ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: daviti
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2011


ველოდები რას ?


ილუსტრაციებს სულ აღარ ველი,
აღარ მათბუნებს და არც მზე ათბობს
ისე, როგორც მათბობდა შარშან.

მეცხრე ზამთრიდანს
გადმოსროლილ ოცნების ფერებს

ფერთა წყრომას და რუტინას ფერთა..
უფრო მოველი რაღაც სხვანაირს,
სულ მთლად ზეცისგან შეგონებულს
პოზას მუზისთვის

კი, მე მოველი ცხოვრებისაგან
არაფერს ისეთს.
კი, მე მოველი მუზეუმებში
გაკრულ სიყვარულს...

ამ დღისგან ისეთს არაფერს ველი,
როგორც ველოდი თუნდ უწინ ამ დროს,
უფრო მეტს, უფრო პლაკატებს სევდის
და კიდევ უფრო, მეტს ამოუცნობს….

დ. მუხიგულაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები