ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექზა
ჟანრი: თარგმანი
18 დეკემბერი, 2011


30 Seconds to Mars – Night Of The Hunter


სამყაროს საშოს კბენს შხამიანი
ადამის მოდგმა – ნაცემ–ნალეწი.
და მეც დამერქვა ადამიანი,
მაგრამ აღვსდექი სადაც დავეცი.

და დავინახე: აჩონჩხილ ხეზე,
დაკიდებული როგორ ვიყავი;
ცრუთა განტოტვილ და ქურდთა ენებს
მარყუჟი ეპყრათ გასარიყავი.

აღსდექი მათზე, ამაღლდი მზერით,
გული გაგიხსნას ჰვედრე უფლის ძეს.
წინ სვლა განაგრძე, არ შედრკე ბნელით,
თვალი დაუხშე შენში ლუციფერს.

ერთი ღამით ვარ მონადირე და
ერთ დღეს ვიძიებ შურსაც ჩემს მტრებზე,
ერთ ღამეს კი კვლავ გამახსენდება,
რომ დასრულდება ყოველი... ერთ დღეს.

(Une, deux, trois, cinq)
ნაბიჭვრის თესლი – კურთხეულ კახპის...
თქვენს გასაცნობად ასე წარვსდექი,
ჯობია სისხლდენა ვიდრე კვლავ გამხრწნის,
თუ კი აღვსდგები... და მე აღვსდები!

და გაატყავე, ცოცხლად გაფატრე,
ფერფლად შეცვლილი დამარხე გული.
და აღიმართე, ამაღლდი მასზედ,
იყავი ასე – გალაღებული.

გული გაგიხსნას, ჰვედრე უფლის ძეს.
წინ სვლა განაგრძე, არ შედრკე ბნელით,
თვალი დაუხშე შენში ლუციფერს
და დარჩი მისგან ხელუხლებელი.

ერთი ღამით ვარ მონადირე და
ერთ დღეს ვიძიებ შურსაც ჩემს მტრებზე,
ერთ ღამეს კი კვლავ გამახსენდება,
რომ დასრულდება ყოველი... ერთ დღეს.

ღმერთს ვფიცავ – დაგიმტვრევთ გულებს
და თქვენც გაგფატრავთ ნაწილ–ნაწილად.
ღმერთს ვფიცავ – დაგიმტვრევთ გულებს
და თქვენც გაგფატრავთ ნაწილ–ნაწილად.

ერთი ღამით ვარ მონადირე და
ერთ დღეს ვიძიებ შურსაც ჩემს მტრებზე,
ერთ ღამეს კი კვლავ გამახსენდება,
რომ დასრულდება ყოველი... ერთ დღეს.




I was born of the womb of a poisonous man
Beaten and broken and chased from the land
But I rise up above it, high up above it and see

I was hung from the tree made of tongues of the weak
The branches the bones of liars and thieves
Rise up above it, high up above it and see

Pray to your god, open your heart
Whatever you do, don't be afraid of the dark
Cover your eyes, the devil inside

One night of the hunter
One day I will get revenge
One night to remember
One day it'll all just end, oh

(Une, deux, trois, cinq)
Blessed by a bitch from a bastard's seed
Pleasure to meet you, but better to bleed
Rise, I'll rise, I'll rise

Skinned her alive, ripped her apart
Scattered her ashes, buried her heart
Rise up above it, high up above it and see

Pray to your god, open your heart
Whatever you do, don't be afraid of the dark
Cover your eyes, the devil inside

One night of the hunter
One day I will get revenge
One night to remember
One day it'll all just end, oh

Honest to God I'll break your heart
Tear you to pieces and rip you apart
Honest to God I'll break your heart
Tear you to pieces and rip you apart
Honest to God I'll break your heart
Tear you to pieces and rip you apart
Honest to God I'll break your heart
Tear you to pieces and rip you apart

One night of the hunter
One day I will get revenge
One night to remember
One day it'll all just end, oh

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები