ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტიტე
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2012


მთა

როცა ვიგონებ,
როგორ იდგა ატმების უკან
ხეორისწყლის სათავეებთან
ლურჯი კარეტა,-
მიწის შვილების სიამაყედ
და გვირგვინების
თავზე დგომით გადმომზირალი
საუკუნეთა,
მაშინ მივყავარ საოცნებოდ
ამ ლამაზ წამებს,
შენზე გაბმულად სიმღერების
მედება ცეცხლი,
ალმოდებული გადავივლი
უღელტეხილებს
და მივადგები უშენობას,
როგორც არასდროს.
ექვსი ათასზე
მეტი არის სიმაღლე შენი,-
შენი სიმაღლე ნაბიჯებით
ზღვების დონიდან,
კრთის და ციმციმებს სამიათას-
-ზე უფრო მეტად
აზიდული თეთრი გვირგვინი…

მაგ შენი დგომით
ჩემი განცდაც მყინვარად იქცა,
უნდობელია,
აღარ ქრება, მეც აღარ ვიტყვი,
რომ ეს ცხოვრებაც ფრეგატივით
ულმობელია, -
მხოლოდ ფურცლებზე ფრაგმენტებად
დაყოვნებული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები