ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2011


ცამეტი

ცამეტი
ცამეტ აგვისტოს
მე დავიბადე,
ცამეტს უწოდეს თარსი?
თორმეტ მოციქულს*
უფლის გარეშე
არც კი ვახსენებ, არ ღირს!
თორმეტ აგვისტოს*
დავით მეოთხემ
ბრძოლით დასძლია მტერი,
ცამეტ აგვისტოს
დიდ გამარჯვებას
ზეიმობს ივერთ ერი!
ცამეტ აგვისტოს*
რუსთა არმიამ
დალაშქრა რაჭის მთები,
ცამეტ იანვარს*
სულმოუთქმელად
ძველით ახალ წელს ველით.
ცამეტ თებერვალს*
ღამის თორმეტზე
ვიღაცა გრძნობას ეტრფის,
ცამეტ აგვისტოს*
ეკლესია,ხომ,
მარხვისთვის იწყებს ზეიმს.
ცამეტს
აღვიქვამ საკრალურ რიცხვად,
სულაც არ ნიშნავს
თარს რიცხვს!
თორმეტ მოციქულს
მეცამეტედ ხომ
მფარველად ჰყავდა ღმერთი!


1. თორმეტ მოციქულს* - იგულისხმება იესო ქრისტეს თორმეტი მოწაფე;
2. თორმეტ აგვისტოს* - იგულისხმება 1121 წლის 12 აგვისტოს გამართული დიდგორის ბრძოლა;
3. ცამეტ აგვისტოს* - 2008 წლის 08 აგვისტოდან დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი;
4. ცამეტ იანვარს*- ძველით ახალი წლის ღამე;
5. ცამეტ თებერვალს*- სიყვარულის დღის ღამე, რომელიც არის 14 თებერვალს;
6. ცამეტ აგვისტოს*- მარიამობის მარხვის წინა დღე;







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები