 | ავტორი: gugua ჟანრი: იუმორისტული 9 სექტემბერი, 2011 |
ვისაც სურს გაახალგაზრდავება, გთხოვთ, თანმიმდევრობით შეასრულოთ შემდეგი ინსტრუქცია: 1. გაემგზავრეთ ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე; 2. გზის პირზე მდგომი ახლად აშენებული, თერთმეტ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მიდამოებში მოძებნეთ ასკილის ბუჩქი, შემდეგ კი წითელი და ყვითელი ტყემლის ხეები (გაახალგაზრდავების კარიბჭე მათ შორის მდებარეობს, თვალით უხილავია და ამიტომ ჭირს მისი ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა); 3. პირველად მოკრიფეთ წითელი ტყემალი, რაც მუჭში დაგეტევათ. ჭამის დროს ცოტა მტვრის გემო უნდა შეიგრძნოთ (არავითარ შემთხვევაში არ გარეცხოთ, მიუხედავად იმისა, რომ ახლო-მახლო წყალი საერთოდ არ არის); 4. შემდეგ მოკრიფეთ ყვითელი ტყემალი. სასურველია რომ რამდენიმე ცალი ხელში შემოგეჭყლიტოთ (აუცილებელია პროცესის დაჩქარებისათვის); 5. დაგემოვნების დროს შეიგრძნობთ სასიამოვნო სურნელს (ხელები გაწებილი გაქვთ); 6. სწორედ ამ დროს გაიხსნება თქვენს წინაშე გაახალგაზრდავების კარიბჭე და თქვენ ზუსტად იმ ასაკში აღმოჩნდებით, როცა ბავშვობაში, სკოლიდან მომავალი, მეზობლის ხილს იპარავდით; 7. ფეხით გაისეირნეთ ავტობუსის გაჩერებისკენ. დაელოდეთ 61 მარშრუტს და მკვირცხლად ადით კიბეზე; 8. ავტობუსით მგზავრობის დროს თუ ვინმე შეეცადა ადგილის დათმობას, ისეთი სახით შეხედეთ, რომ საერთოდ დაეკარგოს უფროსი ადამიანისთვის ადგილის დათმობის სურვილი; 9. თავისუფლების მოედანზე ჩამოდით ავტობუსიდან. არავითარ შემთხვევაში ფანტანთან არ დაიბანოთ ხელები, თორემ ისევ რეალურ ასაკში აღმოჩნდებით. გისურვებთ წარმატებას! კარგად ბრანდებოდეთ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. :)))))))) გიორგიიიი :))))) მომოვალ წლეს მიყვები ამ ინსტრუქციას და გაცნობებ შედეგებს )))) მადლობა მომლოცველებს.... განსაკუთრებით გიორგის :) :)))))))) გიორგიიიი :))))) მომოვალ წლეს მიყვები ამ ინსტრუქციას და გაცნობებ შედეგებს )))) მადლობა მომლოცველებს.... განსაკუთრებით გიორგის :)
14. თურმე, სულ ტყუილად ვწუწუნებ დავბერდი-თქო :) :) თურმე, სულ ტყუილად ვწუწუნებ დავბერდი-თქო :) :)
13. გუგუავ კარგი ვაჟკაცი ხარ შენ!!! მეც ვუერთდები მილოცვას!!! "მელოდია ქარში" გილოცაააავ!!! გიორგი, გაიხარე შენა!!! გუგუავ კარგი ვაჟკაცი ხარ შენ!!! მეც ვუერთდები მილოცვას!!! "მელოდია ქარში" გილოცაააავ!!! გიორგი, გაიხარე შენა!!!
12. ია-ია, როდის მოასწარი მაგ ფოტოს გადაღებაა? ხელები არ დამიბანია, ასე რომ დავრჩი მარადმწვანე ასაკში :) როგორ შევიფერე ხოოომ? :) ია-ია, როდის მოასწარი მაგ ფოტოს გადაღებაა? ხელები არ დამიბანია, ასე რომ დავრჩი მარადმწვანე ასაკში :) როგორ შევიფერე ხოოომ? :)
11. :D ვაიმეე გუგუაააა :D ეხლა რომ წარმოგიდგინეე :))) ხელ-პირ მოთხუნულიიი :D დაბღვერილი რომ უყურებ მარშუტის მგზავრებს :D კოპებიანიი :D არააა!!! შენ ამას ვერ შეძლებ! :) შენ ხომ სულ მომღიმარი ხარ?! :D :-*
პ.ს. ისე ...რაღა დაგიმალო და შენ ტყემლის მოპარავაც არ დაგჭირდებაა :))) მარადმწვანე ხარ! სულით და გულით! :-* :D ვაიმეე გუგუაააა :D ეხლა რომ წარმოგიდგინეე :))) ხელ-პირ მოთხუნულიიი :D დაბღვერილი რომ უყურებ მარშუტის მგზავრებს :D კოპებიანიი :D არააა!!! შენ ამას ვერ შეძლებ! :) შენ ხომ სულ მომღიმარი ხარ?! :D :-*
პ.ს. ისე ...რაღა დაგიმალო და შენ ტყემლის მოპარავაც არ დაგჭირდებაა :))) მარადმწვანე ხარ! სულით და გულით! :-*
10. ჩემ ლიკუნას? :D შესაფერია და ალალია მაგაზე თბილისში,ნებისმიერ ალაგას მოპარული ტყემალი,ასკილიც და ბროწეულიც :D მერე მოტუტნული თითებით ავტობუსით მგზავრობაც :D
მოგიკითხეთ, ბატონო, გიორგი :)
ჩემ ლიკუნას? :D შესაფერია და ალალია მაგაზე თბილისში,ნებისმიერ ალაგას მოპარული ტყემალი,ასკილიც და ბროწეულიც :D მერე მოტუტნული თითებით ავტობუსით მგზავრობაც :D
მოგიკითხეთ, ბატონო, გიორგი :)
9. შველის თამარ, შველის :) ბირთვისში ეკოლოგიურად სუფთა ტყემალი იქნება, მაგ საქმეს კი ცოტა მტვრიანი და რაც მთავარია – მოპარული ტყემალი სჭირდება, თორემ ოჩოპინტრეები იქვე არ იყვნენ? :) შველის თამარ, შველის :) ბირთვისში ეკოლოგიურად სუფთა ტყემალი იქნება, მაგ საქმეს კი ცოტა მტვრიანი და რაც მთავარია – მოპარული ტყემალი სჭირდება, თორემ ოჩოპინტრეები იქვე არ იყვნენ? :)
8. გუგუა, მარტო ტყემალი შველის მაგ საქმეს? წამო, ბირთვისში აგიყვან და... ტყემლების მეტი კი არ მაქვს იქ რამე? :)))) მაგარი ხარ... :-* გუგუა, მარტო ტყემალი შველის მაგ საქმეს? წამო, ბირთვისში აგიყვან და... ტყემლების მეტი კი არ მაქვს იქ რამე? :)))) მაგარი ხარ... :-*
6. კაია გაახალგაზრდავება კაია გაახალგაზრდავება
5. :))))))))))) :)))))))))))
4. საოცარი გუგუა:-* "ასკილი'...ამ სიტყვაზეც კი საოცარი შეგრძნება მაქვს, არა თუ მაშინ ,თვითონ რომ შემხვდეს სადმე... ბაგებში...წყნეთის გზატკეცილზე...:) ყველაზე მეტად მაინც იქ ბღვერა მომეწონა...:) ავტობუსში ადგილს რომ გითმობენ...:))) და თუ არ მინდა საერთოდ რეალურ ასაკში არმოჩენა, გაწებილი ხელები საერთოდ არ დავიბანო? 55555 საოცარი გუგუა:-* "ასკილი`...ამ სიტყვაზეც კი საოცარი შეგრძნება მაქვს, არა თუ მაშინ ,თვითონ რომ შემხვდეს სადმე... ბაგებში...წყნეთის გზატკეცილზე...:) ყველაზე მეტად მაინც იქ ბღვერა მომეწონა...:) ავტობუსში ადგილს რომ გითმობენ...:))) და თუ არ მინდა საერთოდ რეალურ ასაკში არმოჩენა, გაწებილი ხელები საერთოდ არ დავიბანო? 55555
3. იცანი რობი შენი მი-და-მო-ები? მოპარულს სხვა გემო აქვს ბიჭო :) აი, რას ნიშნავს პატიოსნად რომ იზრდებოდი, ხილი არ მოგიპარავს? ხილს პირი რომ ჰქოდეს, თავის თავს შეჭამდაო :) იცანი რობი შენი მი-და-მო-ები? მოპარულს სხვა გემო აქვს ბიჭო :) აი, რას ნიშნავს პატიოსნად რომ იზრდებოდი, ხილი არ მოგიპარავს? ხილს პირი რომ ჰქოდეს, თავის თავს შეჭამდაო :)
2. :) ის 61 ნომერი მარსუტუ მარტო თავისუფლებისკენ არ მიდის, აქეთ, უფრო მაღლაც ამოდის ხანდახან :) გამოჰყები ერთხელაც – ტყემალი აქაც არის და ტყემლის არაყიც :) გაახალგაზრდავება მერე ნახე შენ :) :) ის 61 ნომერი მარსუტუ მარტო თავისუფლებისკენ არ მიდის, აქეთ, უფრო მაღლაც ამოდის ხანდახან :) გამოჰყები ერთხელაც – ტყემალი აქაც არის და ტყემლის არაყიც :) გაახალგაზრდავება მერე ნახე შენ :)
1. ეძღვნება ჩემს მეგობარს - "მელოდია ქარში" :) დაბადების დღეს გილოცააავ :)
ეძღვნება ჩემს მეგობარს - "მელოდია ქარში" :) დაბადების დღეს გილოცააავ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|