ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2011


ღამენათევი ვედრება


არ თენდება...
ჯერაც არ
უთამაშებს მზეს თვალი...
შენღა უწყი,
მე რაც ვარ
შენ არ ცდები სხვებსავით...

ჭრაქ-ნაცარმა შენაცრა
ჩემი მრწემი ვაზები...
რაც უფრო ვგრძნობ _ შენ რაც ხარ
უფრო მეძვირფასები.

გაუჩხიბავს მაზაკვალს
კერა ჩემი ქოხ-მახის _
და ჩემს ვიწრო გზას და კვალს
ძერა-ბორა მოსძახის...

მაინც შენ გამითენე
ეს ერთი დღეც როგორმე!..
ამაზე მეტ სიკეთეს
შენგან ვითხოვ როგორ მე?!

სული როგორც მიხედნე,
ჯვარზეც ისე ვევნები...
თვალში გამომიხედე,
ოღონდ ეს ბრმა მტევნები!..

ბედმა ბევრიც მიღეროს
თუნდ ბედითი მე ბადე,
ერთხელ მაინც ვიმღერებ
იმ დღის გათენებამდე.

მე რომ დღემდე ველოდი...
მე რომ დღესაც მოველი...
ჟამი იგი მალე და
უსიკვდილოდ მოვალის,
ჟამი _ ღვთივბრწყინვალე და
ღვთივაღთქმული მომავლის!!!

3. 11. 2011 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები