ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფრესკაული
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2012


ისე გეღიმება გოგო გვეყოლება



ვზივარ უსულოდ, ანუ ულექსობას ვებრძვი,
კვამლით ამოვქოლე კარის ყველა ვიწრო ღრიჭო,
ისე გეღიმება გოგო გვეყოლება ვიცი,
იყოს ჯანმრთელი და თუნდაც ბიჭი იყოს ფიქრო.

ისე გაიბერა ცხრა თვის ნაგროვები სივრცე,
ყელში არ გადამდის ალბათ თუთუნშია ლიხი,
შენ კინ არ გასუქდი კაბა დაგიმოკლდა ისევ,
შენ კი დაჭერი და სამჯერ ჩაამატე ჩითის

შენი სილამაზით გამთბარ ნაირფერად კაბას,
ერთი მაგოდენა მუქი იისფერი ზორტი,
სხვაგან ორსულობის საწინააღმდეგო აბი,
უკვე გადაყლაპა ვიღაც მოქერაო ქალმა.

შენ კი არ განაღვლებს ფორმა თუ იცვალა მკერდმა,
ალბომს ჩაამატე ჩვენი საოჯახო ფოტო,
მე რომ წარსულშიაც ბედის მეამბოხე მერქვა,
ნეტავ მოახერხე ჩემი ასე შეცვლა როგორ?!

ვზივარ უსულოდ, ანუ ულექსობას ვებრძვი,
მთვარემ ვერ მიიღო ჩემი ძარღვებიდან ხარკი,
ისე გეღიმება გოგო გვეყოლება ვიცი,
მაგრამ რა ერქმევა არც კი მიფიქრია, არც–კი.


25/10/2011წ გ.ფრესკაული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები