ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mer@bi
ჟანრი: პროზა
9 სექტემბერი, 2011


დიაგნოზი

  მე პირველად მაშინ ავტირდი,როდესაც თეთრებში ჩაცმულმა კაცმა დედას მომწყვიტა.მაშინ ვიგრძენი და გავიგე,თუ რა არის ტკივილი.მას მერე აღარ მიტირია,სანამ არ გავიზარდე.
  როცა ეზოში ვთამაშობდი და მუხლებზე ვეცემოდი,ამაყად,უცრემლოდ ვდგებოდი და უფრო სწრაფად გავრბოდი,რომ ჰაერს წაერთმია ეს მწარე შეგრძნება.მერე კი ბებია ალოეს ფოთლებს მადებდა გადატყავებულ მუხლებზე და ისევ სარბენად მიშვებდა.თან მაფრთხილებდა:"თუ ისევ დაეცემი,სწრაფად ადექი,რომ არავინ დაგინახოს.შენ სულ უნდა გამართულს გხედავდნენ."მაგრამ როცა გავიზარდე,უფრო ხშირად ვეცემოდი და მუხლებზე დაცემულს, ადგომა მიჭირდა.რაღაც ძალიან მძიმე მაწვებოდა მხრებზე და აღარ მყავდა ბებია და აღარც ალოეს ფოთლები,რადგან ალოე დროს გაჰყოლოდა სიყვითლის მხარეში.
.................................................................................................................................................................................................................................
  მერე მე დიდხანს დავდიოდი აწმყოსთან ცხოვრების ანალიზებზე და ბოლოს,დიაგნოზი მომაჩეჩეს ხელში:
  ასტიგმატიზმი,თვალებში გაორება ანდა ყველაფრის უკუღმა დანახვა-
  სიკეთეს აკეთებ-ისჯები,გტკივა
  ბოროტებას სჩადი და გაჯილდოვებენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები