ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2011


ლაზარე



„ ლაზარე  გამოვედ  გარეთ !„


ის  მოდის,  მოდის,
იგი  შენსკენ  მოდის,  გულდინჯად
ის  შენთან 
სხვებთან  ერთად  მოდის,
ის  -  შენი  მხსნელი!..
მალე  გაიგებ  შენ  ხმას  მისთა
ღვთიურ  ნაბიჯთა...
თუმც  ვერ  იხილავ  ჯერ  მის  ღვთიურს
აწევას  ხელის...

მოდის  ვინც  შენს  თავს  არ  დაუთმობს
სიკვდილს  საზარელს,
ვინც  ოთხი  დღის  წინ  გახდი  მწუხარ
დათა  საზარე...
შორს იყო იგი ამ სოფლიდან,
ამ წუთისოფლის
ზეციერ მხსნელად მოვლენილი,
ყველგან  მიმსვლელი...
მან მამის ვანი მიატოვა
და კერა მშობლის
და უდაბნოთა გზათა ზედა
დავალს პირსველი...

ლაზარევ,  მკვდრეთით  უნდა  აღსდგე,
ოთხი  დღის  მკვდარი
უნდა  განაგდო სიკვდილი და  იცოცხლო  უნდა


და  სამზეოდან  უკუნეთის
ბჭე აზანზარო!...
ვინ თუ არა შენ გასცე უნდა
პასუხი კითხვებს,
ფოთლებივით რომ აუვსია
ყოფას უდაროს,
მოყვასთ სულებში,
მიწყივ გულს რომ
გტკენდა, ლაზარევ?!.

შენ მალე უნდა აღსდგე სამარით,
ჩამოიბერტყო ვით  ნაცარი
ლპობა, ხრწნილობა!..
ახლავ მოისმენ მეგობრის ხმას,
მის ტკბილ დაძახილს
და რომ გამოხვალ გარეთ,
უმალ გეცვლება ფერი,
თვალთ მოიფშვნეტ და მზიან ზეცას
ახედავ ფერილს.

ერთ  დაძახილზე  მეგობრისა:
,, -  აღსდექ  ლაზარევ!..’’
გამოხვალ  გარეთ,
ოთხი  დღისა  კან-ხორც-დამზრალი...

და  პირმშოსავით
მიაშურე  შენს  ბაღ-საზვარეს,
შენს  ზეთისხილს  და 
შენს ტკბილ  ლეღვებს  -
ხილს გადასარევს

სიყმილი შენი ჯალაბის გულს
ვეღარ დასერავს...
ვერც სიღატაკე ვეღარ დაბზარავს...
-  შენ სხვა ხვედრისთვის გაგაჩინა
დედამ, ლაზარე!..
შენ  სხვა ხვედრისთვის აგირჩია მამამ ლაზარე!..
და სხვა ძმობისთვის აგირჩია
ღვთის ძემ, ლაზარე!..

და  ღიმი  უფლის
შენს  სახეზეც  ჭმუნვას  გადაჰყრის!..
და  ნიშნად
ეშმას  გულის  დადაღვის,
შენ  უნდა  უკან  მოიტოვო
ნოეს  ასაკი
და  ქმნა  მოასწრო  მადლცხებულმა
კეთილის  ბევრის!...

სხვა ვარსკვლავზე ხარ გაჩენილი
უფლისგან რადგან,
არ ეღირსება მეგობარი შენებრი ყველას,
ვინც არასოდეს მიგატოვებს,
სულ თავზე გადგას
და როგორც მწყემსი
გამორჩეულ საყვარელ ბატკანს,
საშიშ  ღამეებს გაგინათებს
ბილიკზეც  ველად.

ოთხი დღე რაა, მუდამ დროზე ის მოვა
შენთან,
ის მოვა შენთან, სხვა სალმობაც
რომ ესმის შენი,
და  მერე,  როცა  მაღალ  ცასთან
მოგიწევს  შერთვა
იქაც  იქნება  დღეთა  შენთა  შვებისა  მშვენი!..

მეგობართ შორის მისთა რადგან
აღმოჩნდი ერთი,
ჩინებულიცა და რჩეულიც
გულისა მისის,
ის არასოდეს დაიშურებს
სიმშვიდეს შენთვის,
ის სასუფეველს განგიმზადებს
თავისთან ცისას!...

მე კი ცოდვილმა და საბრალომ
გავიგე ვერრა...
მთელი ცხოვრება ვინც მეგობრებს
ვიძენ და ვკარგავ...
ხშირად მგონია,
ბედი ჩემი მკაცრია ბევრად
რადგან არა აქვს დასასრული
ამ ამბავს ჯერაც...
რადგან გრძელდება აქამომდის
ამ  გულის  ჩაგვრა...

და  შენღა  გვედრი  აწ,  უფალო,
დიდს  და
მარადისს
და  აცილებას  ამ  ხიფათის
შენგანღა  ელის,
ვინც  მეგობრისგან  დღემდე  ბევრი
ნახა  ღალატი,
მის  აღსასრულშიც
არ  ერიოს  მეგობრის  ხელი!..

1. 12. 2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები