ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მენთოლლ
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2011


შუაღამეა

 
      მთვარე დამყურებს
სევდიანი,ღონემიხდილი
ეს დედამიწა,ჩემი თავიც ეუცხოვება,
მე რაც მინდოდა, ვერასოდეს ვეღარ
ვიხილე.
და რაც ვიხილე,სხვამ
დაარქვა იმას ცხოვრება.

ლოთი არა ვარ,მეძახიან ლოთები
მგოსანს.
მე ვინ დამიშლის ეს სურვილი
რომ ავიხირო:
ერთ ბოთლ კონიაკს გამოვცლიდი
და ალბათ ორსაც.
ამ სიჩუმეში,როგორ მინდა,რომ დავიყვირო.
შუაღამეა ნელა ბჟუტავს
ქუჩის ფარანი.
კვლავაც ვუდგები წარსულსა და მომავალს
ურჩად,
თვალებს ვაცეცებ,აქ საერთოდ არ
ჩანს არავინ
და ამ განწყობას ვუზიარებ ქალაქს და
ქუჩას.
 
          ზაალ ჯალაღონია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები