| ავტორი: გეგას ჟანრი: თარგმანი 15 თებერვალი, 2012 |
Victor Hugo
A une jeune fille
Vous qui ne savez pas combien l'enfance est belle, Enfant ! n'enviez point notre âge de douleurs, Où le coeur tour à tour est esclave et rebelle, Où le rire est souvent plus triste que vos pleurs
Votre âge insouciant est si doux qu'on l'oublie ! Il passe, comme un souffle au vaste champ des airs, Comme une voix joyeuse en fuyant affaiblie, Comme un alcyon sur les mers.
Oh ! ne vous hâtez point de mûrir vos pensées ! Jouissez du matin, jouissez du printemps ; Vos heures sont des fleurs l'une à l'autre enlacées ; Ne les effeuillez pas plus vite que le temps.
Laissez venir les ans ! Le destin vous dévoue, Comme nous, aux regrets, à la fausse amitié, A ces maux sans espoir que l'orgueil désavoue, A ces plaisirs qui font pitié.
Riez pourtant ! du sort ignorez la puissance Riez ! n'attristez pas votre front gracieux, Votre oeil d'azur, miroir de paix et d'innocence, Qui révèle votre âme et réfléchit les cieux !
პატარები ხართ და არ იცით ბავშვობის გემო, არც ის იცით, რომ ჩვენი გულები სავსეა წყენით, ჩვენი სიცილი ხშირად უფრო სევდიანია, ვიდრე ბავშვური ტირილი და ცრემლები თქვენი.
ნუ გავიწყდებათ, რომ ასაკი უდარდელობის ისე ჩაივლის ვით ნიავი გაშლილ მდელოზე, ისე მიწყდება, როგორც შორი გამოძახილი, ისე გაქრება, როგორც ტალღა სანაპიროზე.
დილა თენდება გაზაფხულის,- გამხიარულდით, ნუ შეეცდებით, დიდებივით ბრძნულად იფიქროთ, თქვენი ცხოვრების საათები ყვავილებია, და ნუ დააჭკნობთ უფრო ადრე, ვიდრე გარბის დრო.
წლებს გაუფრთხილდით, ეს თქვენა ხართ ბედის მფლობელნი, ისევე, როგორც გვეუფლება ჩვენ მწუხარება, ყალბ მეგობრობას და ტკივილებს ვართ მინდობილნი და სიამაყის გამო გვიმძიმს აღიარება.
თუმც გაიცინეთ, უარყავით ეს მოლოდინი, ბავშვობის სიტკბოს ნუ ჩაახშობთ მომავლის დარდში, თქვენი თვალები უბიწოების სარკეა ჯერაც ეს თქვენი სული ისახება თვალთა ლაჟვარდში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა:) დიდი მადლობა:)
1. ულამაზესი ლექსია ულამაზესი ლექსია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|