ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეფელე
ჟანრი: პროზა
2 ნოემბერი, 2011


"you always hurt the ones you love"

მოვდიოდი სამსახურიდან და დაუშვა წვიმამ, არც ქოლგა, არც არაფერი. Dდავიფარე ეს ჩემი პატარა ჩანთა თავზე და მონადირესავით გავრბივარ. აუ, არა, აზრზე არ ვარ, როგორ გავბივარ, მაგრამ გავბივარ, ალექსას უნდა შევხვდე სადღაც იქვე, ალექსა იდგება ორი ბილეთით ხელში და რაღაც წარმოდგენა უნდა ვნახოთ. მოკლედ, მოვრბივარ, ხო ვთქვი უკვე და შუა ქუჩაში, სადღაც ქვაფენილზე გადავედი და უცბად დიდი გუბე დგას, უნდა გაცურო, ან გადააფრინდე, მე კიდევ ნაჭრის ფეხსაცმელები მაცვია, ისედაც ამომელუნგა ტალახიანი წვიმისგან და ეხლა უარესად დასველება დამეზარა, მაგრამ ვინ მაცალა ამდენი ფიქრი. ჩემ წინ გოგო და ბიჭი დგანან. გოგოს პლატთფორმა და პლათფორმაზე დამატებული სულ ცოტა თორმეტ სანტიმეტრიანზეა შემდგარი. ბიჭი ეუბნება ხელში აგიყვანო, , ესეც ეგრევე დაეთანხმა, აიტაცა ბუმბულივით, თუ როგორ ამბობენ ხოლმე? და ერთი ნაბიჯი გადმოდგა ბიჭმა წინ, მაგრამ უიღბლობაც ასეთი უნდა, რა დაემართა იმხელა მოხეულ მხარბეჭიან ტიპს, უფრო სწორად, წაულონდრებდა და საიდან ვიცი ეხლა მე ტიპი იყო თუ არა, ჰოდა, აუცურდა ეს ფეხი და მოწყვეტით დაეცა,  გაიშხლართა გუბეში, ეს გოგოც გაუვარდა ხელიდან, ის იქით გადაგორდა, ეს აქეთ. გოგო ცქვიტად წამოხტდა, მივარდა ბიჭს, ეს როგორღაც წამოიზლაზნა.
მიცვივდნენ გამვლელები, ეს ბეხრეწი სულ გაწითლდა, შემეცოდა, მე ვიყო კეთილშობილი, გამოვარდა გვერდითა მაღაზიიდან გამყიდველი გოგო, არ წახვიდე, მომიყევი რა მოხდა, კარგად ვერ დავინახეო, მეთქი გოგო მიდიოდა, ბიჭმა იცოდე, გუბეში გავწვებიო, არ დაუჯერა, აჰა, მეთქი იყო გამკეთებელი და გააკეთა, სად იცოდა იმან ფეხსაცმლიდან ამოხტომა. მარტივად და სხარტად.
წამოვედი, მოვუარე გუბეს, კინაღამ მანქანამ დამარტყა, მაგრამ კინაღამ. ალექსა სადღაც კინოს სახლთან შემხვდა. ხელთათმანები ეკეთა, ერთი მე მათხოვა, წარმოდგენაზე აღარ წავსულვართ, მაგრამ სად წავედით, ეს უკვე სხვა ამბავია და ვისი რა საქმეა, უფრო სწორად, არ გაინტერესებთ

Bom!
ამასწინათ შევხვდი შემთხვევით ქუჩაში და იმის მერე ხშირად მახსენდება, განა ისეთია რო გამორჩეული და რამე, მაგრამ რაღაც აქვს ისეთი რო გაბამს რა. არა, დედას ვფიცავარ სერიოზულად არ ვფიქრობ კი არა და სამსახურს ვეძებ ამის დედა ავატირე, თან ეხლა მაყუთი მჭირდება მაგრად, აუ, არ მიყვარს რა ეს ყურძნის, ატმის, ვაშლის შერეული წვენი, მაგრამ სხვა არ მაქვს და ამას ვსვამ, ყინულები ჩავყარე ბლომად, დამაძრობს კბილებს ეს დედააფეთქებული წვენი.ჰო, რაზე ვფიქრობდი, ის გამახსენდა რა და მეთქი დავურეკავ, ვკითხავ როგორ ხარ და იქნებ სადმე წავსულიყავით-მეთქი,თავიდან მეთქი ვინ არის, რა უნდა, რაღაც მეოცნებე ტიპი ჩანს და ვერ გავუგებ-მეთქი, მაგრამ, ბიჭო, უცბად მეუბნება, კუთხეში შევხვდეთ ერთმანეთსო. მეთქი ეს მეჩალიჩება, გამოჭერაზეა, არა, ძმაო, სამსახური უნდა ვიშოვო, რა დროს რომანებია-მეთქი, მაგრამ სულ რამდენიმე წუთითო, ვიცეკვოთ და მერე შენ შენი გზით წადი, მე ჩემით წავალო. თან ბნელოდა და მეთქი როგორ გავუშვა მარტო, მაგრამ ეს ისეთია, რო რამე, აქეთ დამიცავს-მეთქი. თან რა ცეკვა, რის ცეკვა, რა უნდა გეცეკვო, ტო, ეგრე განწყობის გარეშე რობოტი ვარ თუ რა-მეთქი და კარგი მაშინო და წავიდა. აუ, რო წავიდა, სლოკინი დამეწყო, მე კიდე ეგრე ვიცი, ვინმე რო მენატრება, მასლოკინებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები