ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2011


მარტო!

აქ სიწყნარეა, - ვწერ,
აქ სიწყნარეა, - ვხედავ
მელანს და კალმის წვერს
ქაღალდის გულში მფეთქავს,

ისე მჩატეა გული,
თითქოს გაფრინდეს ცაში,
ყოველი სიტყვით ძგერს და
წერით ვლოცულობ მაშინ.

რაზე? - და რაზეც მინდა,
რაც მაქვს უთქმელი, უტყვი,
ოღონდ ამ წმინდა სახელს
სიტყვით ვერასდროს ვიტყვი.

საიდუმლოა ჩემი, -
მიწა რომელზეც ვდგავარ,
ის ახლოს არის, მაგრამ
სულ შორს მივყავარ კალამს.

ჭკნება სიტყვების კონა,
რჩება სურნელი ხმობის,
წყდება ვით ბეწვის ხიდი
და მასზე არვინ მოდის.

მარტო, სულ მარტო,
მარტო!
კვირტებში ძგერ და ჭრიალებ,
მე შენთან ყოფნას ვნატრობ,
შენით ვიშუშებ იარებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები