემოაქვთ საჭმელიც, ასე რომ დრო ისევ მიგრძელებს სიცოცხლის ბალადას.
მე ჩემი ცხოვრება მოგწერე წერილად. ფურცელზე ნაღველი მერევა მელანში. იცოდე,რომ სახლში წლებია გელიან იცოდე,მე ისევ აქა ვარ ძველ სახლში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. რა ლამაზი სევდაა, ლექსად დაწერილი! რა ლამაზი სევდაა, ლექსად დაწერილი!
31. მაგრამ არ იდარდო, როგორღაც ვარსებობ. ჰაერი ფილტვებში მეღვრება თაფლად და მეზობლებს შემოაქვთ საჭმელიც, ასე რომ დრო ისევ მიგრძელებს სიცოცხლის ბალადას.++ მაგრამ არ იდარდო, როგორღაც ვარსებობ. ჰაერი ფილტვებში მეღვრება თაფლად და მეზობლებს შემოაქვთ საჭმელიც, ასე რომ დრო ისევ მიგრძელებს სიცოცხლის ბალადას.++
30. ეს ლექსი ძალიან მააგრად მიყვარს შემიძლია ვთქვა :) ეს ლექსი ძალიან მააგრად მიყვარს შემიძლია ვთქვა :)
29. რა თქმა უნდა, გულწრფელი...მე ყველა ჩემი მკითხველი მიყვარს. :) :) :) რა თქმა უნდა, გულწრფელი...მე ყველა ჩემი მკითხველი მიყვარს. :) :) :)
28. კიდევ ერთი პლიუსი შენი, მკითხველთან დამოკიდებულება (იმედია გულწრფელი) ... ნუ მოკლედ... წარმატებები :) კიდევ ერთი პლიუსი შენი, მკითხველთან დამოკიდებულება (იმედია გულწრფელი) ... ნუ მოკლედ... წარმატებები :)
27. უღრმესი მადლობა...ძალიან მიხარია,რომ მოგწონთ...საუკეთესო სურვილები ჩემგან :) უღრმესი მადლობა...ძალიან მიხარია,რომ მოგწონთ...საუკეთესო სურვილები ჩემგან :)
26. წავიკითხე რამოდენიმე შენი ლექსი... ძალიან შთამბეჭდავია, ასაკთან შედარებით ძალიან მაგრად წერ, თუმცა ასაკი რა შუაშია... კარგი ხარ, თან ძალიან, საინტერესო და დღეს გადაგიკითხავ, მოცლილობის ჟამს, მადლობა პოეზიისთვის :) წავიკითხე რამოდენიმე შენი ლექსი... ძალიან შთამბეჭდავია, ასაკთან შედარებით ძალიან მაგრად წერ, თუმცა ასაკი რა შუაშია... კარგი ხარ, თან ძალიან, საინტერესო და დღეს გადაგიკითხავ, მოცლილობის ჟამს, მადლობა პოეზიისთვის :)
25. დიდი მადლობა ნათი,ლალი,გიო,ღრმა მზე და მარიამ :) ყველას დიდი მადლობა და საუკეთესო სურვილები :) დიდი მადლობა ნათი,ლალი,გიო,ღრმა მზე და მარიამ :) ყველას დიდი მადლობა და საუკეთესო სურვილები :)
24. მეც 5 . მოგიკითხე მეც სტუდენტო ;) მეც 5 . მოგიკითხე მეც სტუდენტო ;)
23. შარშანწინ სიყვითლით სნეული ვენახი ბოლოს ნაპერწკლებით ტიროდა ღუმელში.
მირაჟი ორჯერ არ უნდა შემხვედროდა... მაგრამ რაღაცნაირად გულწრფელია ლექსი.. ჩემს უმაღლესს ვწერ აქ. :) წარმატებები. :) შარშანწინ სიყვითლით სნეული ვენახი ბოლოს ნაპერწკლებით ტიროდა ღუმელში.
მირაჟი ორჯერ არ უნდა შემხვედროდა... მაგრამ რაღაცნაირად გულწრფელია ლექსი.. ჩემს უმაღლესს ვწერ აქ. :) წარმატებები. :)
22. ნორმალურზე ოდნავ ქვევითაა
უკეთ შესრულებული ჯობდა.
იდეა არახალია , ინდივიდუალურობა აკლდა.
წარმატება. ნორმალურზე ოდნავ ქვევითაა
უკეთ შესრულებული ჯობდა.
იდეა არახალია , ინდივიდუალურობა აკლდა.
წარმატება.
21. ლექსი საინტერესოა. არათანაბრად მივიღე როგორც მკითხველმა. ანუ ზოგი ადგილი მომეწონა მარტლა.
ლექსი საინტერესოა. არათანაბრად მივიღე როგორც მკითხველმა. ანუ ზოგი ადგილი მომეწონა მარტლა.
20. რაღაც ახალი დავიჭირე მგონი ამ ლექსში... რაღაც მოსაწონი.... : ))) 5555 რაღაც ახალი დავიჭირე მგონი ამ ლექსში... რაღაც მოსაწონი.... : ))) 5555
19. უპოვარს,სოლეს და თეას დიდი მადლობა...თეა,გამიხარდა შენი გამოჩენა :) აქვე მოგიკითხავ :) უპოვარს,სოლეს და თეას დიდი მადლობა...თეა,გამიხარდა შენი გამოჩენა :) აქვე მოგიკითხავ :)
18. ''მე ხშირად ვერთობი წვიმასთან საუბრით. იატაკს შევარქვი კერიის ჭრიჭინა და როცა მაგიდას ფეხები გაურბის, ვუმალავ სტუმრებს და ხელ–ფეხით მიჭირავს'' - ეს სტროფი განსაკუთრებულად მოხვდა თვალს და გულს.:)
საინტერესო ლექსია მთლიანობაშიც... კარგი ხარ.
``მე ხშირად ვერთობი წვიმასთან საუბრით. იატაკს შევარქვი კერიის ჭრიჭინა და როცა მაგიდას ფეხები გაურბის, ვუმალავ სტუმრებს და ხელ–ფეხით მიჭირავს`` - ეს სტროფი განსაკუთრებულად მოხვდა თვალს და გულს.:)
საინტერესო ლექსია მთლიანობაშიც... კარგი ხარ.
17. მეც მომეწონა აქ ბევრი რამ:) მეც მომეწონა აქ ბევრი რამ:)
16. სიამოვნებით წავიკითხე:) სიამოვნებით წავიკითხე:)
15. დიდი მადლობა ლურსმან,ალაზნისპირელო და შენც,სეხნი ;) დიდი მადლობა ლურსმან,ალაზნისპირელო და შენც,სეხნი ;)
14. ნიჭიერი ბიჭი ხარ. 5 ნიჭიერი ბიჭი ხარ. 5
13. მე ჩემი ცხოვრება მოგწერე წერილად. ფურცელზე ნაღველი მერევა მელანში. იცოდე,რომ სახლში წლებია გელიან იცოდე,მე ისევ აქა ვარ ძველ სახლში.
მე ჩემი ცხოვრება მოგწერე წერილად. ფურცელზე ნაღველი მერევა მელანში. იცოდე,რომ სახლში წლებია გელიან იცოდე,მე ისევ აქა ვარ ძველ სახლში.
12. მომეწონა ძალიან,მეორე ნაწილიდან უფრო
555 მომეწონა ძალიან,მეორე ნაწილიდან უფრო
555
11. რას ამბობთ,ქალბატონო ლელა,რატომ უნდა მეწყინოს.პირიქით სასიამოვნოა ჩემთვის,როცა შენიშვნებს მაძლევენ...თქვენც დიდი მადლობა არამითი777 და თქვენც ,ქალაბოტონო ჭა.კორექტურებს ახლავე ჩავასწორებ.მახინჯში ვიგულისხმე მოხუცის დანაოჭებული სახე,რომელიც რეალობაში აბრუნებს ლექსის გმირს...ვიფიქრებ, იქნებ რამით შევცვალო :) :) :) დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ... რას ამბობთ,ქალბატონო ლელა,რატომ უნდა მეწყინოს.პირიქით სასიამოვნოა ჩემთვის,როცა შენიშვნებს მაძლევენ...თქვენც დიდი მადლობა არამითი777 და თქვენც ,ქალაბოტონო ჭა.კორექტურებს ახლავე ჩავასწორებ.მახინჯში ვიგულისხმე მოხუცის დანაოჭებული სახე,რომელიც რეალობაში აბრუნებს ლექსის გმირს...ვიფიქრებ, იქნებ რამით შევცვალო :) :) :) დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ...
10. რაღაც-რაღაცეებს თუ კიდევ ცაასწორებ... კორექტურებიც შემხვდა... მაგრამ მინდა ვთქვა რომ ძალიან მომეწონა...ძალიან ცოცხალია და ემოციურად მოქმედებს მკითხველზე... ლამაზადაც იკითხება... ჩემზე იმოქმედა...555
როდესაც სარკიდან მიყურებს მახინჯი, ვხვდები,რომ ტერფებით არ ვთელავ დიუნებს, ეს ერ მომხვდა კარგად...:) ფიქრები დაფლეთი-თ...მგონი "ლ" უნდა...
რაღაც-რაღაცეებს თუ კიდევ ცაასწორებ... კორექტურებიც შემხვდა... მაგრამ მინდა ვთქვა რომ ძალიან მომეწონა...ძალიან ცოცხალია და ემოციურად მოქმედებს მკითხველზე... ლამაზადაც იკითხება... ჩემზე იმოქმედა...555
როდესაც სარკიდან მიყურებს მახინჯი, ვხვდები,რომ ტერფებით არ ვთელავ დიუნებს, ეს ერ მომხვდა კარგად...:) ფიქრები დაფლეთი-თ...მგონი "ლ" უნდა...
9. ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
23 აგვისტო, 2011 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
23 აგვისტო, 2011
8. რაღაც ძალიან თბილი და მშვიდი ლექსია. მაგრამ: მეორე ნაწილი (მეხუთე სტროფიდან) ბევრად უკეთესია (სახეობრივი თვალსაზრისითაც). პირველი მოსაწესრიგებლია, თან ეს მირაჟები და დიუნები თითქოს ამოვარდნილია საერთო კონტექსტიდან. იმედია, საწყენად არ მიიღებთ, ეს ჩემი აზრია:) წარმატებები:)
რაღაც ძალიან თბილი და მშვიდი ლექსია. მაგრამ: მეორე ნაწილი (მეხუთე სტროფიდან) ბევრად უკეთესია (სახეობრივი თვალსაზრისითაც). პირველი მოსაწესრიგებლია, თან ეს მირაჟები და დიუნები თითქოს ამოვარდნილია საერთო კონტექსტიდან. იმედია, საწყენად არ მიიღებთ, ეს ჩემი აზრია:) წარმატებები:)
7. ქალბატონო ლიკა,ალბათ ჩავარდნაში წარსული დროის შემოტანას გულისხმობთ...ვეცდები როგორღაც გამოვასწორო...ამ ლექსის პირველი ვარიანტი ლაფსუსებით გაჯერებული იყო და ერთმა კარგმა ადამიანმა მომცა შენიშვნები...(დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას)...რაღაცები კიდევ დარჩა შესაცვლელი და შევცვლი აუცილებლად. :) დიდი მადლობა ყველას ქალბატონო ლიკა,ალბათ ჩავარდნაში წარსული დროის შემოტანას გულისხმობთ...ვეცდები როგორღაც გამოვასწორო...ამ ლექსის პირველი ვარიანტი ლაფსუსებით გაჯერებული იყო და ერთმა კარგმა ადამიანმა მომცა შენიშვნები...(დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას)...რაღაცები კიდევ დარჩა შესაცვლელი და შევცვლი აუცილებლად. :) დიდი მადლობა ყველას
6. "მე ხშირად ვერთობი წვიმასთან საუბრით. იატაკს შევარქვი კერიის ჭრიჭინა და როცა მაგიდას ფეხები გაურბის, ვუმალავ სტუმრებს და ხელ–ფეხით მიჭირავს."
მაგალითად ესაა სასიამოვნოდ რომ გაგაოცებს... +++
"მე ხშირად ვერთობი წვიმასთან საუბრით. იატაკს შევარქვი კერიის ჭრიჭინა და როცა მაგიდას ფეხები გაურბის, ვუმალავ სტუმრებს და ხელ–ფეხით მიჭირავს."
მაგალითად ესაა სასიამოვნოდ რომ გაგაოცებს... +++
5. კარგია ძალიან კარგია ძალიან
3. ესე იგი მინდა გითხრა რომ მომეწონა.იმდენად,რომ რამდენიმე ჩავარდნაა აქ და არ ეპატიება ამ ლექსს... თუ ცოტას კიდევ სეალამაზებ კარგი იქნება.
რამოდენიმე ადგილი ისე მომეწონა სასიამოვნოდ გაოცებული გავდივარ აქედან:)
ესე იგი მინდა გითხრა რომ მომეწონა.იმდენად,რომ რამდენიმე ჩავარდნაა აქ და არ ეპატიება ამ ლექსს... თუ ცოტას კიდევ სეალამაზებ კარგი იქნება.
რამოდენიმე ადგილი ისე მომეწონა სასიამოვნოდ გაოცებული გავდივარ აქედან:)
2. რა სევდიანია, გული დამწყდა! რა სევდიანია, გული დამწყდა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|