| ავტორი: აზგო ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 30 აპრილი, 2012 |
თანამედროვე წიგნების მნიშვნელობა სიტყვამ მოიტანა და აქ ერთ ადამიანს შევეკითხე, თუ კითხულობ თანამედროვე წიგნებს მეთქი? სრულიად მოულოდნელად, არა მარტო მისგან, არამედ კიდევ რამდენიმე ადამიანისგან, ამ შეკითხვას ძალიან ნერვიული რეაქცია მოჰყვა! გასაკვირია არა, როცა წიგნის ხსენება ამ პორტალზე შეურაცხყოფად აღიქმება. მაგრამ სულ მალე გაკვირვებამ გამიარა და მივხვდი რაშიცაა საქმე: ეს ხალხი ეტყობა არ კითხულობს წიგნებს, ანუ უბრალოდ რომ ვთქვათ, უწიგნურია. უწიგნურობაში ვგულისხმობ რომ ისინი არ კითხულობენ ან თითქმის არ კითხულობენ თანამედროვე ლიტერატურას (ამაზე იყო საუბარი თავიდან). მხედველობაში მაქვს წიგნები, რომლებიც მსოფლიო ბესთსელერთა უახლესი სიის სათავეში არიან. სადმე სხვაგან რომ არ კითხულობდნენ ასეთ ნაწარმოებებეს, კი ბატონო, მაგრამ პორტალზე, სადაც თავმოყრილია ხალხი, რომელიც მწერლობაზე აცხადებს პრეტენზიას, ეს,მგონი, უაზრობაა. იმიტომ რომ თუ შენი თანამედროვეობის ყველაზე წარმატებული წიგნები არ იკითხე, მაშინ საიდან გეცოდინება როგორ იწერება ისინი დღეს? მწერალი ხომ პირველ რიგში უნდა წვდებოდეს თავის ეპოქას, გრძნობდეს თავის დროს! სხვანაირად იგი ვერ ხედავს რა ხდება მის გარშემო. ანუ ბრმაა, და ბრმამ რა უნდა შექმნას? ამბობენ კლასიკოსებს ვკითხულობთ და ის გვყოფნისო. ეს იგივეა რომ თქვა, ბუნების კანონების ცოდნისთვის ნიუტონის კლასიკური ფიზიკაც მეყოფაო. კი მაგრამ ამ კაცის მერე ხომ მეცნიერება წინ წავიდა და დღეს მისი ფიზიკა საკმარისი აღარაა. თანაც არა სადღაც კოსმოსში და დაკარგულში, არამედ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად ის „ჯი-პი-ეს“-ები, მანქანებში რომ გვიყენია, ისინი რომ არ ითვალისწინებდნენ დროის შენელების ფაქტს, ჩვენ ამ ხელსაწყოს შემხედვარე პირველივე ბოძს ან კედელს მივასკდებოდით! ხოლო ნიუტონის ეპოქაში და კაი ხანს მერეც, ვინ წარმოიდგენდა რომ დროის შენელებაა შესაძლებელი! და ლიტერატურას ვითომ რატომ არ ეხება ეს ყველაფერი? თუმცა ცხადია, ისევე როგორც დღევანდელ მეცნიერებას ვერ გაუგებ თუ არ იცი რა იყო წარსულში, ისევე არ შეიძლება დღეს რამე დაწერო, თუ არ იცი რაა შექმნილი შენამდე. მოკლედ, კლასიკის ცოდნა რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ მარტო მისი იმედით თუ ხარ, მაშინ შენს დროს ჩამორჩები, და ვინც დროს ჩამორჩება იმას რა ემართება, ქე იცით. ცხოვრებასთან შეჯიბრს აგებს. სამწუხაროდ ამჟამად საუბარი შეიძლება მხოლოდ უცხოური ბესთსელერებზე*, რადგან ქართულები არ არსებობს. უკანასკნელი ქართული ბესთსელერი იყო „დათა თუთაშხია“, მეტი მე არ ვიცი. ერთი ვარ წიგნის მაღაზიაში და ვხედავ დევს თაროზე უშველებელი ტომი სახელად „სანტა ესპერანსა“, ავტორი აკა მორჩილაძე. ბიჯოს, ვიფიქრე, ამ კაცს ხშირად აჩვენებენ ტელევიზორში და მოდი ვნახავ, იქნება მართლა კარგად წერს მეთქი. გადავშალე და პირველივე აბზაცში დავინახე უხეში სამწერლო შეცდომა. იმწუთას მივხვდი რომ ესაა უვარგისი წიგნი. მაინც, ყოველი შემთხვევისთვის კიდევ გადავხედე რამდენიმე აბზაცს. არ ვარგოდა. სხვა წიგნები უარესი. შეიძლება იკითხოთ, რამდენიმე აბზაცით როგორ ხვდები რომ წიგნი არ ვარგაო? გეტყვით: ისევე როგორც ერთი ყლუპით ვხვდები, ღვინო კარგია თუ უკვე აძმარდა. ამისთვის ბოთლის მთლიანად დალევა არ მჭირდება. იმიტომ რომ ნამდვილი ღვინის გემო კარგად ვიცი. ჰოდა რატომ ვიყიდო მაგისთანა წიგნი? მარტო ფულზე ხომ არაა, წიგნის კითხვა დროის ხარჯსაც მოითხოვს! მერე სადა აქვს ცხოვრებას იმხელა სიგრძე, რომ მე მისი დრო რაღაც უვარგისობებში ვანიავო! მასეთი წიგნი იკითხოს მისმა დამწერმა. თუმცა მეტი არც კითხულობს არავინ და ამიტომაც არაა ჩვენში ბესთსელერები! ხოლო თუ ჩვენი არ გვაქვს და სხვისი არ მოვინდომეთ, მაშინ მართლაც უწიგნურები ვიქნებით. უწიგნურმა კი შეიძლება მხოლოდ ისეთი ტექსტები წეროს, რომელსაც ნაცნობთა ვიწრო წრე (50- 100კაცი, ანუ ერთ კაი ქორწილზე ნაკლები ხალხი) შეუქებს და აქედან ნახევარი იმ იმედით, რომ მერე ესეც შემიქებს ჩემს ნაწერსო! მაგრამ ასეთ ვიწრო სივრცეში გამოკეტვით არაფერი არ გამოვა.ტყუილად კი არ თქვა ბეთჰოვენმა: „პროვინციალიზმი ნებისმიერი ხელოვნების სიკვდილიაო“! ასეთივე პროვინციალიზმია ერთი, თუნდაც ძალიან თანამედროვე, ავტორით შემოფარგვლა. ცხოვრება ხომ მრავალფეროვანია და ყველა მწერალს თავისი იდეები, ხერხები, სტილი და ტექნიკა აქვს. ამ ყველაფრის „აზრზე ყოფნის“ გარეშე როგორ გამოიმუშავებ საკუთარ, თანამედროვეობის შესაფერის, იდეებს და სტილს? ამისათვის აუცილებლად უნდა იყო საქმის კურსში და იცოდე რა ხდება „წინა ხაზზე“. ანუ როგორ იწერება „ყველაზე-ყველაზე“ ბესთსელერები! მაგრამ ამის საპირისპირო აზრიც არსებობს, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ დღევანდელი გახმაურებული ბესთსელერები დაბალი დონის ბულვარული ლიტერატურააო და არაფერ მხატვრულს არ შეიცავსო. კი კაცო, მოუჭიროს ხელი თავის ნათქვამს, ვინც მაგას ამბობს! აბა რატომ კითხულობს მაშინ ამ ტექსტებს ასეულ მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში? რა, ყველა ეს ხალხი, თანაც ისინი, ვისაც წიგნის კითხვა უყვარს, სულელია? არა რა თქმა უნდა! სულელია ის ვინც სადღაც ერთ ადგილზე გაჩერდა და იქვე ჩახავსდა, მაგრამ თავი მაინც დიდი ლიტ. ექსპერტი ჰგონია. ასეთი „ექსპერტები“ ვერასდროს ვერ ხედავენ და ვერ ეგუებიან ახალს. სამაგიეროდ მკითხველი ძალიან კარგად გრძნობს სიახლეს და ითავისებს მას. ამის ერთი ნათელი მაგალითია ედგარ რ. ბეროუზი. რომელმაც 1912 წელს(ზუსტად ასი წლის უკან!) დაწერა „მარსის პრინცესა“ და „ტარზანი“. მაშინაც ამ ადამიანს, მიუხედავად მკითხველთა შორის უზარმაზარი წარმატებისა, ბულვარულიო და იაფფასიანიო და მდარეო და რა არ უძახეს! მარა მომდევნო ასი წლის განმავლობაში გამოირკვა, რომ მან უდიდესი გავლენა მოხდინა კერძოდ ფანტასტიკური ლიტერატურის განვითარებაზე. ხოლო ახლახანს ჰოლივუდმა 250 000 000 დოლარის ბიუჯეტიანი ფილმი გადაიღო („ჯონ კარტერი“) მისი წიგნის მიხედვით. ჰოდა სად არიან ამასობაში ის ლიტერატურული ტრადიციების დამცველნი, რომლებიც მას ლანძღავდნენ? სად და სადაც მათი ადგილია - სადღაც საიქიოს სანაგვეში, და მათი სახელიც არავის ახსოვს. შეიძლება აქ ადამიანი დაეჭვდეს, რა აზრი აქვს ჩემთვის იმ წიგნების კითხვას, მე ხომ ამ მსოფლიოში ცნობილი ბესთსელერების ავტორებს ვერ შევეჯიბრებიო? საქმეც მაგაშია! არავინ არავის არ ეჯიბრება! ეს არაა ფეხბურთი ან ავტორბოლა! ჩვენ ყველანი ვეჯიბრებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს საკუთარ „წერ-კითხვის უცოდინარობას“! არცერთი მწერალი და არცერთი წიგნი არაა ერთმანეთის კონკურენტი. ისევე, მაგალითად, როგორც არცერთი სიმფონია არ ეჯიბრება სხვა სიმფონიებს. თუ კაია, ყველა სასურველია. ხელოვნება საერთოდ ისეთი „ადგილია“, სადაც ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს ეჯიბრება, მეტს არავის. რა თქმა უნდა ყველაფერი ეს ეხება მხოლოდ იმას, ვისი ამბიციაც სცილდება პორტალების და კონკურსების ფარგლებს და აქვს იმის პრეტენზია, რომ შექმნას რაღაცა ისეთი, რაც თავისი მხატვრული დონით, ან პოპულარობით, ან ორივეთი ერთად, მსოფლიოს სუკეთესო ნიმუშებს შეედრება. ცხადია, რადგან ასეთ რამეს ვამბობ, ესე იგი მეც მინდა ყველაფერი ეს, მაგრამ ცოდვა რომ გავამხილო, ჩემთვის ეს გზა ძალიან გრძელი გამოდგა და მისი ბოლო ჯერ კიდევ სქელი ბურუსითაა დაფარული. მაგრამ მე ბევრჯერ დავრწმუნდი ცხოვრებაში, რომ მთავარია არ დანებდე! ჰოდა, რომ აღარ გავაგრძელო, ვკითხულობთ იმ წიგნებს, რომლებიც საუკეთესოთა სიის სათავეში არიან? თუ ბოდიში და ისე ხომ არ გამოვგდის, ერთი ანეკდოტის გმირი რომ ამბობს, „მე მწერალი ვარ, მკითხველი არ ვარო“? მე ჩემი ბოლო 2-3 თვის „რეპერტუარი“ უკვე გამოვამზევრე, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის გავიმეორებ იმ პოსტს: 1. სუზენ კოლინზი "შიმშილის თამაშები"(Hunger Games) გამოცემულია 2008 წელს. 2. მაიკლ ქრაითონი "შემდეგი" (Next). 2006 წელი. 3. სტივენ ბექსთერი "წყალდიდობა"( Flood). 2008 წელი. 4. ვკითხულობ : სტივენ ჰოქინგი "დიადი ქმნილება"(The Grand Design) 2010 წელი. ეს არამხატვრულია. ამათ გარდა შიგადაშიგ „მოძველოებსაც“ და „საშუალოებსაც“ ვკითხულობ. მაგ.: ეკო, სარამაგო, მურაკამი... „პროცესი“ ხომ უწყვეტია. მოკლედ, კარგი იქნებოდა რომ „გამოხვიდოდეთ სიტყვაში“ და ჩვენს ლიტერატურულ „კოორდინატებს“ შევაჯერებდეთ. შეიძლება სასარგებლო გამოდგეს. ყოველ შემთხვევაში ვერ დაგვაზიანებს. რა ზარალი მომადგა მე იმით, რომ „ჩემი“ წიგნების სია გამოვიტანე? ხოლო თუ ისე გამოვიდა რომ „მოწინავე“ წიგნებს აქ არვინ არ კითხულობს, მაშინ ცოტა მიყრუებული ადგილი ხომ არ გამოდის ეს პორტალი, და საერთოდ სხვა ქართული ი-ნეტ ლიტ. გვერდებიც? (როგორც მე მივხვდი, ყველგან მეტნაკლებად ერთიდაიგივენი ვართ).
* ეს „ბესთსელერობანას“ ამბავი რომ განვმარტო, მოგახსენებთ რომ, მაგალითად, აშშ-ში ასეთად ითვლება წიგნი, რომელიც იყიდება 4000-დან 25000 ცალამდე ერთ კვირაში. როგორ უნდა „გადაანგარიშდეს“ ეს რიცხვი საქართველოზე, მე არ ვიცი. თუმცა ვფიქრობ ყოველგვარი „გამოთვლა“ უბრალოდ სპეკულაცია იქნება და ეს რიცხვები მხოლოდ პრაქტიკიდან შეიძლება დადგინდეს. როცა ისევ გამოჩნდება, მაგალითად, „თეთრი ბაირაღების“ მსგავსი ბესთსელერები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
50. If you are daring to pay this points, I believe that women worth it. If you are daring to pay this points, I believe that women worth it.
49. Azgo, I allowed myself to give advice to you. It was very costly to pay 25 points for me to make this comment, but I paid... You know, You letters is very difficult for answers or comments, but she is very nice woman and all we, like she. Easy, easy, ok?
Best regards.... Azgo, I allowed myself to give advice to you. It was very costly to pay 25 points for me to make this comment, but I paid... You know, You letters is very difficult for answers or comments, but she is very nice woman and all we, like she. Easy, easy, ok?
Best regards....
48. ტენდი. პატრული ბიძიასთან დარბიხარ ჩუმ-ჩუმად, ჩივლობ და ითხოვ რომ დამბლოკონ? რატომ კი მარა? იმიტომ რომ შენს ნაწერს სისულელე ვუწოდე? კი მაგრამ ეს ხომ რბილი და ზრდილობიანი ნათქვამია. სიმართლე რომ გამემხილა, მაშინ უნდა დამეწერა "კლინიკური იდიოტიზმი". მაგრამ ხომ ხედავ, მე ზრდილობიანად მოვიქეცი. თნაც მართალი ვარ, აბა მართალი რომ არ ვყოფილიყავი, საკუთარ კომენტებს თვითონვე ხომ არ წააშლევინებდი ადმინებს? დიდხანს ეხვეწე ისე? ადმინებო,ერთი ვიღაცა ტენდი უნდა წყვეტდეს სხვა წევრი დაიბლოკება თუ არა? თუ მასეა მაშინ მეც დავიძახებ: არიქა, დაბლოკეთ ტენდი! მარა იქნება ეს ყველაფერი ჭკუასთან ახლოს? (ანდა თუნდაც შორს?) შეხედეთ მაგის(ტენდის) ღინჭილის შემდეგ როგორ უაზროდ, კონტექსტიდან ამოვარდნილად გამოიყურება ოტტოს კომენტი... ტენდი. პატრული ბიძიასთან დარბიხარ ჩუმ-ჩუმად, ჩივლობ და ითხოვ რომ დამბლოკონ? რატომ კი მარა? იმიტომ რომ შენს ნაწერს სისულელე ვუწოდე? კი მაგრამ ეს ხომ რბილი და ზრდილობიანი ნათქვამია. სიმართლე რომ გამემხილა, მაშინ უნდა დამეწერა "კლინიკური იდიოტიზმი". მაგრამ ხომ ხედავ, მე ზრდილობიანად მოვიქეცი. თნაც მართალი ვარ, აბა მართალი რომ არ ვყოფილიყავი, საკუთარ კომენტებს თვითონვე ხომ არ წააშლევინებდი ადმინებს? დიდხანს ეხვეწე ისე? ადმინებო,ერთი ვიღაცა ტენდი უნდა წყვეტდეს სხვა წევრი დაიბლოკება თუ არა? თუ მასეა მაშინ მეც დავიძახებ: არიქა, დაბლოკეთ ტენდი! მარა იქნება ეს ყველაფერი ჭკუასთან ახლოს? (ანდა თუნდაც შორს?) შეხედეთ მაგის(ტენდის) ღინჭილის შემდეგ როგორ უაზროდ, კონტექსტიდან ამოვარდნილად გამოიყურება ოტტოს კომენტი...
47. და თუნდაც პორნო ლიტერატურა.. თუ კარგია არავის არაფერს უშავებს... აზროვნებას კიდე რატო აქვეითებს ვერც ეგ გავიგე : )) და თუნდაც პორნო ლიტერატურა.. თუ კარგია არავის არაფერს უშავებს... აზროვნებას კიდე რატო აქვეითებს ვერც ეგ გავიგე : ))
46. ბეთ ავენ, შენ მეკითხები: "ვინ, რას, როდის და (სამწუხაროდ ეს შეკითხვაც გამიჩნდა) რისთვის კითხულობს:)."(?). ეტყობა გარკვევით ვერ ვთქვი პუბლიკაციაში და ახლა შევეცდები: ამ და საერთოდ ამნაირ საიტის წევრებისთვის წიგნების კითხვა საჭიროა გარდა ყველაფრისა კიდევ იმიტომ, რომ აქაურმა ავტორმა აიმაღლოს თავისი სამწერლო ტექნიკა. და ამისთვის მარტო კლასიკა არ კმარა, უნდა ვიცოდეთ დღეს როგორ იწერება ლიტერატურა. აქედან გამომდინარე, შენი სამ კილოიანი წიგნი რა ეპოქასაც რა უნდა მიეკუთვნებოდეს, რაღაცა სარგებელს მაინც მოგიტანს. ბეთ ავენ, შენ მეკითხები: "ვინ, რას, როდის და (სამწუხაროდ ეს შეკითხვაც გამიჩნდა) რისთვის კითხულობს:)."(?). ეტყობა გარკვევით ვერ ვთქვი პუბლიკაციაში და ახლა შევეცდები: ამ და საერთოდ ამნაირ საიტის წევრებისთვის წიგნების კითხვა საჭიროა გარდა ყველაფრისა კიდევ იმიტომ, რომ აქაურმა ავტორმა აიმაღლოს თავისი სამწერლო ტექნიკა. და ამისთვის მარტო კლასიკა არ კმარა, უნდა ვიცოდეთ დღეს როგორ იწერება ლიტერატურა. აქედან გამომდინარე, შენი სამ კილოიანი წიგნი რა ეპოქასაც რა უნდა მიეკუთვნებოდეს, რაღაცა სარგებელს მაინც მოგიტანს.
45. მე არ ვთვლი ამ სტატიის ავტორს უწიგნურად და არ ვფიქრობ ამ ნაწრით რომელიმე ავტორს შეურაცხყოფას აყენებდეს მე არ ვთვლი ამ სტატიის ავტორს უწიგნურად და არ ვფიქრობ ამ ნაწრით რომელიმე ავტორს შეურაცხყოფას აყენებდეს
44. აზგო, სალამი. ვფიქრობ წიგნების კითხვა არ არის ურიგო საქმე. მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით ყოველთვის გააჩნია - ვინ, რას, როდის და (სამწუხაროდ ეს შეკითხვაც გამიჩნდა) რისთვის კითხულობს:). და როდესაც საიტის წევრებს(ამ შემთხვევაში) მიმართავ, რაოდენ გულგატეხილი ყოფილხარ აქ ნანახით, გაგონილით და წაკითხულით. მე პირადათ გავითვალისწინებ შენს მიუკერძოებელ რჩევას და თაროდან საკმაოდ დიდი წიგნი ავიღე, იქნება ასე 3,5 კგ. და 29 - 37 სმ. პატივისცემით:) აზგო, სალამი. ვფიქრობ წიგნების კითხვა არ არის ურიგო საქმე. მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით ყოველთვის გააჩნია - ვინ, რას, როდის და (სამწუხაროდ ეს შეკითხვაც გამიჩნდა) რისთვის კითხულობს:). და როდესაც საიტის წევრებს(ამ შემთხვევაში) მიმართავ, რაოდენ გულგატეხილი ყოფილხარ აქ ნანახით, გაგონილით და წაკითხულით. მე პირადათ გავითვალისწინებ შენს მიუკერძოებელ რჩევას და თაროდან საკმაოდ დიდი წიგნი ავიღე, იქნება ასე 3,5 კგ. და 29 - 37 სმ. პატივისცემით:)
43. ტკბილად იძინე ტკბილად იძინე
42. მაგას კი ვხვდები, თუმცა ამის მიზეზი არ მომიცია. ახლა კი მშვიდობით, მე არ გეხები და შენც ნუ შემაწუხებ. მაგას კი ვხვდები, თუმცა ამის მიზეზი არ მომიცია. ახლა კი მშვიდობით, მე არ გეხები და შენც ნუ შემაწუხებ.
41. ძალიან მომეწონა კატიეს კომენტარი. სიამოვნებით ვიმუშავებდი ლიტ. რადიო არხზე. პ.ს. ჩემი ხმის ტემბრის იმედი მაქვს :)))))
ძალიან მომეწონა კატიეს კომენტარი. სიამოვნებით ვიმუშავებდი ლიტ. რადიო არხზე. პ.ს. ჩემი ხმის ტემბრის იმედი მაქვს :)))))
40. როგორ მეზარები ნეტავ იცოდე როგორ მეზარები ნეტავ იცოდე
39. მაინარდ, თავი გააკონტროლე და სიტყვებიც. როცა სისულეებზე ლაპარაკობ საკუთარ კომენტარებს გადახედე. მე ვიცი რატომაც ვუთხარი და ჩემი კომენტარების კითხვას ტექსტები იკითხო სჯობია. თან ცოტა ზრდილობასაც თუ დაესესხები კარგი იქნება. შენი ხმა ამ საიტზე კოღოს წუილივითაა, რომელიც მხოლოდ ნერვებს უშლის ადამიანებს. არ ხარ შენ იმ დონის მწერალი რომლის ერთ სიტყვასაც ანგარიშს უნდა უწევდნენ ადამიანები.
არ გაბედო ჩემზე ასეთ ფომატში ლაპარაკი. მაინარდ, თავი გააკონტროლე და სიტყვებიც. როცა სისულეებზე ლაპარაკობ საკუთარ კომენტარებს გადახედე. მე ვიცი რატომაც ვუთხარი და ჩემი კომენტარების კითხვას ტექსტები იკითხო სჯობია. თან ცოტა ზრდილობასაც თუ დაესესხები კარგი იქნება. შენი ხმა ამ საიტზე კოღოს წუილივითაა, რომელიც მხოლოდ ნერვებს უშლის ადამიანებს. არ ხარ შენ იმ დონის მწერალი რომლის ერთ სიტყვასაც ანგარიშს უნდა უწევდნენ ადამიანები.
არ გაბედო ჩემზე ასეთ ფომატში ლაპარაკი.
38. ჰო.. ამ 38 კომენტარს მარტო მწერალი თუ დაწერდა. რაც არ უნდა მიწასთან გამასწოროს აზგომ, ლიტერატურული თვალსაზრისით, ეგეთ სისულელეს მაინც არ ვეტყვი, სათაურებს იმახსოვრებ და მეტი არაფერიო. საკმაოდ კარგი შემფასებელია ეს ადამიანი, მაგრამ როდესაც რაღაც არ ვარგა, მოკლედ უნდა თქვა, რომ არ ვარგა, ასეც იქცევა.
ჰო.. ამ 38 კომენტარს მარტო მწერალი თუ დაწერდა. რაც არ უნდა მიწასთან გამასწოროს აზგომ, ლიტერატურული თვალსაზრისით, ეგეთ სისულელეს მაინც არ ვეტყვი, სათაურებს იმახსოვრებ და მეტი არაფერიო. საკმაოდ კარგი შემფასებელია ეს ადამიანი, მაგრამ როდესაც რაღაც არ ვარგა, მოკლედ უნდა თქვა, რომ არ ვარგა, ასეც იქცევა.
37. მწერალი, ამისთანა სისულელეს როგორ წერ: "თქვენი ჰობია მხოლოდ სათაურები იკითხოთ და იმის მიხედვით შეაფასოთ ესა თუ ის ნაწარმოები"?! რა იცი შენ, მე რა მაქვს წაკითხული და რა არა? მწერალი, ამისთანა სისულელეს როგორ წერ: "თქვენი ჰობია მხოლოდ სათაურები იკითხოთ და იმის მიხედვით შეაფასოთ ესა თუ ის ნაწარმოები"?! რა იცი შენ, მე რა მაქვს წაკითხული და რა არა?
36. თემა რა თქმა უნდა მნიშვნბელოვანია და ამ წერილის გარეშეც ვიცით, რომ უნდა ვიკითხოთ, მაგრამ არ მეგულება აქ ვინმე რომელიც არ კითხულობს. გაუნათლებელი აქ ჯერ არავინ შემხვედრია. რა თქმა უნდა თქვენც მათ რიცხვში ხართ პატივცემულო "აზგო". მაგრამ ერთმა რამემ დამაეჭვა: თქვენი პუბლიცისტური წერილის წაკითხვისას შთაბეჭდილება შემექმნა, რომ თქვენს მიერ ჩამონათვალი მსოფლიო ბესთსელერების მხოლოდ სათაურები გაქვთ დამახსოვრებული და ცდილობთ მის ჩვენს თავზე მოხვევას. უფრო მეტიც: თქვენი ჰობია მხოლოდ სათაურები იკითხოთ და იმის მიხედვით შეაფასოთ ესა თუ ის ნაწარმოები და გამოიტანოთ დასკვნები ავტორების ინტელექტუალურობაზე. ამ წერილით თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ ყველა ავტორს. უთქვენოდაც ჩარეცხავს წარუმატებლებს დროის მანქანა და თქვენ ნუ გაირჯებით. რაც შეეხება წერილს ნამდვილად არ მომეწონა და ამოტომ ვერც შევაფასებ. ვერ მივხვდი რა შუაში იყო აკა მორჩილაძე, ან კომენტარებში ნახსენები ნოდარ დუმბაძე. ნუთუ მათზე მეტად თვლით თავს პატივცემულო "აზგო?" იქნებ უკეთესია ერთმანეთის დაფასება ვისწავლოთ, და ვეცადოთ სხვის ხარჯზე ჩვენი თავი არ წარმოვაჩინოთ. ეს ძალიან ცუდი და გაუმართლებელი მეთოდია. თემა რა თქმა უნდა მნიშვნბელოვანია და ამ წერილის გარეშეც ვიცით, რომ უნდა ვიკითხოთ, მაგრამ არ მეგულება აქ ვინმე რომელიც არ კითხულობს. გაუნათლებელი აქ ჯერ არავინ შემხვედრია. რა თქმა უნდა თქვენც მათ რიცხვში ხართ პატივცემულო "აზგო". მაგრამ ერთმა რამემ დამაეჭვა: თქვენი პუბლიცისტური წერილის წაკითხვისას შთაბეჭდილება შემექმნა, რომ თქვენს მიერ ჩამონათვალი მსოფლიო ბესთსელერების მხოლოდ სათაურები გაქვთ დამახსოვრებული და ცდილობთ მის ჩვენს თავზე მოხვევას. უფრო მეტიც: თქვენი ჰობია მხოლოდ სათაურები იკითხოთ და იმის მიხედვით შეაფასოთ ესა თუ ის ნაწარმოები და გამოიტანოთ დასკვნები ავტორების ინტელექტუალურობაზე. ამ წერილით თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ ყველა ავტორს. უთქვენოდაც ჩარეცხავს წარუმატებლებს დროის მანქანა და თქვენ ნუ გაირჯებით. რაც შეეხება წერილს ნამდვილად არ მომეწონა და ამოტომ ვერც შევაფასებ. ვერ მივხვდი რა შუაში იყო აკა მორჩილაძე, ან კომენტარებში ნახსენები ნოდარ დუმბაძე. ნუთუ მათზე მეტად თვლით თავს პატივცემულო "აზგო?" იქნებ უკეთესია ერთმანეთის დაფასება ვისწავლოთ, და ვეცადოთ სხვის ხარჯზე ჩვენი თავი არ წარმოვაჩინოთ. ეს ძალიან ცუდი და გაუმართლებელი მეთოდია.
35. რთული თემაა...ცალსახად ვერც განიხილავ , ვერც ჰო-ს იტყვი, ვერც არა-ს ჩვენი პრობლემა კი იმაშია რომ....არ ვიცით, საერთოდ რაშია ჩვენი პრობლემა!.... აი თუ გვეცოდინებოდა, მაშინ ჰოოოო...:) იქნებ და გადაგვეწყვიტა კიდეც....ტენდენციური და პროვინციალიზმით აქოთებული ლიტერატურა უბრალოდ აღარ წაგვეკითხა და ასეთი "აუტოდაფე" მოგვეწყო... ..მე ვთვლი რომ ნამდვილი,ფასეული ლიტერატურა არ უნდა იყოს მაგალითად "ქართული" "რუსული"" ინგლისური" ...ის ერთნაირად უნდა აღიქმებოდეს ყველა ქვეყანაში და ყველა ადამიანის მიერ....თუ რა თქმა უნდა მწერალი გრძნობს ადამიანებს და მათში აღწევს....ღმერთო ჩემო!...მაშინ ხომ მკითხველი ამას გრძნობს და ამოცანა ( ან ზეამოცანა) შესრულებულია. რთული თემაა...ცალსახად ვერც განიხილავ , ვერც ჰო-ს იტყვი, ვერც არა-ს ჩვენი პრობლემა კი იმაშია რომ....არ ვიცით, საერთოდ რაშია ჩვენი პრობლემა!.... აი თუ გვეცოდინებოდა, მაშინ ჰოოოო...:) იქნებ და გადაგვეწყვიტა კიდეც....ტენდენციური და პროვინციალიზმით აქოთებული ლიტერატურა უბრალოდ აღარ წაგვეკითხა და ასეთი "აუტოდაფე" მოგვეწყო... ..მე ვთვლი რომ ნამდვილი,ფასეული ლიტერატურა არ უნდა იყოს მაგალითად "ქართული" "რუსული"" ინგლისური" ...ის ერთნაირად უნდა აღიქმებოდეს ყველა ქვეყანაში და ყველა ადამიანის მიერ....თუ რა თქმა უნდა მწერალი გრძნობს ადამიანებს და მათში აღწევს....ღმერთო ჩემო!...მაშინ ხომ მკითხველი ამას გრძნობს და ამოცანა ( ან ზეამოცანა) შესრულებულია.
34. ყველგან ჩხუბობენ... (სიტყვა კამათს აქ ვერ მიუსადაგებ). მეგონა ხელოვნების, ლიტერატურის მოყვარულთ არ მისცემდა შინაგანი სულიერი კულტურა ერთმანეთისათვის სარკაზმი, ლანძღვა გადაეფრქვიათ... როგორც ყოველთვის... შევცდი.((( სამწუხაროა... დროა ბოლომდე მოვიხსნა ვარდისფერი სათვალე. ჰმ, დროა კი არა, დაგვიანებულიცაა))) თუმცა მენანება ვარდისფერი სათვალის მოხსნა. მერე ხომ ყველაფერს შავ-თეთრ ფერებში დავინახავ. დაე, მირაჟი იყოს ჩემთვის ეს ვარდისფერი სათვალე. ცოტა ხნით ხომ მაინც ვიქნები იმ სამყაროში სადაც ერთმანეთს უფრთხილდებიან, პატივს სცემენ... ყველგან ჩხუბობენ... (სიტყვა კამათს აქ ვერ მიუსადაგებ). მეგონა ხელოვნების, ლიტერატურის მოყვარულთ არ მისცემდა შინაგანი სულიერი კულტურა ერთმანეთისათვის სარკაზმი, ლანძღვა გადაეფრქვიათ... როგორც ყოველთვის... შევცდი.((( სამწუხაროა... დროა ბოლომდე მოვიხსნა ვარდისფერი სათვალე. ჰმ, დროა კი არა, დაგვიანებულიცაა))) თუმცა მენანება ვარდისფერი სათვალის მოხსნა. მერე ხომ ყველაფერს შავ-თეთრ ფერებში დავინახავ. დაე, მირაჟი იყოს ჩემთვის ეს ვარდისფერი სათვალე. ცოტა ხნით ხომ მაინც ვიქნები იმ სამყაროში სადაც ერთმანეთს უფრთხილდებიან, პატივს სცემენ...
33. აჰ, გამახსენდა. დღემდე მიყვარს ეს კომპოზიცია. აჰ, გამახსენდა. დღემდე მიყვარს ეს კომპოზიცია.
32. 31. ნათია, მე ჩასაწერი ფაილი ერთხელ გაჩუქეთ: http://www.youtube.com/watch?v=MLscMSdspiw
უბრალოდ შედარება მომეწონა ლენინის და ტუტანჰამონის მუმიების და ეგ აღვინშნე. აი თქვენ რა არ მოგეწონათ ჩემს კომენტარში ეგ ვერ გავიგე. თუმცა ყველას მოსაწონი ჯერ არავის არაფერი არ დაუწერია.
31. ნათია, მე ჩასაწერი ფაილი ერთხელ გაჩუქეთ: http://www.youtube.com/watch?v=MLscMSdspiw
უბრალოდ შედარება მომეწონა ლენინის და ტუტანჰამონის მუმიების და ეგ აღვინშნე. აი თქვენ რა არ მოგეწონათ ჩემს კომენტარში ეგ ვერ გავიგე. თუმცა ყველას მოსაწონი ჯერ არავის არაფერი არ დაუწერია.
31. ქეითაუნი, რას ქვია არ დარჩება როცა უკვე დარჩა! ასი წლის(!) უკან დაწერილ წიგნს დღესაც კითთხულობენ! მეტი რაღა უნდა დარჩეს? ქეითაუნი, რას ქვია არ დარჩება როცა უკვე დარჩა! ასი წლის(!) უკან დაწერილ წიგნს დღესაც კითთხულობენ! მეტი რაღა უნდა დარჩეს?
30. ბეროუზის ნაწარმოებები შეიძლება ბესტსელერები იყოს, მაგრამ ეს შთამომავლობას არ დარჩება, როგორც კლასიკა. არც ფანტასტიკის ჟანრის განვითარებაზე მოუხდენია რაიმე დიდი გავლენა _ ამ სფეროში ვერავინ შეედრება ჰერბერტ უელსსა და ჟიულ ვერნის. ისე, ქართული ბესტსელერებიც არსებობს _ ლალი მოროშკინასა და გოჩა მანველიძის "შედევრები", მაგრამ მათი წაკითხვის სურვილი არ გამჩენია და ახლა ამაზე ნუ დამძრახავთ. რაც შეეხება მოდურ მწერლებს _ პაულო კოელიოს და ფრედერიკ ბეგბედერს ვკითხულობ, თუმცა მჯერა, რომ არც მათი კითხვა გახდის უკეთესს ჩვენს თაობას. ბეროუზის ნაწარმოებები შეიძლება ბესტსელერები იყოს, მაგრამ ეს შთამომავლობას არ დარჩება, როგორც კლასიკა. არც ფანტასტიკის ჟანრის განვითარებაზე მოუხდენია რაიმე დიდი გავლენა _ ამ სფეროში ვერავინ შეედრება ჰერბერტ უელსსა და ჟიულ ვერნის. ისე, ქართული ბესტსელერებიც არსებობს _ ლალი მოროშკინასა და გოჩა მანველიძის "შედევრები", მაგრამ მათი წაკითხვის სურვილი არ გამჩენია და ახლა ამაზე ნუ დამძრახავთ. რაც შეეხება მოდურ მწერლებს _ პაულო კოელიოს და ფრედერიკ ბეგბედერს ვკითხულობ, თუმცა მჯერა, რომ არც მათი კითხვა გახდის უკეთესს ჩვენს თაობას.
29. 26. ლენინის გვამი და ტუტანჰამონის მუმიას შედარება ძალიან გონებამახვილური იყო. ფაქტია რომ ორივე მუმიაა :D ნეფერტარი. 2012-05-03 02:03:02
თქვენ რამე გნებავთ? მოიცა, ჯერ არ თქვათ - დიქტოფონზე ჩავიწერ. 26. ლენინის გვამი და ტუტანჰამონის მუმიას შედარება ძალიან გონებამახვილური იყო. ფაქტია რომ ორივე მუმიაა :D ნეფერტარი. 2012-05-03 02:03:02
თქვენ რამე გნებავთ? მოიცა, ჯერ არ თქვათ - დიქტოფონზე ჩავიწერ.
28. თავის დროზე ყველას გვაშოროს ასეთი მძიმე სიმპტომებით გამოხატული ანდროპაუზა. შესაცოდი ხარ შესაძული რომ არ იყო. თავის დროზე ყველას გვაშოროს ასეთი მძიმე სიმპტომებით გამოხატული ანდროპაუზა. შესაცოდი ხარ შესაძული რომ არ იყო.
27. სულ ცოტა ხნის წინ მე და ბატონი ჰარირამა ვლაპარაკობდით თემაზე, რომ კარგი იქნებოდა ყოფილიყო ლიტერატურული რადიო-არხი ... ძალიან მიყვარს მოსმენა, მითუმეტეს კარგი ტემბრით წაკითხულის...
სულ ცოტა ხნის წინ მე და ბატონი ჰარირამა ვლაპარაკობდით თემაზე, რომ კარგი იქნებოდა ყოფილიყო ლიტერატურული რადიო-არხი ... ძალიან მიყვარს მოსმენა, მითუმეტეს კარგი ტემბრით წაკითხულის...
26. ლენინის გვამი და ტუტანჰამონის მუმიას შედარება ძალიან გონებამახვილური იყო. ფაქტია რომ ორივე მუმიაა :D ლენინის გვამი და ტუტანჰამონის მუმიას შედარება ძალიან გონებამახვილური იყო. ფაქტია რომ ორივე მუმიაა :D
25. აუდიოწიგნები მართლაც კარგი რამეა. თვალიც არ იღლება, ოღონდ ეგაა რომ ჩემი შინაგანი ხმით წაკითხული მირჩევნია, მსახიობის ხმას. აუდიოწიგნები მართლაც კარგი რამეა. თვალიც არ იღლება, ოღონდ ეგაა რომ ჩემი შინაგანი ხმით წაკითხული მირჩევნია, მსახიობის ხმას.
24. ..ყველამ იცის, რომ დანტე გენიოსია...მაგრამ არავინ კიტხულობს მას-ო... ჩვენზე უფრო კაი ტიპმა ტქვა...:უ რავიცი...ეს ისე....:დ და როულინგი კიდე........:/ :დ... გელოდი...: ))) ..ყველამ იცის, რომ დანტე გენიოსია...მაგრამ არავინ კიტხულობს მას-ო... ჩვენზე უფრო კაი ტიპმა ტქვა...:უ რავიცი...ეს ისე....:დ და როულინგი კიდე........:/ :დ... გელოდი...: )))
23. ვისაც გეხებათ, გეუბნებით: თუ არ კითხულობთ, ნუ კითხულობთ, თქვენი საქმეა. ისე რეალურ ცხოვრებაში რომ გკითხოთ ვინმემ: თანამედროვე წიგნებს თუ კითხულობო, მასეთი სიტყვებით და მასე დაელაპარაკებით? ან კი და ან არა, ხომ? რაც შეეხება გაყიდვების "სიცუდეს" და მათ მთავარ ბოროტმოქმედს, ჰარი პოტერს, მოგიყვებით ერთ ამბავს: ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე, სხვასთან ერთად, როულინგ თქვა შემდეგი: "როცა ჩავუღრმავდი ანტიკურ ლიტერატურას ... სხვა იდეებთან ერთად წავაწყდი პლუტარქეს გამონათქვამს:"ჩვენი შინაგანი მონაპოვარი ცვლის გარე სამყაროს (What we achieve inwardly will change outer reality)". ამ საძირკველზე დააშენა მან თავისი ნაწარმოები და იმიტომაა ასეთი პოპულარული და არა იმიტომ რომ უბრალოდ დუშაში გაუგორდა. მაგრამ ვისაც მარტო "ძალიან კარგი" მაგრამ "ჩაწოლილი" წიგნები აინტერესება, იმისთვის, რა თქმა უნდა, ასეთ რამეებს არ აქვს მნიშვნელობა. ისე, ვისთვისაა "ძალიან კარგი", თუ არავინ არ კითხულობს? ჰმ! კატიეს, ნეფერტარის, და იმ ადამიანებს, ვინც პირადში შემეკითხა, ვპასუხობ: ამდენი წიგნის კითხვას მართლაც ბევრი დრო უნდა, არადა ყველას ოჯახები გვაყავს, საქმეები გავაქვს, და საერთოდ, ვისა აქვს იმის საშუალება, რომ მარტო კითხვას გადააკვდეს? მე უბრალოდ შემიძლია გითხრათ, ჩეთვის რა ხერხი გამოვნახე: აუდიოწიგნებს ვისმენ. დღის განმავლობაში დროის 99% მარტო ვარ მანქანაში და ტელეფონი მიყვება წიგნს. სახლშიც, როცა რაიმე ისეთს ვაკეთებ, რასაც გონების მიტანება არ სჭირდება, მაგალითად რამეს ვღებავ, ან ღვინოს ვწურავ და ა.შ. ტელევიზორის მაგიერაც. მეორე კითხვაა სად ვნახულობ ამ ფაილებს? ვპასუხობ: ინტერნეტში, მეკობრულ ინგლისურ და რუსულ საიტებზე. ოღონდ ინგლისურ(ამერიკულ) საიტებზე, შესვლის დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს! ყველაზე კარგია წიგნი ახალგამოსული რომაა. მაგალითად, შარშან თუ შარშან წინ დენ ბრაუნის ბოლო წიგნის (The Lost Symbol) გამოსვლა რომ იყო დაანონსებული დავუშვათ 20 სექტემბერს, მე უკვე 22-ში დავიწყე ძებნა და კიდეც მივაგენი რაღაც "ნიუ-იორკის უფასო ბიბლიოთეკაში(რა თქმა უნდა მამაძაღლობა)". აუდიო ფაილიც იყო უკვე და პფდ-ც. მაგრამ მერე, ერთი ათი დღის შემდეგ რომ შევიხედე იმ საიტზე, იქ უკვე მაგათი(ამერიკული) არწივიანი გერბი იყო გამოჭერელებლი და ეწერა რომ, ამ "ბიბლიოთეკის მესვეურებისკენ" უკვე რაღაცა ფედერალურია აღძრული და შარს თუ არ ეძებთ, დაანებეთ აქ სიარულს თავიო. რა თქმა უნდა არაა ლამაზი მეკობრეებთან "ამხანაგობა", მაგრამ რას იზამ, ასეთა ცხოვრება. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ მწერლობაზე გვაქვს პრეტენზია და არა წმინდანობაზე!
ვისაც გეხებათ, გეუბნებით: თუ არ კითხულობთ, ნუ კითხულობთ, თქვენი საქმეა. ისე რეალურ ცხოვრებაში რომ გკითხოთ ვინმემ: თანამედროვე წიგნებს თუ კითხულობო, მასეთი სიტყვებით და მასე დაელაპარაკებით? ან კი და ან არა, ხომ? რაც შეეხება გაყიდვების "სიცუდეს" და მათ მთავარ ბოროტმოქმედს, ჰარი პოტერს, მოგიყვებით ერთ ამბავს: ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე, სხვასთან ერთად, როულინგ თქვა შემდეგი: "როცა ჩავუღრმავდი ანტიკურ ლიტერატურას ... სხვა იდეებთან ერთად წავაწყდი პლუტარქეს გამონათქვამს:"ჩვენი შინაგანი მონაპოვარი ცვლის გარე სამყაროს (What we achieve inwardly will change outer reality)". ამ საძირკველზე დააშენა მან თავისი ნაწარმოები და იმიტომაა ასეთი პოპულარული და არა იმიტომ რომ უბრალოდ დუშაში გაუგორდა. მაგრამ ვისაც მარტო "ძალიან კარგი" მაგრამ "ჩაწოლილი" წიგნები აინტერესება, იმისთვის, რა თქმა უნდა, ასეთ რამეებს არ აქვს მნიშვნელობა. ისე, ვისთვისაა "ძალიან კარგი", თუ არავინ არ კითხულობს? ჰმ! კატიეს, ნეფერტარის, და იმ ადამიანებს, ვინც პირადში შემეკითხა, ვპასუხობ: ამდენი წიგნის კითხვას მართლაც ბევრი დრო უნდა, არადა ყველას ოჯახები გვაყავს, საქმეები გავაქვს, და საერთოდ, ვისა აქვს იმის საშუალება, რომ მარტო კითხვას გადააკვდეს? მე უბრალოდ შემიძლია გითხრათ, ჩეთვის რა ხერხი გამოვნახე: აუდიოწიგნებს ვისმენ. დღის განმავლობაში დროის 99% მარტო ვარ მანქანაში და ტელეფონი მიყვება წიგნს. სახლშიც, როცა რაიმე ისეთს ვაკეთებ, რასაც გონების მიტანება არ სჭირდება, მაგალითად რამეს ვღებავ, ან ღვინოს ვწურავ და ა.შ. ტელევიზორის მაგიერაც. მეორე კითხვაა სად ვნახულობ ამ ფაილებს? ვპასუხობ: ინტერნეტში, მეკობრულ ინგლისურ და რუსულ საიტებზე. ოღონდ ინგლისურ(ამერიკულ) საიტებზე, შესვლის დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს! ყველაზე კარგია წიგნი ახალგამოსული რომაა. მაგალითად, შარშან თუ შარშან წინ დენ ბრაუნის ბოლო წიგნის (The Lost Symbol) გამოსვლა რომ იყო დაანონსებული დავუშვათ 20 სექტემბერს, მე უკვე 22-ში დავიწყე ძებნა და კიდეც მივაგენი რაღაც "ნიუ-იორკის უფასო ბიბლიოთეკაში(რა თქმა უნდა მამაძაღლობა)". აუდიო ფაილიც იყო უკვე და პფდ-ც. მაგრამ მერე, ერთი ათი დღის შემდეგ რომ შევიხედე იმ საიტზე, იქ უკვე მაგათი(ამერიკული) არწივიანი გერბი იყო გამოჭერელებლი და ეწერა რომ, ამ "ბიბლიოთეკის მესვეურებისკენ" უკვე რაღაცა ფედერალურია აღძრული და შარს თუ არ ეძებთ, დაანებეთ აქ სიარულს თავიო. რა თქმა უნდა არაა ლამაზი მეკობრეებთან "ამხანაგობა", მაგრამ რას იზამ, ასეთა ცხოვრება. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ მწერლობაზე გვაქვს პრეტენზია და არა წმინდანობაზე!
22. აზგო ჩემო,კი , მე მკითხე ეგ და... რამდენადაც მახსოვს, და წესით,კარგად უნდა მახსოვდეს,არ ვუჩივი მეხსიერებას ჯერ, ნერვიული რეაქცია კი არა, "დავწყდი" სიცილით. :))
თუ ასეთი უწყინარი იყო თქვენი შეკითხვა და გულწრფელად გაინტერესებდათ, არასწორად ჩამოგიყალიბებიათ აზრი და თუ კომენტარში ვერ აყალიბებთ აზრს სათანადოდ, პუბლიცისტიკას ნუ შეებმევით და მითუმეტეს, ჭკუის დარიგებას ნუ შეეცდებით სხვებისას.
სხვაგვარად ეს ყველაფერი ემსგავსება უბრალო მცდელობას თქვენი მხრიდან, წარმოაჩინოთ თქვენი უპირატესობა. :))
რა ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ, მგონი არ ვცდები. ყმაწვილობის ჟამსაც არ მომსვლია აზრად სხვათა დამცირება იმგვარი ფაქტით, რომ საკუთარი ნაკითხობა მეფრიალებინა და ამეფარებინა ხალხისთვის ცხვირზე. :დ
მეორეც, ადრეც გითხარით და ახლაც ვიმეორებ: თქვენთვის ნამუშევრის ლიტერატურულ-მხატვრული ღირებულება იმით განისაზღვრება,თუ რამდენად "გაყიდვადი პროდუქტია"? არასწორი შეფასებაა ეგ და მარკეტინგი და ლიტერატურა ისევე ახლოს დგას ერთმანეთთან, როგორც ლენინის გვამი - ტუტანჰამონის მუმიასთან. :)) აზგო ჩემო,კი , მე მკითხე ეგ და... რამდენადაც მახსოვს, და წესით,კარგად უნდა მახსოვდეს,არ ვუჩივი მეხსიერებას ჯერ, ნერვიული რეაქცია კი არა, "დავწყდი" სიცილით. :))
თუ ასეთი უწყინარი იყო თქვენი შეკითხვა და გულწრფელად გაინტერესებდათ, არასწორად ჩამოგიყალიბებიათ აზრი და თუ კომენტარში ვერ აყალიბებთ აზრს სათანადოდ, პუბლიცისტიკას ნუ შეებმევით და მითუმეტეს, ჭკუის დარიგებას ნუ შეეცდებით სხვებისას.
სხვაგვარად ეს ყველაფერი ემსგავსება უბრალო მცდელობას თქვენი მხრიდან, წარმოაჩინოთ თქვენი უპირატესობა. :))
რა ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ, მგონი არ ვცდები. ყმაწვილობის ჟამსაც არ მომსვლია აზრად სხვათა დამცირება იმგვარი ფაქტით, რომ საკუთარი ნაკითხობა მეფრიალებინა და ამეფარებინა ხალხისთვის ცხვირზე. :დ
მეორეც, ადრეც გითხარით და ახლაც ვიმეორებ: თქვენთვის ნამუშევრის ლიტერატურულ-მხატვრული ღირებულება იმით განისაზღვრება,თუ რამდენად "გაყიდვადი პროდუქტია"? არასწორი შეფასებაა ეგ და მარკეტინგი და ლიტერატურა ისევე ახლოს დგას ერთმანეთთან, როგორც ლენინის გვამი - ტუტანჰამონის მუმიასთან. :))
21. მე მხოლოდ ერთ შეკითხვას დავსვამ, - რას ერჩით ნოდარ დუმბაძეს და მის "თეთრ ბაირაღებს"? ჩვენი უბედურება იცით, რა არის? ერთი პიოროვნების თუ ნაწარმოების წინ წამოწევის სანაცვლოდ სხვა ყველას და ყველაფერს ლაფში ვსვრით.... ბევრმა დაიტრაბახოს ნოდარ დუმბაძის მსგავსი იუმორი, ან მისებური სხარტი ფრაზები... სირცხვილია, ბოლოს და ბოლოს... აქ არავინ ხართ იმ დონის მწერალი (და არც მკითხველი!!!), რომ გაბედოთ და ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას მოსცხოთ ჩირქი! მე მხოლოდ ერთ შეკითხვას დავსვამ, - რას ერჩით ნოდარ დუმბაძეს და მის "თეთრ ბაირაღებს"? ჩვენი უბედურება იცით, რა არის? ერთი პიოროვნების თუ ნაწარმოების წინ წამოწევის სანაცვლოდ სხვა ყველას და ყველაფერს ლაფში ვსვრით.... ბევრმა დაიტრაბახოს ნოდარ დუმბაძის მსგავსი იუმორი, ან მისებური სხარტი ფრაზები... სირცხვილია, ბოლოს და ბოლოს... აქ არავინ ხართ იმ დონის მწერალი (და არც მკითხველი!!!), რომ გაბედოთ და ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას მოსცხოთ ჩირქი!
20. 14. იმენა მამაჩემი მამაშენს მოერევა.........პოსტია...:დ ი მე უფრო მეტს ვკიტხულობ...შენზე კაი ტიპივარ...:დ ნინეხ. 2012-05-01 10:16:44
ვეთანხმები.და საერთოდ , შენ რას კითხულობ და მე ამას ვკითხულობ, ძალიან ჰგავს დამწყებების საუბარს "(ხამად" რომ არიან.)
14. იმენა მამაჩემი მამაშენს მოერევა.........პოსტია...:დ ი მე უფრო მეტს ვკიტხულობ...შენზე კაი ტიპივარ...:დ ნინეხ. 2012-05-01 10:16:44
ვეთანხმები.და საერთოდ , შენ რას კითხულობ და მე ამას ვკითხულობ, ძალიან ჰგავს დამწყებების საუბარს "(ხამად" რომ არიან.)
19. ნუ მაცინებთ,რა?! თურმე წიგნები უნდა ვიკითხოთ, ახლი ველოსიპედი აღმოაჩინეთ!თქვენ, აზგო წიგნის წაკითხვა- შინაარსის წაკითხვა გგონიათ? წიგნმა აზროვნება , ფსიქიკა უნდა ჩამოგიყალიბოთ, ადამიანს პირველ რიგში.
მთავარი ღირსება წიგნისა, თურმე , გაყიდულის რაოდენობაა, ანუ თუ იყიდება,მაშინ მაგარი ყოფილა,( ფეხისხმას აყოლილთა თეორია). ამდროს, ბევრი შედევრი, იმდენად აუხსნელი და მიუწვდომელია მასებისთვის, საერთოდ, "ჩაწოლილა", " დათა თუთაშხიამ" თქვენი ყურადღება გაყიდვით მოიპოვა?( ალბათ, ფილმი გაქვთ ნანახი),
სტივენ ჰოქინგის "დიადი ქმნილება"-ს თქვენ არ კითხულობდეთ, მეტი არაა ჩემი მტერი( გულიანი სიცილის სმაილიკი).ქვანტურ ფიზიკაზე და რელიგიაში გადავარდნილ კაცს არ გავხართ, რაღაც.
პ.ს." თეთრი ბაირღებიო"--?????
"ჰარი პოტერი" უმჯობესი ყოფილა ,მაშინ , მარკესზე, ან ფიცჯერალდზე, ანდა ოთარ ჭილაძეზე და გოდერძი ჩოხელზე? ასე ვაჭარივით არ შეიძლება ხელოვნების შეფასება, მოდილიანი შიმშილით მოკვდა, მაგრამ მეორე დღიდან მილიონებად შეფასდა მისი ნახატები .მანამდე არ იყო გენიოსი?
ნუ მაცინებთ,რა?! თურმე წიგნები უნდა ვიკითხოთ, ახლი ველოსიპედი აღმოაჩინეთ!თქვენ, აზგო წიგნის წაკითხვა- შინაარსის წაკითხვა გგონიათ? წიგნმა აზროვნება , ფსიქიკა უნდა ჩამოგიყალიბოთ, ადამიანს პირველ რიგში.
მთავარი ღირსება წიგნისა, თურმე , გაყიდულის რაოდენობაა, ანუ თუ იყიდება,მაშინ მაგარი ყოფილა,( ფეხისხმას აყოლილთა თეორია). ამდროს, ბევრი შედევრი, იმდენად აუხსნელი და მიუწვდომელია მასებისთვის, საერთოდ, "ჩაწოლილა", " დათა თუთაშხიამ" თქვენი ყურადღება გაყიდვით მოიპოვა?( ალბათ, ფილმი გაქვთ ნანახი),
სტივენ ჰოქინგის "დიადი ქმნილება"-ს თქვენ არ კითხულობდეთ, მეტი არაა ჩემი მტერი( გულიანი სიცილის სმაილიკი).ქვანტურ ფიზიკაზე და რელიგიაში გადავარდნილ კაცს არ გავხართ, რაღაც.
პ.ს." თეთრი ბაირღებიო"--?????
"ჰარი პოტერი" უმჯობესი ყოფილა ,მაშინ , მარკესზე, ან ფიცჯერალდზე, ანდა ოთარ ჭილაძეზე და გოდერძი ჩოხელზე? ასე ვაჭარივით არ შეიძლება ხელოვნების შეფასება, მოდილიანი შიმშილით მოკვდა, მაგრამ მეორე დღიდან მილიონებად შეფასდა მისი ნახატები .მანამდე არ იყო გენიოსი?
17. კარგა ხანს ვიფიქრე სანამ კომენტარს დავწერდი. აზგოს ეხერხება ხალხის "გაბრაზება" , მაგრამ ისიც ხომ მართალია რომ სიმართლის მთქმელს ცხენიც შეკაზმული უნდა ყავდეს.. :) და ადვილი მოსასმენი არ არის. არ ვიცი მივეჩვიე თუ არა აზგოს სტილს, მაგრამ ხასიათი კი გავიგე მისი. ის კარგ რჩევებს იძლევა და სულაც აღარ მაწუხებს " მწარედ" იტყვის თუ "ტკბილად", მთავარია რომ რჩევაა კარგი.
ამ ნაწერისთვის მადლობა, რა თქმა უნდა + 5. საქმე იმაშია რომ არამც თუ თარგმანებში, არამედ ორიგინალებშიც ვერ ნახავთ საქართველოში თანამედროვე ბესტსელერებს. ამას წინათ რამოდენიმე ცნობილი წიგნების მაღაზია მოვიარე და ქართულ ინტერნეტმაღაზიებშიც შევიხედე, მაგრამ "ააფრინე ალალიო რაც არ არი არ არიო"... ვეძებდი ამათ: Michael Koryta "The Cypress House" (2011); Robert Crais "The Sentry" (2011); Michael Connelly "The Fifth Witness" (2011) და The Lincoln Lawyer (2005). რაც შეეხება სტივენ კინგის ნაწარმოებებს (თანამედროვეს) მხოლოდ ერთადერთ ეგზემპლარს მივაგენი, ისიც რუსულ თარგმანს, რბილყდიანს, A5 ფორმატიანს ყვითელ ფურცლებზე დაბეჭდილს ორმოცდაათ ფურცლიანს და 17 ლარად. ქართულ საიტებზე ხომ ვერაფერს ნახავს კაცი და გადავინაცვლე საზღვარგარეთ. რა აღმოჩნდა ? - რუსულ საიტებზე ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი ა თარგმანში და თუ რამე ვერ მოიძიეთო "სიი ოლსო"-ო და გაგიყვანს მშვენიერ საიტებზე. თანაც უფასოდ გადმოწერთ (რუსულად) და წაიკითხავთ. თავად ხვდებით რას ნიშნავს ეს. ან სპეციალისტები არ გვყავს, ან ზარმაცები ვართ, ან საიტების აწყობა არ ვიცით... მოკლედ ეს "ან" და არ დაილია. კარგა ხანს ვიფიქრე სანამ კომენტარს დავწერდი. აზგოს ეხერხება ხალხის "გაბრაზება" , მაგრამ ისიც ხომ მართალია რომ სიმართლის მთქმელს ცხენიც შეკაზმული უნდა ყავდეს.. :) და ადვილი მოსასმენი არ არის. არ ვიცი მივეჩვიე თუ არა აზგოს სტილს, მაგრამ ხასიათი კი გავიგე მისი. ის კარგ რჩევებს იძლევა და სულაც აღარ მაწუხებს " მწარედ" იტყვის თუ "ტკბილად", მთავარია რომ რჩევაა კარგი.
ამ ნაწერისთვის მადლობა, რა თქმა უნდა + 5. საქმე იმაშია რომ არამც თუ თარგმანებში, არამედ ორიგინალებშიც ვერ ნახავთ საქართველოში თანამედროვე ბესტსელერებს. ამას წინათ რამოდენიმე ცნობილი წიგნების მაღაზია მოვიარე და ქართულ ინტერნეტმაღაზიებშიც შევიხედე, მაგრამ "ააფრინე ალალიო რაც არ არი არ არიო"... ვეძებდი ამათ: Michael Koryta "The Cypress House" (2011); Robert Crais "The Sentry" (2011); Michael Connelly "The Fifth Witness" (2011) და The Lincoln Lawyer (2005). რაც შეეხება სტივენ კინგის ნაწარმოებებს (თანამედროვეს) მხოლოდ ერთადერთ ეგზემპლარს მივაგენი, ისიც რუსულ თარგმანს, რბილყდიანს, A5 ფორმატიანს ყვითელ ფურცლებზე დაბეჭდილს ორმოცდაათ ფურცლიანს და 17 ლარად. ქართულ საიტებზე ხომ ვერაფერს ნახავს კაცი და გადავინაცვლე საზღვარგარეთ. რა აღმოჩნდა ? - რუსულ საიტებზე ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი ა თარგმანში და თუ რამე ვერ მოიძიეთო "სიი ოლსო"-ო და გაგიყვანს მშვენიერ საიტებზე. თანაც უფასოდ გადმოწერთ (რუსულად) და წაიკითხავთ. თავად ხვდებით რას ნიშნავს ეს. ან სპეციალისტები არ გვყავს, ან ზარმაცები ვართ, ან საიტების აწყობა არ ვიცით... მოკლედ ეს "ან" და არ დაილია.
16. არაფერს გვირჩევს ცუდს ეს ადამიანი, აუცილებლად გავითვალისწინებ ამ რჩევებს...:) არაფერს გვირჩევს ცუდს ეს ადამიანი, აუცილებლად გავითვალისწინებ ამ რჩევებს...:)
14. იმენა მამაჩემი მამაშენს მოერევა.........პოსტია...:დ ი მე უფრო მეტს ვკიტხულობ...შენზე კაი ტიპივარ...:დ იი...:/ პეროები...........:ყეს: იმენა მამაჩემი მამაშენს მოერევა.........პოსტია...:დ ი მე უფრო მეტს ვკიტხულობ...შენზე კაი ტიპივარ...:დ იი...:/ პეროები...........:ყეს:
13. გამარჯობა, აზგო!
1."სიტყვამ მოიტანა და აქ ერთ ადამიანს შევეკითხე, თუ კითხულობ თანამედროვე წიგნებს მეთქი?"– ეს სიტყვები ძალიან კარგად მახოსვს ნათია პაპიძეს ეხებოდა. არ ვიცი, ნათია რამდენად ახერხებს თანამედროვე ბესტსელერების წაკითხვას, მაგრამ ნამდვილად მასზე ვერ იტყვი, რომ უწიგნურიაო. წიგნიერებაში კი მხოლოდ თანამედროვე ლიტერატურა არ შედის მგონი, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ნათიას მსოფლიო კლასიკა წაკითხული აქვს და არა მარტო...
2. ახლა რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას აკა მორჩილაძის წიგნებისადმი. სრულიად გეთანხმები, რომ პირველივე აბზაცის წაკითხვის შემდეგ გიქრება მისი წაკითხვის სურვილი, თუმცაღა უნდა ვაღიარო, რომ უამრავი დრო მაქვს დაკარგული მის კითხვაში, ესაა კაცი "კონვეირი", რომელიც დაშტამპულად ერთიდაიგვე თემას უტრიალებს და ახალს, პროდუქტიულს არაფერს (ან ვერაფერს) წერს.
3. არ ვიცი, ჩავითვლები თუ არა შენს თვალში "წიგნიერად", მაგრამ რადგან საქმე მაქვს 14-16 წლის მოზარდებთან, მათი გადამკიდე "ჰარი პოტერი" და "ბინდი", თუნდაც "ოთხი გოგო და ერთი ჯინსი" წაკითხული მაქვს არა იმიტომ, რომ ძალიან მაინტერესებდა, არამედ იმის გამო, რომ ვიცოდე რა უნდათ ჩემს მოსწავლეებს, როგორია მათი გემოვნება, სურვილები, მოთხოვნილება.
4. თანამედროვე ბელგიელი მწერლის ამელი ნოტომის წიგნებს რაც შეეხება, "კატილინას წინააღმდეგ", "მერკური". "შეყვარებულის ამხედრება", "მკვლელის ჰიგიენა" არამარტო წაკითხული, არამედ კომპიუტერზე აკრეფილ-ჩაკორექტურებული მაქვს, (ჩემი მეგობრის თარგმნილია და იმიტომ).
5. თუ რამის წაკითხვას ვერ ვახერხებ, ამის მთავარი მიზეზი არის დროის უქონლობა და ინგლისური ენის არცოდნა. თუმცა, რაც ხელში მხვდება, ყველაფერს ვკითხულობ, მანქანაშიც, სახლშიც, ინტერნეტშიც. ახლაც წინ მიდევს პაჟის "როგორ გავხდი იდიოტი" და როგორც კი პატარა დროს გამოვნახავ, ჩავამთავრებ აუცილებლად.
6. ჩემი სურვილია მსოფლიო ბესტსელერები ითარგმნებოდეს ქართულად და ხელმისაწვდომი იყოს ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის!
თქვენი წერილი საინტერესოა, საყურადღებოა, ოღონდ არაა აუცილებელი იმის ხაზგასმა, რომ აი, მე ვკითხულობ და თქვენ, დანარჩენი ადამიანები ჩემთან შედარებით უწიგნურები და გაუნათლებლები ხართ. ( ჩემი კომენტარით იმედია, არ გაგაბრაზეთ! )
+5!
გამარჯობა, აზგო!
1."სიტყვამ მოიტანა და აქ ერთ ადამიანს შევეკითხე, თუ კითხულობ თანამედროვე წიგნებს მეთქი?"– ეს სიტყვები ძალიან კარგად მახოსვს ნათია პაპიძეს ეხებოდა. არ ვიცი, ნათია რამდენად ახერხებს თანამედროვე ბესტსელერების წაკითხვას, მაგრამ ნამდვილად მასზე ვერ იტყვი, რომ უწიგნურიაო. წიგნიერებაში კი მხოლოდ თანამედროვე ლიტერატურა არ შედის მგონი, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ნათიას მსოფლიო კლასიკა წაკითხული აქვს და არა მარტო...
2. ახლა რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას აკა მორჩილაძის წიგნებისადმი. სრულიად გეთანხმები, რომ პირველივე აბზაცის წაკითხვის შემდეგ გიქრება მისი წაკითხვის სურვილი, თუმცაღა უნდა ვაღიარო, რომ უამრავი დრო მაქვს დაკარგული მის კითხვაში, ესაა კაცი "კონვეირი", რომელიც დაშტამპულად ერთიდაიგვე თემას უტრიალებს და ახალს, პროდუქტიულს არაფერს (ან ვერაფერს) წერს.
3. არ ვიცი, ჩავითვლები თუ არა შენს თვალში "წიგნიერად", მაგრამ რადგან საქმე მაქვს 14-16 წლის მოზარდებთან, მათი გადამკიდე "ჰარი პოტერი" და "ბინდი", თუნდაც "ოთხი გოგო და ერთი ჯინსი" წაკითხული მაქვს არა იმიტომ, რომ ძალიან მაინტერესებდა, არამედ იმის გამო, რომ ვიცოდე რა უნდათ ჩემს მოსწავლეებს, როგორია მათი გემოვნება, სურვილები, მოთხოვნილება.
4. თანამედროვე ბელგიელი მწერლის ამელი ნოტომის წიგნებს რაც შეეხება, "კატილინას წინააღმდეგ", "მერკური". "შეყვარებულის ამხედრება", "მკვლელის ჰიგიენა" არამარტო წაკითხული, არამედ კომპიუტერზე აკრეფილ-ჩაკორექტურებული მაქვს, (ჩემი მეგობრის თარგმნილია და იმიტომ).
5. თუ რამის წაკითხვას ვერ ვახერხებ, ამის მთავარი მიზეზი არის დროის უქონლობა და ინგლისური ენის არცოდნა. თუმცა, რაც ხელში მხვდება, ყველაფერს ვკითხულობ, მანქანაშიც, სახლშიც, ინტერნეტშიც. ახლაც წინ მიდევს პაჟის "როგორ გავხდი იდიოტი" და როგორც კი პატარა დროს გამოვნახავ, ჩავამთავრებ აუცილებლად.
6. ჩემი სურვილია მსოფლიო ბესტსელერები ითარგმნებოდეს ქართულად და ხელმისაწვდომი იყოს ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის!
თქვენი წერილი საინტერესოა, საყურადღებოა, ოღონდ არაა აუცილებელი იმის ხაზგასმა, რომ აი, მე ვკითხულობ და თქვენ, დანარჩენი ადამიანები ჩემთან შედარებით უწიგნურები და გაუნათლებლები ხართ. ( ჩემი კომენტარით იმედია, არ გაგაბრაზეთ! )
+5!
12. რაკაიფია...:დ... ტრაკში არავის გაერჭოს................ვინმე ტუ ჩემზე მეტს კიტხულობს...:დ მოდი ასე ვიტყვი მაშინ...: )))) ტქვენ იყავიტ კარგად და....ხოიციტმერე...: )))) ...:/ ხთფუი ბლიად................:/ რაკაიფია...:დ... ტრაკში არავის გაერჭოს................ვინმე ტუ ჩემზე მეტს კიტხულობს...:დ მოდი ასე ვიტყვი მაშინ...: )))) ტქვენ იყავიტ კარგად და....ხოიციტმერე...: )))) ...:/ ხთფუი ბლიად................:/
11. "ყოველ დღე უნდა მოისმინო თუნდაც ერთი სიმღერა, შეხედო კარგ სურათს და წაიკითხო ცოტა რამე "ვინ თქვა?!
თქვენი რჩევა საყურადღებაო, თუმცა უწიგნურს ურაკპარაკზე მე ვერ ვხედავ,!
დარწმუნებული ვარ თვითეულ მათგანს აქვს "თავისი წიგნების სია"
"ყოველ დღე უნდა მოისმინო თუნდაც ერთი სიმღერა, შეხედო კარგ სურათს და წაიკითხო ცოტა რამე "ვინ თქვა?!
თქვენი რჩევა საყურადღებაო, თუმცა უწიგნურს ურაკპარაკზე მე ვერ ვხედავ,!
დარწმუნებული ვარ თვითეულ მათგანს აქვს "თავისი წიგნების სია"
10. "ყოველ დღე უნდა მოისმინო თუნდაც ერთი სიმღერა, შეხედო კარგ სურათს და წაიკითხო ცოტა რამე"
თქვენი რჩევა საყურადღებაო, თუმცა უწიგნურს ურაკპარაკზე მე ვერ ვხედავ,!
დარწმუნებული ვარ თვითეულ მათგანს აქვს "თავისი წიგნების სია"
"ყოველ დღე უნდა მოისმინო თუნდაც ერთი სიმღერა, შეხედო კარგ სურათს და წაიკითხო ცოტა რამე"
თქვენი რჩევა საყურადღებაო, თუმცა უწიგნურს ურაკპარაკზე მე ვერ ვხედავ,!
დარწმუნებული ვარ თვითეულ მათგანს აქვს "თავისი წიგნების სია"
9. იკითხე კლასიკა და წერე რაც გენებოსო, ვინა სთქვა? ელიოტმა, თუ სწორად მახსოვს!:)
დღეში ორი - სამი საათი უნდა დაუთმოს კითხვას ადამიანმა, ვისაც უნდა, რომ ამ საქმეში რამეს მიაღწიოს. რთულია, ამ გადარბენა - გადმორბენის საუკუნეში დროის გამონახვა, მარა რას იზამ, ასეა ეს.
ათლეტური ტვინი უფრო გამოსადეგია, ვიდრე ტორსი!
ასე რომ, ახალგაზრდებო, კითხვა, კითხვა და კითხვა!
დიდი ბელადი იკითხე კლასიკა და წერე რაც გენებოსო, ვინა სთქვა? ელიოტმა, თუ სწორად მახსოვს!:)
დღეში ორი - სამი საათი უნდა დაუთმოს კითხვას ადამიანმა, ვისაც უნდა, რომ ამ საქმეში რამეს მიაღწიოს. რთულია, ამ გადარბენა - გადმორბენის საუკუნეში დროის გამონახვა, მარა რას იზამ, ასეა ეს.
ათლეტური ტვინი უფრო გამოსადეგია, ვიდრე ტორსი!
ასე რომ, ახალგაზრდებო, კითხვა, კითხვა და კითხვა!
დიდი ბელადი
8. 1. სუზენ კოლინზი "შიმშილის თამაშები"(Hunger Games) გამოცემულია 2008 წელს. 2. მაიკლ ქრაითონი "შემდეგი" (Next). 2006 წელი. 3. სტივენ ბექსთერი "წყალდიდობა"( Flood). 2008 წელი. 4. ვკითხულობ : სტივენ ჰოქინგი "დიადი ქმნილება"(The Grand Design) 2010 წელი. ეს არამხატვრულია.
"დათა თუთაშხია", აი ეს წიგნი წაიკითხეთ პატივცემულებო, პირველ რიგში იმიტომ, რომ კაცობის არსს ჩაწვდეთ. ამას პირველ რიგში იმ ავტორებს მივუთითებ, რომლებიც აქ კომენტარებში მამრობითი სქესის წარმომადგენლისათვის შეუფერებლად ჭყლუპუნებენ და რომლებსაც თავი კაი ტიპები გონიათ, დამერწმუნეთ თუ მამაკაცურ ჩვეევებს ვერ გამოიმუშავებთ, მამრობითი სქესის წარმომადგენლისათვის შეუფერებლად არ იჭყლუპუნებთ და თუ დათა თუთაშხიის წაკითხვამ, ჩემს მიერ ზემოთხსენებული შედეგი ვერ გამოიღო, მაშინ არ ყოფილა თქვენი საშველი და ეგ არი.
1. სუზენ კოლინზი "შიმშილის თამაშები"(Hunger Games) გამოცემულია 2008 წელს. 2. მაიკლ ქრაითონი "შემდეგი" (Next). 2006 წელი. 3. სტივენ ბექსთერი "წყალდიდობა"( Flood). 2008 წელი. 4. ვკითხულობ : სტივენ ჰოქინგი "დიადი ქმნილება"(The Grand Design) 2010 წელი. ეს არამხატვრულია.
"დათა თუთაშხია", აი ეს წიგნი წაიკითხეთ პატივცემულებო, პირველ რიგში იმიტომ, რომ კაცობის არსს ჩაწვდეთ. ამას პირველ რიგში იმ ავტორებს მივუთითებ, რომლებიც აქ კომენტარებში მამრობითი სქესის წარმომადგენლისათვის შეუფერებლად ჭყლუპუნებენ და რომლებსაც თავი კაი ტიპები გონიათ, დამერწმუნეთ თუ მამაკაცურ ჩვეევებს ვერ გამოიმუშავებთ, მამრობითი სქესის წარმომადგენლისათვის შეუფერებლად არ იჭყლუპუნებთ და თუ დათა თუთაშხიის წაკითხვამ, ჩემს მიერ ზემოთხსენებული შედეგი ვერ გამოიღო, მაშინ არ ყოფილა თქვენი საშველი და ეგ არი.
7. ჯერ რა შუაშია აქ თეთრი ბაირაღები? და მეორეც, რამდენჯერმე მქონდა მცდელობა როცა ვნახე ვიტრინაში რაღაც ახალი წიგნი ბუმით გამოვიდა და ბევრი მასზე საუბრობდა, წამეკითხა, მაგრამ ნხევრამდეც არ მიმიყვანია არც ერთი წიგნი. და თუ წიგნს მკითხველი დიწყებს და არ დაამთავრებს ეს აუცილებლად წიგნის ბრალია და არ მკითხველის. ხო კიდევ დუმბაძის, ინანიშვილის ნაწარმოებები მირჩევნია ყველა სხვას. ჯერ რა შუაშია აქ თეთრი ბაირაღები? და მეორეც, რამდენჯერმე მქონდა მცდელობა როცა ვნახე ვიტრინაში რაღაც ახალი წიგნი ბუმით გამოვიდა და ბევრი მასზე საუბრობდა, წამეკითხა, მაგრამ ნხევრამდეც არ მიმიყვანია არც ერთი წიგნი. და თუ წიგნს მკითხველი დიწყებს და არ დაამთავრებს ეს აუცილებლად წიგნის ბრალია და არ მკითხველის. ხო კიდევ დუმბაძის, ინანიშვილის ნაწარმოებები მირჩევნია ყველა სხვას.
6. jonatan livingstoni. აზგო შენი მეორე ნიკია? jonatan livingstoni. აზგო შენი მეორე ნიკია?
5. ჰო, თქვენც მართალი ხართ! წიგნებს მარტო მე ვკითხულობ!:)) მაგრამ, მე ხომ არსად მითქვამს, "თეთრი ბაირაღები" შედევრია-თქო? და არც ის ფრაზაა "თეთრი ბაირაღებიდან". უიმე, რამდენი ვილაპარაკე თუ დავწერე.:( მეტს აღარ ვიზამ! ჰო, თქვენც მართალი ხართ! წიგნებს მარტო მე ვკითხულობ!:)) მაგრამ, მე ხომ არსად მითქვამს, "თეთრი ბაირაღები" შედევრია-თქო? და არც ის ფრაზაა "თეთრი ბაირაღებიდან". უიმე, რამდენი ვილაპარაკე თუ დავწერე.:( მეტს აღარ ვიზამ!
4. თეთრი ბაირაღები შენთვის შედევრია? გასაგებია ყველაფერი თეთრი ბაირაღები შენთვის შედევრია? გასაგებია ყველაფერი
3. ჰო მართალი ხარ. მარტო შენ კითხულობ წიგნებს და სხვები არა. ჰო მართალი ხარ. მარტო შენ კითხულობ წიგნებს და სხვები არა.
2. ჰო, მართლა, კი ვიცი, შარში რომ გავყავი თავი ახლა, მაგრამ...:)) ჰო, მართლა, კი ვიცი, შარში რომ გავყავი თავი ახლა, მაგრამ...:))
1. მსოფლიო ბესთსელერებთან ერთად, ქართულ ლიტერტურასაც რომ კითხულობდეთ, გეცოდინებოდათ, რომ "მე მწერალი ვარ, მკითხველი კი არაო" -ასე ნოდარ დუმბაძემ უპასუხა ამერიკელ სტუდენტებს, ზუსტად იმავე შეკითხვაზე, რაც თქვენ დაუსვით სრულიად ურაკპარაკს:) ზოგადად კი, მართალი ბრძანდებით.
მსოფლიო ბესთსელერებთან ერთად, ქართულ ლიტერტურასაც რომ კითხულობდეთ, გეცოდინებოდათ, რომ "მე მწერალი ვარ, მკითხველი კი არაო" -ასე ნოდარ დუმბაძემ უპასუხა ამერიკელ სტუდენტებს, ზუსტად იმავე შეკითხვაზე, რაც თქვენ დაუსვით სრულიად ურაკპარაკს:) ზოგადად კი, მართალი ბრძანდებით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|