ისევ ქარი წეწავს ბათუმს, ქუჩებს აფერადებს დილა, მთვლემდა ლექსის წერით გართულს. თუმცა საკმარისად თბილა, მაგრამ გამეყინა გული, ისევ ქარი წეწავს ბათუმს და ეშმაკს შევთავაზე სული. წელს თუ კიდევ ერთხელ გათოვდა. წელს თუ კიდევ ერთხელ უშენოდ- თოვლში ნაფეხურებს ვხატავ, აწი რომც გინდოდეს უზომოდ, მაინც ვეღარასდროს მნახავ...