ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პროზა
7 სექტემბერი, 2011


პირობა ნია-გაბუს...

მე, არ დაგპირდები- უღრუბლო ზეცას, ღეუბელი თუ არ ნახე მოწმენდილი ცის ფასს ვერ ისწავლი.
მე, არ დაგპირდები- ყვავილებით მოქარგულ გზას, ეკალზე ფეხი თუ არ შეიჭერი ყვავილის ფურცლების სინაზეს ვერ დააფაებ.
მე, არ დაგპირდები- მუდამ დაყვავებას, საჭირო დროს კუთხეში დგომაც მოგიწევს საკუთარი საქციელის შესაცნობად.
მე, არ დაგპირდები- ფეშენებელურ სახლში ცხოვრებას, დამიჯერე ძალიან მოსაწყენი იქნება.
მე, არ დაგპირდები- საუკეთესო სამოსს ჟურნალიდან გამოწერით, მენდე თეთრი ყვავობა არას გარგებს.
მე, არ დაგპირდები- ფინანსურ უზრუნველყოფას, ეს შენ თავად უნდა მოიპოვო.
მე, არ დაგპირდები- შენი შვილების აღზრდას, თავად არ დამანებებ ამ სიამოვნებას.
მე, არ დაგპირდები- მუდამ შენი სურვილების ასრულებაზე ზრუნვას, რათა არ იფიქრო, რომ მთელი სამყარო შენს გარშემო ბრუნავს.


მხოლოდ იმას გპირდები, რომ მე და მამაშენი მუდამ შენს გვერდით ვიქნებით:

როდესაც- ავდარი წამოგადგება თავზე;
როდესაც- ეკლები დაგისერავს სხეულს;
როდესაც- საკუთარი საქციელის მიხვედრის უნარი ჯერ კიდევ არ გექნება;
როდესაც- ჩვენს ღარიბულ სახლში იოცნებებ სამსართულიან ზღაპრულ სახლზე;
როდესაც- შენი უბრალო სამოსის დანახვაც არ გენდომება, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველას შენნაირი აქვს;
როდესაც- ფინანსურად დამოუკიდებელი მოგინდება გახდე;
როდესაც- შენი შვილების ჟრიამული აავსებს ჩვენს უფრო დაბერებულ და დაძველებულ სახლს;
როდესაც- შენს სურვილებს მიზნებად აქცევ და მათ ასრულებას შეუდგები...

სამწუხაროდ, მე ვერ დაგპიდები მთელი შენი ცხოვრების თანამგზავრობას, თუმცა შენ ყოველთვის ჩემი პატარა გოგო და დიდი საფიქრალი იქნები, სადაც არ უნდა წამიყვანოს უფალმა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები