"ფლოქვებით გადათქერავს უდაბნოს უსამანოს და მერე... ზეცაში უფრთებოდ აგაფრენს!.." "ვერმიცანა"
მუჰამადი ოსტატურად ჩასრიალდა დიუნას კალთაზე, ცხენს ქოჩორზე მოეფერა, კისერზე ხელი შემოხვია და ზურგზე მოექცა. ჯადარი ქვიშის მთებს შორის ჩაკარგულ ვიწრო ბილიკზე თავგამეტებით გაჭენდა... რამოდენიმე წამში დიუნას დაქანებულ ზედაპირზე, მთვარის ვეებერთელა მოტირალ ლოყაზე, უფრთოდ მიფრინავდა სწორუპოვარი შავი არაბული ბედაური. კუდი მაღლა აეწია, გაშლილი ძუა - ფაფარი მთლიანად ფარავდა მის ზურგზე გაწოლილ კაცს. ჯადარმა მთვარე გაიფრინა და ღამეს შეერია.
უკვე ვიცოდი, რომ ჩემი თვალები ვეღარასოდეს იხილავდა მსგავს საოცრებას. მივხდი ლეგენდის მთავარ სათქმელს, მფრინავ არაბულ რაშზე მხედრის შემჩნევა და ტყვიის მისაწვდენზე მიზანში მისი ამოღება მომხვდურისთვის თითქმის შეუძლებელი იყო. უდაბნოში ისევ სიჩუმე ჩამოწვა. ქვიშა საგრძნობლად გაცივდა. ბანაკისკენ ავიჩქარე. ორჯერ მომეჩვენა, რომ რაღაც ჩრდილებმა გაისრიალეს შორეული დუინების კალთებზე, მაგრამ ნანახით გაოგნებულს ყურადღება აღარ მიმიქცევია.
ლურჯთვალა და ოდნავ უხეში მილოში, რუსულად მოლაპარაკე პოლონელი ბაიკერი და ჩვენი ინსტრუქტორი, ელ-გიზაში ქირურგად მუშაობდა. დასვენების დღეებში უდაბნოს ტურებში ინსტრუქტორობდა, თავის გატაცებასაც არწყულებდა და ფულსაც შოულობდა. გასაღვიძებლად ხელი შევახე თუ არა, ისე სწრაფად წამოჯდა, თითქოს ძილიდან კი არა ფიქრისგან გამოერკვა:
- რატომ არ გძინავს ნილნა? - ამ სილამაზეში რა დროს ძილია ? - რაღაც მოხდა ხომ ? - ჩამეკითხა მილოში. მოკლედ ვუამბე ცხენის და მუჰამადის ამბავი. ალ კაბირიც ვახსენე. ბედუინის ხსენებაზე მილოშს შუბლი შეეკრა, ხელით ღაწვები მოისრისა, შევატყე არ ეამა. ჰორიზონტები მთელ წრეზე მოათვალიერა, უდაბნოს დააყურადა და თქვა:
- სიმშვიდეა! ცოტა ხანში ინათებს, მაგრამ დღის თორმეტ საათზე ოაზისში უნდა ვიყოთ. მუჰამადს არ დაველოდებით. გრაფიკიც იცის და მარშრუტიც. ეს ხალხი უდაბნოს პირველად ხედავს და დროში ჩამორჩენა არ შეიძლება. მეორე გამყოლი არ გვყავს. ამიტომ ჯგუფს მე ვატარებ. მარშრუტის რუკის შენი პირი მანქანაშია, აიღე და თან გქონდეს. ახლა ჩემი ამოცანაა უახლოს ხუთ საათში კისერი არავინ მოიტეხოთ ბაიკებზე და დელტაპლანზე. - ღიად გაიღიმა ექიმმა. ცერა თითი ჯერ გულზე მივიდე და მერე დაბლა დავხარე. მილოშმა უხმოდ გაიცინა და საძილე ტომარაზე მიწვა.
ჩვენს ჯიპში, რომელიც ბანაკის უკან იდგა, ორ ჩინელ ბაიკერ გოგოს ეძინა. კაცები ცეცხლის პირას საძილე ტომრებზე მოწყობილიყვნენ. ციოდა. ჩადრი სითბოსთვის ჩამოვიმხე და თავფეხიანად გავეხვიე. ცეცხლისკენ ზურგშექცეული აღმოსავლეთისკენ ფეხმორთხმით ვიჯექი, უდაბნოს ვაკვირდებოდი. უცნაურად ვფორიაქობდი, რაღაც არ მასვენებდა. ინსტიქტი ჩემთვის გაუგებარს მკარნახობდა. სიგარეტის წითელ წერტილს ჩემს წინ დაკიდულ ვარსკვლავს ზომაში ვადრიდი... უცბად საშიშად მეჩვენა ქვიშის უკიდეგანო ოკეანე. ისე აღარ ვენდობოდი როგორც ცოტა ხნის უკან. ჩემს გვერდით ქვიშაზე ობობამ როგორ გაირბინა, მისი ხმაც კი გარკვევით გავიგონე. ვარსკვლავები ფერმკრთალდებოდნენ. მთვარე ყოველწამს კარგავდა ნათებას. დილის ოთხი საათი ხდებოდა. რიჟრაჟი იწყებოდა. მუჰამადის დაბრუნების მოლოდინიც გამიცრუვდა. შეციებულმა ჯიპში მოვიკალათე, მარშრუტის რუკა ჯიბეში ჩავიდე და მივწექი.
... სიზმარი მეწყებოდა, ჯადარზე გაწოლილი მთვარისკენ მივფრინავდი, ცხოველის სითბო მსიამოვნებდა, საიმედო სიმშვიდეს ვგრძნობდი, მინდოდა მასთან ერთად ღამეულ ცაში მესეირნა... ბედაური სურვილს მიმიხვდა და ვარსკვლავეთში გააბიჯა... ( იხილე როგორ გაგრძელდა)
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ © საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ. ____________________________________________________________________________________________ http://www.youtube.com/watch?v=Jok-Ub_NQ1w
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
41. მოკლედ , შემოვდივარ ურაკპარაკზე და ვეძებ სრულყოფილებას , რათქმაუნდა ძალიან ბევრი და სერიოზული წევრია ამ საიტზე , მაგრამ როგორც იტყვიან "ყველა გზა რომში მიდის" ისეა ჩემს შემთხვევაში ყველა სრულყოფილების გზა ნეფერტართან და "ბედუინთან" მიდის +2 მოკლედ , შემოვდივარ ურაკპარაკზე და ვეძებ სრულყოფილებას , რათქმაუნდა ძალიან ბევრი და სერიოზული წევრია ამ საიტზე , მაგრამ როგორც იტყვიან "ყველა გზა რომში მიდის" ისეა ჩემს შემთხვევაში ყველა სრულყოფილების გზა ნეფერტართან და "ბედუინთან" მიდის +2
40. რუკა, მცირედი შესვენება, სილამაზის აღქმა, დანახვა-გათავისება, მცირეოდენი შიში სიფრთხილისათვის და მოლოდინი ახალი თავგადასავლებებისა. შედევრად შესძლებელია აღიქვა ეს ნაწაერმოები, არაჩვეულებრივი თხრობა გიტაცებს შემდეგი თავებისაკენ, სადაც იცი, რომ ბევრი ზღაპრული სინამდვილე ოსტატურად აღწერილი, გაგხდის მონაწილეს არამიწიერი საოცრებისას,, უდავო დასმაჯერებლობით.
მეორედ დავიწყე ამ ნაწარმოების წაკითხვა და ისე ვკითხულობ თითქოს ახალია. ასეთი ხიბლი, მხოლოდ განსაკუთრებულ ნაწარმოებს თუ უნარჩუნებს მიზიდულობის უცნაურ ძალას, დამპყრობლურ ხასიათს. გრძნობათა მობილიზების ოსტატია ავტორი ნამდვილად, ამას ამ ნაწარმოებში ნამდვილად ვხედავ, რაც მას გამორცეულს ხდის და მის ღირებულებას მაღალ ხარისხს ანიჭებს. საოცარია და საინტერესო მეტად.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი, რუკა, მცირედი შესვენება, სილამაზის აღქმა, დანახვა-გათავისება, მცირეოდენი შიში სიფრთხილისათვის და მოლოდინი ახალი თავგადასავლებებისა. შედევრად შესძლებელია აღიქვა ეს ნაწაერმოები, არაჩვეულებრივი თხრობა გიტაცებს შემდეგი თავებისაკენ, სადაც იცი, რომ ბევრი ზღაპრული სინამდვილე ოსტატურად აღწერილი, გაგხდის მონაწილეს არამიწიერი საოცრებისას,, უდავო დასმაჯერებლობით.
მეორედ დავიწყე ამ ნაწარმოების წაკითხვა და ისე ვკითხულობ თითქოს ახალია. ასეთი ხიბლი, მხოლოდ განსაკუთრებულ ნაწარმოებს თუ უნარჩუნებს მიზიდულობის უცნაურ ძალას, დამპყრობლურ ხასიათს. გრძნობათა მობილიზების ოსტატია ავტორი ნამდვილად, ამას ამ ნაწარმოებში ნამდვილად ვხედავ, რაც მას გამორცეულს ხდის და მის ღირებულებას მაღალ ხარისხს ანიჭებს. საოცარია და საინტერესო მეტად.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი,
39. ამას წინათ ერთი ჩემი მეგობარი მიმტკიცებდა, რომ ათი ჩვეულებრივი ბიჭი უკეთ ამოხსნის ნებისმიერი ტიპის ამოცანებს, ვიდრე ათი ჩვეულებრივი გოგო.
სამაგიეროდ:
ათი ჩვეულებრივი გოგო არასოდეს ბურღავს ტვინს ისე, როგორც ათი ჩვეულებრივი ბიჭი, უკეთ გაეგებათ მათემატიკა ან მეცნიერების სხვა რომელიმე დარგი. ამ ათი გოგოდან უფრო მეტი მეცადინეობს ბევრს და ხდება გაცილებით წარმატებული ვიდრე ათი ბიჭიდან, (ოჯახი ციხედ თუ არ ექცა). ბოლო 30 წელია, ქალები ინახავენ ოჯახებს, ბავშვებს, დედამთილ-მამათილებს და რაც მთავარია ცუნცურუკ ქართველ მამრებს ანუ ”კლავიატურის ლომებს.” =))
ესეც თქვენი დღევანდელი სინამდვილე. ასე რომ გოგოებო, დღეიდან 2016 წლის 16 აპრილიდან, როგორც ღირსეული და თავმოყვრე ადამიანები, გავუფრთხილდეთ აქაურ მამრებს რადგან მათი ”ბუნებაჲ იწრო არს.” =))))
ამას წინათ ერთი ჩემი მეგობარი მიმტკიცებდა, რომ ათი ჩვეულებრივი ბიჭი უკეთ ამოხსნის ნებისმიერი ტიპის ამოცანებს, ვიდრე ათი ჩვეულებრივი გოგო.
სამაგიეროდ:
ათი ჩვეულებრივი გოგო არასოდეს ბურღავს ტვინს ისე, როგორც ათი ჩვეულებრივი ბიჭი, უკეთ გაეგებათ მათემატიკა ან მეცნიერების სხვა რომელიმე დარგი. ამ ათი გოგოდან უფრო მეტი მეცადინეობს ბევრს და ხდება გაცილებით წარმატებული ვიდრე ათი ბიჭიდან, (ოჯახი ციხედ თუ არ ექცა). ბოლო 30 წელია, ქალები ინახავენ ოჯახებს, ბავშვებს, დედამთილ-მამათილებს და რაც მთავარია ცუნცურუკ ქართველ მამრებს ანუ ”კლავიატურის ლომებს.” =))
ესეც თქვენი დღევანდელი სინამდვილე. ასე რომ გოგოებო, დღეიდან 2016 წლის 16 აპრილიდან, როგორც ღირსეული და თავმოყვრე ადამიანები, გავუფრთხილდეთ აქაურ მამრებს რადგან მათი ”ბუნებაჲ იწრო არს.” =))))
37. ეს იმდენად პატარა თავი იყო, 4 წლის წნ რომ დამწყო კითხვა და თავიდან თავამდე ლოდინი ყოფილიყო საჭირო, გამიძნელდებოდა :) ჰოდა, კარგია, რომ ახლა დავიწყე :)
ეს იმდენად პატარა თავი იყო, 4 წლის წნ რომ დამწყო კითხვა და თავიდან თავამდე ლოდინი ყოფილიყო საჭირო, გამიძნელდებოდა :) ჰოდა, კარგია, რომ ახლა დავიწყე :)
36. როდესაც ვკითხულობ რატომღაც ყოველთვის ღამეს მუქ ლურჯ ფერებში ვხედავ, ვარსკვლავებს კაშკაშა ვერცხლისფრად და სადღაც ჰორიზონზე ჩამოკიდებულ მომწვანო-მოასამნისფრო ფარდას. ტექსტში ასეთი აღწერილობა არ არის მაგრამ თითქოს ჩემი ფანტაზია დამოუკიდებლად ხატავს გარემოს. მიყვარს შემოქმედება სადაც ადგილი მიკითხველის წარმოსახვისთვისაც რჩება. ვაგრძელებ კითხვას.... როდესაც ვკითხულობ რატომღაც ყოველთვის ღამეს მუქ ლურჯ ფერებში ვხედავ, ვარსკვლავებს კაშკაშა ვერცხლისფრად და სადღაც ჰორიზონზე ჩამოკიდებულ მომწვანო-მოასამნისფრო ფარდას. ტექსტში ასეთი აღწერილობა არ არის მაგრამ თითქოს ჩემი ფანტაზია დამოუკიდებლად ხატავს გარემოს. მიყვარს შემოქმედება სადაც ადგილი მიკითხველის წარმოსახვისთვისაც რჩება. ვაგრძელებ კითხვას....
35. ... სიზმარი მეწყებოდა, ჯადარზე გაწოლილი მთვარისკენ მივფრინავდი, ცხოველის სითბო მსიამოვნებდა, საიმედო სიმშვიდეს ვგრძნობდი, მინდოდა მასთან ერთად ღამეულ ცაში მესეირნა... ბედაური სურვილს მიმიხვდა და ვარსკვლავეთში გააბიჯა... - სიტყვის ოსტატი ბრძანდებით! :) - ... სიზმარი მეწყებოდა, ჯადარზე გაწოლილი მთვარისკენ მივფრინავდი, ცხოველის სითბო მსიამოვნებდა, საიმედო სიმშვიდეს ვგრძნობდი, მინდოდა მასთან ერთად ღამეულ ცაში მესეირნა... ბედაური სურვილს მიმიხვდა და ვარსკვლავეთში გააბიჯა... - სიტყვის ოსტატი ბრძანდებით! :) -
34. უფრთოდ ფრენაა.რა მაგარი რამეა. ადამიანს ხშირად ცხენის სიმამაცე, ერთგულება და შეუპოვრობა რომ ჰგონდეს, ძაღლი არ დაყეფდა მის ბედს.....=)))) ხო ცხენის სიძლიერე და სისწრაფეც არ აწყენდა. სამეფო ცხოველია ნამდვილად, თუ ცხოველი ჰქვია.
არაბეთში როგორც ვიცი ქალი თუ მოეწონათ სუფთა სისხლის ცხენს ადარებენ . მართლაც ლამაზი ტანდემია ....
დავინტრიგდი, ...........2.2002.. უფრთოდ ფრენაა.რა მაგარი რამეა. ადამიანს ხშირად ცხენის სიმამაცე, ერთგულება და შეუპოვრობა რომ ჰგონდეს, ძაღლი არ დაყეფდა მის ბედს.....=)))) ხო ცხენის სიძლიერე და სისწრაფეც არ აწყენდა. სამეფო ცხოველია ნამდვილად, თუ ცხოველი ჰქვია.
არაბეთში როგორც ვიცი ქალი თუ მოეწონათ სუფთა სისხლის ცხენს ადარებენ . მართლაც ლამაზი ტანდემია ....
დავინტრიგდი, ...........2.2002..
33. თითქოს რაღაც უნდა მოხდეს ცოტა დავიძაბე, უდავოდ საინტერესოა და ყველაზე მეტად რაც მხიბლავ უცენზურო სიტყვების გარეშეც საინტერესოა... ეს ისე უბრალოდ რატომღაც ახლა ყველას ჰგონია ბევრი უცენზურო სიტყვა და ნაწერიც მაგარია :))) ვაგძელებ++ თითქოს რაღაც უნდა მოხდეს ცოტა დავიძაბე, უდავოდ საინტერესოა და ყველაზე მეტად რაც მხიბლავ უცენზურო სიტყვების გარეშეც საინტერესოა... ეს ისე უბრალოდ რატომღაც ახლა ყველას ჰგონია ბევრი უცენზურო სიტყვა და ნაწერიც მაგარია :))) ვაგძელებ++
32. ++.... საინტერესო თავია და თითქოს აუცილებელიც...)) ++.... საინტერესო თავია და თითქოს აუცილებელიც...))
31. ძალიან მომეწონა,კარგად წერთ.. ძალიან მომეწონა,კარგად წერთ..
30. სულმოუთქმელად წავიკითხე 1-ლი და მე-2 თავი.ძალიან დამაინტერესა(მხოლოდ ბოლო თავი მქონდა წაკითხული)...იმედია,მალე დავეწევი ბედუინს... ძალიან თავისუფალი და იმდენად სასიამოვნოდ მოგვითხრობთ,რომ შეძლებელია არ მოეწონოს მკითხველს. წარმატებებს გისურვებთ + + სულმოუთქმელად წავიკითხე 1-ლი და მე-2 თავი.ძალიან დამაინტერესა(მხოლოდ ბოლო თავი მქონდა წაკითხული)...იმედია,მალე დავეწევი ბედუინს... ძალიან თავისუფალი და იმდენად სასიამოვნოდ მოგვითხრობთ,რომ შეძლებელია არ მოეწონოს მკითხველს. წარმატებებს გისურვებთ + +
29. საინტერესოდ ვითარდება ამბავი. საინტერესოდ ვითარდება ამბავი.
28. Me mainteresebs ratom vitardeba yvelaferi ase swrafad.? Da mainteresebs ratom ar gaqvt agwerili gamgzavrebis adgilidan ra mandzilze xdeba es ucnauri ambavi? Sheidzleba shemdeg tavebshi iyos magram mainc. :-) Me mainteresebs ratom vitardeba yvelaferi ase swrafad.? Da mainteresebs ratom ar gaqvt agwerili gamgzavrebis adgilidan ra mandzilze xdeba es ucnauri ambavi? Sheidzleba shemdeg tavebshi iyos magram mainc. :-)
25. მეორე თავიც წავიკითხე ) თამამად გადავალ მესამეზე ) +5 მეორე თავიც წავიკითხე ) თამამად გადავალ მესამეზე ) +5
24. ... სიზმარი მეწყებოდა, ჯადარზე გაწოლილი მთვარისკენ მივფრინავდი, ცხოველის სითბო მსიამოვნებდა, საიმედო სიმშვიდეს ვგრძნობდი, მინდოდა მასთან ერთად ღამეულ ცაში მესეირნა... ბედაური სურვილს მიმიხვდა და ვარსკვლავეთში გააბიჯა... მოეწონა არტემიდას5+ ... სიზმარი მეწყებოდა, ჯადარზე გაწოლილი მთვარისკენ მივფრინავდი, ცხოველის სითბო მსიამოვნებდა, საიმედო სიმშვიდეს ვგრძნობდი, მინდოდა მასთან ერთად ღამეულ ცაში მესეირნა... ბედაური სურვილს მიმიხვდა და ვარსკვლავეთში გააბიჯა... მოეწონა არტემიდას5+
23. სიზმრის რეალური არწერაც კი ხელეწიფება ავტორს იმდენად კარგად, რომ ხელს შეახებ იმ სიზმარსაც თითქოს.
საინტერესოდ ვითარდება, მივყევი სულმოუთქმელად, ისმდენად -რომ სად დავაკომენტე და სად -არა -ვეღარ გავიგე. და არც აქვს ამას, მნიშვნელობა არსებითი. სიზმრის რეალური არწერაც კი ხელეწიფება ავტორს იმდენად კარგად, რომ ხელს შეახებ იმ სიზმარსაც თითქოს.
საინტერესოდ ვითარდება, მივყევი სულმოუთქმელად, ისმდენად -რომ სად დავაკომენტე და სად -არა -ვეღარ გავიგე. და არც აქვს ამას, მნიშვნელობა არსებითი.
22. ვააააჰ, უკვე ორი თავი წავიკითხე. რა მაგარიაააააააააააააა?! ვააააჰ, უკვე ორი თავი წავიკითხე. რა მაგარიაააააააააააააა?!
21. უცებ დამთავრდა .+2+ უცებ დამთავრდა .+2+
19. ვნახოთ რა მოხდება შემდეგში ვნახოთ რა მოხდება შემდეგში
18. სულმოუთქმელად ჩავიკითხე და გადავდივარ შემდეგ თავზე...:)+++++++++++++ სულმოუთქმელად ჩავიკითხე და გადავდივარ შემდეგ თავზე...:)+++++++++++++
17. აზრი იგივე, რაც პირველ თავში დავტოვე. + 5. აზრი იგივე, რაც პირველ თავში დავტოვე. + 5.
16. გავიჩქარე _ არასწორი გამოთქმაა.
"ჩადრი უფრო სითბოსთვის ჩამოვიმხე " - სიტყვა - უფრო - ზედმეტია, ჩემის აზრით.
"... სიზმარი მეწყებოდა, ჯადარზე გაწოლილი მთვარისკენ მივფრინავდი, ცხოველის სითბო მსიამოვნებდა, საიმედო სიმშვიდეს ვგრძნობდი, მინდოდა მასთან ერთად ღამეულ ცაში მესეირნა... ბედაური სურვილს მიმიხვდა და ვარსკვლავეთში გააბიჯა..." _ კარგი სიზმარია, თქვენ ნუ მომიკვდებით. :) კარგად გრძელდება. :) 5 გავიჩქარე _ არასწორი გამოთქმაა.
"ჩადრი უფრო სითბოსთვის ჩამოვიმხე " - სიტყვა - უფრო - ზედმეტია, ჩემის აზრით.
"... სიზმარი მეწყებოდა, ჯადარზე გაწოლილი მთვარისკენ მივფრინავდი, ცხოველის სითბო მსიამოვნებდა, საიმედო სიმშვიდეს ვგრძნობდი, მინდოდა მასთან ერთად ღამეულ ცაში მესეირნა... ბედაური სურვილს მიმიხვდა და ვარსკვლავეთში გააბიჯა..." _ კარგი სიზმარია, თქვენ ნუ მომიკვდებით. :) კარგად გრძელდება. :) 5
15. დამაინტერესა ძაან:) დამაინტერესა ძაან:)
14. ++ვაგრძელებ კითხვას. ++ვაგრძელებ კითხვას.
13. საინტერესო გაგრძელება! ძალიან. ვახ...
მსიამოვნებს კითხვა, ყველაფერი -აღწერიდან დაწყებული,დიალოგებით დასრულებული.
ბმულიც ვნახე და ულამაზესი კადრებია! საინტერესო გაგრძელება! ძალიან. ვახ...
მსიამოვნებს კითხვა, ყველაფერი -აღწერიდან დაწყებული,დიალოგებით დასრულებული.
ბმულიც ვნახე და ულამაზესი კადრებია!
12. ძალიან კარგია, ნეფერტარ! 555555555 ძალიან კარგია, ნეფერტარ! 555555555
11. ისე ლამაზად დაიწყო და ისეთი სურვილი გამიჩნდა ლექსის დაწერის ჯადარი და ნილნა ერთმანეთთან ბედისწერამ დააკავშირა ასე მგონია და რა ვიცი, მეც ველოდები გაგრძელებას :) ისე ლამაზად დაიწყო და ისეთი სურვილი გამიჩნდა ლექსის დაწერის ჯადარი და ნილნა ერთმანეთთან ბედისწერამ დააკავშირა ასე მგონია და რა ვიცი, მეც ველოდები გაგრძელებას :)
10. ვააა, ეს მართლა რა კარგი დასაწყისია, საჰარულ-არაბულ-ეგვიპტური, კარგად წამეკითხრა რაღაც და მომეწონა მოულოდნელად... მაგრამ ლინკებიიიიიიიიიიიი.... რა ცხენებიიიიიი, რა რომანტიკაააა... ვიშ! დავინტრიგდი მაგრად... ნეფერტარ, ნილნა შენ ხო არა ხარ? არა და ეს ნილნა რა ლამაზი სახელია, დავირქმევდი ეგრევე ქალი რომ ვიყო... :)
კარგი ნაწერია, ლექსი და ნაწერი ერთმანეთს არ ჩამოუვარდება. მაგრამ რატომ "შენი ბ ე დ ი ს წ ე რ ა ! " ვერმიცნავა ჰა? ვააა, ეს მართლა რა კარგი დასაწყისია, საჰარულ-არაბულ-ეგვიპტური, კარგად წამეკითხრა რაღაც და მომეწონა მოულოდნელად... მაგრამ ლინკებიიიიიიიიიიიი.... რა ცხენებიიიიიი, რა რომანტიკაააა... ვიშ! დავინტრიგდი მაგრად... ნეფერტარ, ნილნა შენ ხო არა ხარ? არა და ეს ნილნა რა ლამაზი სახელია, დავირქმევდი ეგრევე ქალი რომ ვიყო... :)
კარგი ნაწერია, ლექსი და ნაწერი ერთმანეთს არ ჩამოუვარდება. მაგრამ რატომ "შენი ბ ე დ ი ს წ ე რ ა ! " ვერმიცნავა ჰა?
9. "...ჯადარზე გაწოლილი მთვარისკენ მივფრინავდი, ცხოველის სითბო მსიამოვნებდა, საიმედო სიმშვიდეს ვგრძნობდი, მინდოდა მასთან ერთად ღამეულ ცაში მესეირნა... ბედაური სურვილს მიმიხვდა და ვარსკვლავეთში გააბიჯა..."
აი, რა შეუძლია ემოციას – უჩვეულო სიზმრები...
საინტერესოდ გაგრძელდა!... (მცირედი ხარვეზები არის გრამატიკულ–პუნქტუაციური...გამოსწორდება) გაგრძელებას მეც ველი!... "...ჯადარზე გაწოლილი მთვარისკენ მივფრინავდი, ცხოველის სითბო მსიამოვნებდა, საიმედო სიმშვიდეს ვგრძნობდი, მინდოდა მასთან ერთად ღამეულ ცაში მესეირნა... ბედაური სურვილს მიმიხვდა და ვარსკვლავეთში გააბიჯა..."
აი, რა შეუძლია ემოციას – უჩვეულო სიზმრები...
საინტერესოდ გაგრძელდა!... (მცირედი ხარვეზები არის გრამატიკულ–პუნქტუაციური...გამოსწორდება) გაგრძელებას მეც ველი!...
8. კარგია,ნეფერტარ!დაველოდები გაგრძელებას.:) კარგია,ნეფერტარ!დაველოდები გაგრძელებას.:)
7. აქ ძალიან კარგად სწერთ და ასახავთ სიუჟეტებს!!! გაიხარე შენა!!! აქ ძალიან კარგად სწერთ და ასახავთ სიუჟეტებს!!! გაიხარე შენა!!!
6. ჭავ, თქვენი კეთილი სურვილები ყოველთვის სიკეთით სავსეა როგორ ჭა ანკარა წყლით, მე ყურადღებით გადავხედე პირველ ნაწილსაც, ახლა ისიც კარგად იკითხება... კიდევ გმადლობთ და კარგზე უკეთესად ყოფნას გისურვებთ. :) ჭავ, თქვენი კეთილი სურვილები ყოველთვის სიკეთით სავსეა როგორ ჭა ანკარა წყლით, მე ყურადღებით გადავხედე პირველ ნაწილსაც, ახლა ისიც კარგად იკითხება... კიდევ გმადლობთ და კარგზე უკეთესად ყოფნას გისურვებთ. :)
5. ძალიან მომეწონა...5 გაცილებით დახვეწილია, ვიდრე პირველი თავი იყო...:-* ძალიან მომეწონა...5 გაცილებით დახვეწილია, ვიდრე პირველი თავი იყო...:-*
4. :) კაი უქნია ვერმიცანას, რას ერჩი? :) კაი უქნია ვერმიცანას, რას ერჩი?
3. კომენტარის წაკითხვას არ ვაპირებდი სასიამოვნო მოულოდნელობა ამას ჰქვია ველი გაგრძელებას :) კომენტარის წაკითხვას არ ვაპირებდი სასიამოვნო მოულოდნელობა ამას ჰქვია ველი გაგრძელებას :)
2. ეს ნაწილი არ იარსებებდა რომ არა "ვერმიცანას" მიერ ჩემდამი სრულიად მოულოდნელად მოძღვნილი ლექსი. ვისაც ინტერესი აღეძვრება, ამ მოთხრობის დასაწყისში იხილეთ მე-18-ე კომენტარში... ეს ნაწილი არ იარსებებდა რომ არა "ვერმიცანას" მიერ ჩემდამი სრულიად მოულოდნელად მოძღვნილი ლექსი. ვისაც ინტერესი აღეძვრება, ამ მოთხრობის დასაწყისში იხილეთ მე-18-ე კომენტარში...
1. ნეფერტარ, ძალიან საინტერესოა და ასევე დიდი ინტერესით ველოდები გაგრძელებას.
თან ეხლა ისეთ ხასიათზე ვარ ,,კაკ რას'' უდაბნოში მინდა ყოფნა :) ნეფერტარ, ძალიან საინტერესოა და ასევე დიდი ინტერესით ველოდები გაგრძელებას.
თან ეხლა ისეთ ხასიათზე ვარ ,,კაკ რას`` უდაბნოში მინდა ყოფნა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|