ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვაზიმოდო
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2011


წვიმების ბლუზი (ესმერალდას)

ნაცნობი ქუჩა,ნაცნობი სახლი,
უკრავს ფოთლებზე წვიმების ბლუზი,
კრთება წამწამი წამწამზე მაღლა,
იწვის მზე ცაში და ცას მზე უზის

გულში,როგორც მე მაგ სახის ხატი,
ანდა მაგ თვალთა მომწვანო ქარვა,
ლამის ყანაში ღიმილებს ვფანტავ,
ეჩვევი წამებს და ფიქრის რვალი...

ნაბდავენ ნისლებს ჭაღარა მთები
არხოტის,ხევებს მდინარე ქაფავს,
ვოცნებობ შენზე და შენით ვთვრები,
აბამს მთა წვიმებს,მე კი შენ მაბამ

მაგ უცხო თვალთა ეშხით და კდემით,
ისწორებს ზეცა ღრუბლების ფაფარს,
ყორღანთან გნოლი დაჭრილა,კვდება,
ვყვები ყივჩაღის სისხლისფერ ზღაპარს.

არაგვზე გავდე გრძნობების ხიდი,
რბიან ლოდებზე ტალღები ჩქარი,
ხარ ღმერთი ჩემი და ღმერთი იდგა
ამ ხიდის მარცხნივ და ქროდა ქარი,
რომელსაც სუნთქვა მოჰქონდა შენი...

                          კვაზი უმახინჯესი///ორიათასოცდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები