ჩაიქართოვლა ნოემბრის თვემ ცივმა და უტყვმა... ჩემი სენაკი სიცივისთვის, დაგმანულია, მაგრამ ,ჩემს ,მღვიძარ ,მოგონებებს რა, უნდა ,ვუთხრა, მონატრებისას, როცა უფრო ხშირდება სულდგმა, ხსოვნის ლანდები კი სიცოცხლეს კვლავ გარს უვლიან...
ხოლო ჩემს ფანჯრებს ქარი ცივ ფრთებს ფრთხილად რომ ურტყამს, მოსალმებად ვთვლი, სხვა რამეს არ ვფიქრობ სრულიად.
უჩემოდ ჩაქრნენ რახანია, ფერები ქარვის და სანახების - უსაყვარლეს ყანა-ზვარ-ბაღთა, შენ რას გაიგებ, ან რას იგრძნობ, თუ გეტყვის არვინ, ამ უშენობაბას, ამ სალმობას, რა ტანჯვაც ახლდა...
თუმც შენ აქ ბრალი არ მიგიძღვის, არ გინდა შფოთვა... ეს არ მჯეროდეს, ვიქნებოდი მგმობელი შენი... ვგავარ ქართაგან ტანგაძარცვულ ხეებს უფოთლოს, რომლებშიც ერთ-ერთს ერთადერთი ფოთოლი შვენის...
25. 11. 2011 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. რა კარგი დასასრული აქვს:))
55 რა კარგი დასასრული აქვს:))
55
12. შენეული, მართალი, მგრძნობიარე ლექსია, იმედო! შენეული, მართალი, მგრძნობიარე ლექსია, იმედო!
11. ''ხოლო ჩემს ფანჯრებს ქარი ცივ ფრთებს ფრთხილად რომ ურტყამს, მოსალმებად ვთვლი, სხვა რამეს არ ვფიქრობ სრულიად.''
ძალიან ლირიული და ლამაზი ლექსია, ძია იმო!..
``ხოლო ჩემს ფანჯრებს ქარი ცივ ფრთებს ფრთხილად რომ ურტყამს, მოსალმებად ვთვლი, სხვა რამეს არ ვფიქრობ სრულიად.``
ძალიან ლირიული და ლამაზი ლექსია, ძია იმო!..
10. ავტორი: იმედი ჯახუა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
28 ნოემბერი, 2011
ავტორი: იმედი ჯახუა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
28 ნოემბერი, 2011
9. ლამაზი ქმნილებაა– შთამბეჭდავი!! წარმატებებს გისურვებთ. პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) ლამაზი ქმნილებაა– შთამბეჭდავი!! წარმატებებს გისურვებთ. პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
8. რა დიდებულად გაგიცილებიათ ნოემბერი, ჩვეულ სიდინჯით, დიდი სევდით და სიტყვაკაზმულად... რა დიდებულად გაგიცილებიათ ნოემბერი, ჩვეულ სიდინჯით, დიდი სევდით და სიტყვაკაზმულად...
7. ვგავარ ქართაგან ტანგაძარცვულ ხეებს უფოთლოს, რომლებშიც ერთ-ერთს ერთადერთი ფოთოლი შვენის...
ვგავარ ქართაგან ტანგაძარცვულ ხეებს უფოთლოს, რომლებშიც ერთ-ერთს ერთადერთი ფოთოლი შვენის...
5. მაგარი ხარ ჩემო იმო! მრავალი ნოემბრი გაგეცილებინოს ასე მშვიდად და ლამაზად! მაგარი ხარ ჩემო იმო! მრავალი ნოემბრი გაგეცილებინოს ასე მშვიდად და ლამაზად!
4. შენ რას გაიგებ, ან რას იგრძნობ, თუ გეტყვის არვინ, ამ უშენობაბას, ამ სალმობას, რა ტანჯვაც ახლდა...
ლამაზი და სევდიანი. მშვიდი მაინც რაღაცნაირად. მოგესალმეთ ძია იმო. ვეღარ მოვაღწიე თქვენამდე რაღაც მიზეზების გამო. გამოვასწორებ აუცილებლად. მოგიკითხეთ ძალიან დიდი სიყვარულით. შენ რას გაიგებ, ან რას იგრძნობ, თუ გეტყვის არვინ, ამ უშენობაბას, ამ სალმობას, რა ტანჯვაც ახლდა...
ლამაზი და სევდიანი. მშვიდი მაინც რაღაცნაირად. მოგესალმეთ ძია იმო. ვეღარ მოვაღწიე თქვენამდე რაღაც მიზეზების გამო. გამოვასწორებ აუცილებლად. მოგიკითხეთ ძალიან დიდი სიყვარულით.
3. ვგავარ ქართაგან ტანგაძარცვულ ხეებს უფოთლოს, რომლებშიც ერთ-ერთს ერთადერთი ფოთოლი შვენის... - შესანიშნავია!!! +++++++++++++++++++++++ ვგავარ ქართაგან ტანგაძარცვულ ხეებს უფოთლოს, რომლებშიც ერთ-ერთს ერთადერთი ფოთოლი შვენის... - შესანიშნავია!!! +++++++++++++++++++++++
2. ბექა..... :)))))))) ვეთანხმები ბექას- უდავოდ კარგი ლექსია! ბექა..... :)))))))) ვეთანხმები ბექას- უდავოდ კარგი ლექსია!
1. აი ეს ლექსი, ძალიან მაგარია, ვერაფერს ვიტყვი. მართლა მომეწონა და ეს ჩასაფრებული მკითხველის სტატუსი მომაშოროთ იქნებ როგორმე. აი ეს ლექსი, ძალიან მაგარია, ვერაფერს ვიტყვი. მართლა მომეწონა და ეს ჩასაფრებული მკითხველის სტატუსი მომაშოროთ იქნებ როგორმე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|