ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2011


მომავლის პოეზია 10

მე ჩემი ქვეყანა მიყვარს

მე ჩემი ქვეყანა მიყვარს,
და ჩემი ლამაზი სახლი,
ჩემი მეზობელი მიყვარს,
მისი უტყუარი სახით.
თანამემამულე მიყვარს,
მისი ერთგულება, ძაღლის,
წამსვე ჭიქა წყალი მოაქვს,
როცა დამინახავს დაღლილს.
დილით მზის ამოსვლა მიყვარს,
გარეთ სიგნალები ხალხის,
თითქოს მათ ამოჰყავთ მზე და,
წუთით არ იკლებენ ხალისს.
მე ჩემი ქვეყანა მიყვარს,
და ჩემი ქართველი ხალხი,
მათი კულტურა და წყობა,
პატიოსნება - ულვაშში.
ქართული ქეიფი მიყვარს,
განსხვავებულების დასი,
მაგრამ შერგება არ მიყვარს,
ასეთ შეგნებას აქვს ფასი.
ქალებს პატივს ვცემდი მუდამ,
დღესაც მინდა იყოს ასე,
ქალი ფეხზე იდგეს უნდა,
კაცი თავდახრილი - სკამზე.
მე ჩემი სამშობლო მიყვარს,
ჩემი კულტურა და მიწა,
ჩემი უკულტურო ხალხი,
ამ ჩემ უზნეობას ვფიცავ.
გარეთ სეირნობა მიყვარს,
თბილისის ქუჩებში რადგან,
ხალხი სიყვარულით სავსე,
სიძულვილსაც ვეღარ მალავს.
მე ჩემი ქვეყანა მიყვარს,
და ჩემი ლამაზი ხალხი,
სტუმართ-მასპინძლობა მიყვარს,
უფრო სტუმრად წასვლა - მთაში.
მე ჩემი ქვეყანა მიყვარს,
მჯერა საკუთარი ხალხის,
და ამ საკუთრებას ჩემსას,
ყველას ერთად დავცემ მახვილს.

გაიხადე

გაიხადე, უკვე სული მეხუთება,
გაიხადე გადმოყარე სიკეთენი,
მზე დაიკარ, გადაშალე ბალადები,
გაიხადე, გადმოყარე მანანები.

გაიხადე, თორემ სული მეხუთება,
გარეთ ცხელა და უშნოა აივნები,
მე ქვემოდან გამალებით ისევ გიცქერ,
გაიხადე, დამანახე ბალადები.

გაიხადე და ვულკანი ამოხეთქე,
გაიხადე და სიზმარი ამიხდინე,
გაიხადე თორემ შენზე ლამაზები,
გაიხდიან და მოიწყენს მანანები.

გაიხადე ისევ გული მეხუთება,
დაღამდება მოგასხამენ წითელ მანდილს,
გაიხადე თორემ შენი დაქალები,
გაიხდიან და გაგხდიან სანანებლად.

გაიხადე თორემ სული მეხუთება,
გაიხადე გადმოყარე სიკეთენი,
მზე სხივს დაგკრავს და სიმღერა ამღერდება,
ამ სიმღერას იმღერს შენი მანანები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები