 | ავტორი: იმო ბაბუ ჟანრი: პოეზია 29 ნოემბერი, 2011 |
შენს ზვარაკად თავგაწონილს, დღემდის ზნე-და-ფერუცვლელს, დუმილსა და დუმილს შორის სიჩუმეს რომ ვერ უძლებს...
მიწყივ ხელს და თავაწყვეტილს, ალს რომ იხვევს შემმუსვრელს, ვერც რომ ბებერს, სისხლდაწრეტილს ტრფობის ცეცხლი ვერ უმცრეს...
ერთხელაც რომ გულისსწორის ერთგულებაც ვერ უცნეს, ღალატსა და ღალატს შორის კვნიწ ეჭვსაც რომ ვერ უძლებს...
ცხრაუცხოსთვის ძმობის მქმნელი, ვისაც ძმებმაც ვერ უძმეს... კვლავ ალალად ცნობათხელი უძმობას რომ ვერ უძლებს... –
აწ ზ ე ა ს ძ გ ე რ ს შენს სამკვიდროს, მარადისს და შეუძვრელს, ვინც მდიდარი მტრებით მუდამ ვერც უმტრობას ვერ უძლებს...
მონას უღირსს, მაგრამ ერთგულს - მგმობთა შენთა შემმუსვრელს, შენ უკურთხე პური - ბედკრულს, სპაც წყეულთა - შენ უმცრე!..
ოდენ შენს იმედად შთენილს მტარვალთ ოდენ შენ უძლევ!.. შენ უკურთხე ცრემლიც მტევნის, უძმოდ შთენილს - შენ უძმე!..
სხვა ვინ ან ვით შეიყვარებს, სხვა ვინ შესძლებს შეუძლებს, შვებაც შენ თუ არ მოჰგვარე, როს სალმობას ვერ უძლებს?!.
შენი რწმენის მოეც ძალი, შუბლს მირონიც შენ უცხე... არ ჩაუქრო კერის ალი, კვერიც ობლის - შენ უცხვე!..
მხოლოდ გრძნობას ნუ შებღალავ ბედთან ჯვარდაწერილის და ნუ გახდი გიჟის ხალათს - შიშველი ხომ ვერ ივლის ?!.
შენსკენ აძრულ ი გულისა
თუმცა შორი ჩანს შენამდე ჯერაც, ამ სიშორითაჩ მიტაცებ ისე, რომ შენი გულის იდუმალ ძგერას ვით ანგელოზის ფრთების ხმას, ვისმენ...
არც მახსოვს - როდის დაგკარგე სადღაც და უშენობას როდიდან ვუძლებ... შენსკენ ფეხს ახლაც ბალღივით ვადგამ, რომ არ დამიცდეს დამრეცზე უცებ...
მაგრამ რა უნდა უმანკო ყვავილს ქართა ფლოქვებით გაქელილ ქვებზე?!. თუმც - არ იშლიდა როგორც თავისას, არც ახლა ცდილობს - იცვალოს გეზი... და ქვის ცივ კედლებს ეხლება კვლავაც გული - თავადვე რომ წააქეზე...
და რომც ვერასდროს გიხილოს ახლოს, ამ სიშორითაც იზიდავ ისე, რომ შენსკენ გზაზე სუყველა მაღლობს მწვერვალად თვლის და მიიწევს ცისკენ.
19. 11. 2011
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. შენ უკურთხე ცრემლიც მტევნის, უძმოდ შთენილს - შენ უძმე!..
მომენატრა, იმო, შენი ლექსები... 55555 შენ უკურთხე ცრემლიც მტევნის, უძმოდ შთენილს - შენ უძმე!..
მომენატრა, იმო, შენი ლექსები... 55555
5. ერთხელაც რომ გულისსწორის ერთგულებაც ვერ უცნეს...
მიყვარხართ ყველა თქვენი ტკივილით, ძია იმო. ერთხელაც რომ გულისსწორის ერთგულებაც ვერ უცნეს...
მიყვარხართ ყველა თქვენი ტკივილით, ძია იმო.
4. ძალიან კარგია ორივე ლექსი!
ძალიან კარგია ორივე ლექსი!
3. მოკითხვა იმო ძია...ძალიან მაგარი ლექსებია... მოკითხვა იმო ძია...ძალიან მაგარი ლექსებია...
2. მახარებს თქვენი ასეთი შემართება, ძალიან კარგებია! მახარებს თქვენი ასეთი შემართება, ძალიან კარგებია!
1. ორივე მომეწონა.
~რომ შენსკენ გზაზე სუყველა მაღლობს მწვერვალად თვლის და მიიწევს ცისკენ.~ ორივე მომეწონა.
~რომ შენსკენ გზაზე სუყველა მაღლობს მწვერვალად თვლის და მიიწევს ცისკენ.~
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|